კრუშკიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ
Kruškić and Others v. Croatia (dec.)
საჩივრის ნომერი - 10140/13 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - ხორვატია
განჩინების მიღების თარიღი - 25/11/2014
შედეგი: დაუშვებლად იქნა ცნობილი
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე No. 180
დეკემბერი 2014
კრუშკიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ
Kruškić and Others v. Croatia (dec.) - 10140/13
განჩინება 25.11.2014 [სექცია I]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
შვილიშვილების მეურვეობის შესახებ ბებია-ბაბუის საჩივარზე უარი: დაუშვებელი
ფაქტები – პირველი და მეორე მომჩივანი იყო ბებია-ბაბუა მესამე და მეოთხე მომჩივნების, რომლებიც დაიბადნენ, შესაბამისად, 2006 და 2005 წლებში. 2008 წელს ბავშვების დედამ და 2011 წელს მათმა მამამ დატოვეს ოჯახი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ოთხ მომჩივანთან ერთად. დავა წარმოიშვა ბებია-ბაბუასა და მამას შორის მეურვეობასა და ბავშვებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ადგილობრივმა სასამართლოებმა მეურვეობა საბოლოოდ მიანიჭეს მამას, რომელიც ბავშვებთან 2013 წლიდან ცხოვრობდა.
სამართალი
მუხლი 34 – მესამე და მეოთხე მომჩივნების Locus standi: ბავშვების მშობლებს არასდროს ჩამორთმევიათ მშობლის უფლება-მოვალეობები, არც ბავშვები ყოფილან ბებია-ბაბუის მზრუნველობის ქვეშ ან სხვაგვარად მინდობილი მათზე. გარდა ამისა, 2013 წლის დეკემბერში ადგილობრივ სამართალწარმოებაში ბავშვები წარმოდგენილნი იყვნენ დამცველით ad litem. ადგილობრივი სასამართლოს მოკვლევის მოცემულობით, ბებია-ბაბუას ჰქონდა, სულ მცირე, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი თავიანთ შვილიშვილებთან. ამგვარად, საქმის გარკვეულ გარემოებებში ბებია-ბაბუა არ იყო აღჭურვილი თავიანთი შვილიშვილების სახელით საჩივრის წარდგენის უფლებით.
დასკვნა: დაუშვებელი (შეუთავსებელი ratione personae).
მუხლი 8: შესაძლოა, „ოჯახური ცხოვრება“ ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის იყოს იქ, სადაც მათ შორის არსებობს მჭიდრო ოჯახური კავშირები. წინამდებარე საქმეში, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, შესაბამისად, შვიდი და რვა წლის განმავლობაში, და ამგვარად, მათ შორის ურთიერთობა ჩამოყალიბდა მე-8 მუხლით დაცულ „ოჯახურ ცხოვრებად“. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ გარემოებებში ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობა არსითა და ხარისხით განსხვავდებოდა მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობისგან და ამრიგად, მისი ძირითადი არსიდან გამომდინარე, მიმართული იყო დაცვის ნაკლები ხარისხისკენ. ბებია-ბაბუის უფლება შვილიშვილებთან ერთად ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება უფლებას ბებია - ბაბუას ქონდეს პირდაპირი კონტაქტი შვილიშვილებთან, მათ შორის ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით. მიუხედავად ამისა, ასეთ კონტაქტებს ძირითადად ადგილი ჰქონდა მშობლის უფლებამოსილების განმხორციელებელი პირის თანხმობით და ამგვარად, როგორც წესი, ბავშვის მშობლების დისკრეციის ფარგლებში.
სიტუაციებში, სადაც ბავშვები დატოვებულნი არიან მშობლის ზრუნვის გარეშე, მე-8 მუხლიდან გამომდინარე ბებია-ბაბუას შეუძლია, ოფიციალურად იყოლიოს შვილიშვილები თავისი მზრუნველობის ქვეშ. მიუხედავად ამისა, წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება გამოყენებული ეს უფლება, რადგან არ შეიძლება, საკამათო გახდეს ის, რომ შვილიშვილები მამამ მიატოვა, რადგან ის წავიდა მხოლოდ თვენახევრით მას შემდეგ, რაც ისინი ბებია-ბაბუის მზუნველობის ქვეშ დატოვა. ვინაიდან მე-8 მუხლი არ შეიძლება განმარტებული იყოს, როგორც ბებია-ბაბუის ნებისმიერი სხვა მეურვეობასთან დაკავშირებული უფლება, მეურვეობის სამართალწარმოებაში ადგილობრივი სასამართლოს განჩინებები არ წარმოადგენდა მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
(იხილეთ ასევე Bronda v. Italy, 22430/93, 9 ივნისი 1998; G.H.B. v. the United Kingdom (dec.), 42455/98, 4 მაისი 2000; Scozzari and Giunta v. Italy [GC], 39221/98და 41963/98, 13 ივლისი 2000, Information Note 20; და Moretti და Benedetti v. Italy, 16318/07, 27 აპრილი 2010, Information Note 129. იხილეთ ასევე ფაქტების გვერდი Protection of minors, Children's rights, დაParental rights)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes