კულიკოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ

 

 Kulikowski v. Poland

საჩივრის ნომერი: - 18353/03  Summary

მოპასუხე სახელმწიფო: პოლონეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  19/05/2009

შედეგი:

საჩივრის დარჩენილი ნაწილი იცნო დაუშვებლად

დაირღვა მე-5(3) მუხლი

დაირღვა მუხლები 6(1) +6(3–c)

არამატერიალური ზიანი– დაკმაყოფილდა

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

საკვანძო სიტყვები :

(მუხლი 46) გადაწყვეტილებათა მბოჭავი ძალა და აღსრულება

(მუხლი 46–2) გადაწყვეტილების აღსრულება

(მუხლი 46–2) ზოგადი ხასიათის ღონისძიებები

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6-1) სასამართლოსადმი წვდომა

(მუხლი 6) სისხლის სამართალწარმოება

(მუხლი 6–3–C) იურიდიული დახმარების გზით თავის დაცვა

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5–3) წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციობარათისასამართლოსპრეცედენტულსამართალზე   No. 119

მაისი 2009

კულიკოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ- 18353/03

გადაწყვეტილება 19.5.2009 [სექცია IV]

მუხლი 6

სისხლის სამართალწარმოება

მუხლი 6-1

სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა

სასამართლოს მიერ ბრალდებულებისთვის შეუტყობინებლობა, რომ მათ ჰქონდათ ახალი ვადა საკასაციო საჩივრის შეტანისათვის მას შემდეგ, რაც მათმა იურიდიული დახმარების ადვოკატებმა (Legal Aid Lawyers) უარი განაცხადეს მათ დახმარებაზე: დარღვევა

 

[ეს შეჯამება ასევე ფარავს გადაწყვეტილებას საქმეზე Antonicelli v. Poland, no. 2815/05, 19 მაისი 2009]

ფაქტები: ორივე მომჩივანი მსჯავრდებულად ცნეს პირველ ინსტანციაში სისხლის სამართალწარმოებისას და მათი მსჯავრდება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. მათ უარი ეთქვათ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე (სადაც იურიდიული წარმომადგენლობა იყო სავალდებულო) მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა, რომლებიც დაინიშნენ მათ დასახმარებლად იურიდიული დახმარების პროგრამის შესაბამისად, უარი განაცხადეს მომჩივნებისთვის იურიდიული დახმარების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მისცეს რჩევა, რომ გასაჩივრებას არ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა შეატყობინეს მომჩივნებს ამ უარის შესახებ და არ დაუნიშნეს სხვა ადვოკატები შემდგომი დახმარების გაწევისათვის.

სამართალი: პოლონეთის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვდა საკასაციო სარჩელის მომზადებისას ადვოკატის დახმარებას იმ ინდივიდებისათვის,  რომელთა მსჯავრდება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.  უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ შეიძლება, სირთულეები წამოიჭრას მსჯავრდებული პირებისათვის საკასაციო სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კუთხით იმ შემთხვევებში, როდესაც მათი იურიდიული დახმარების ადვოკატები ჩამოცილდნენ საქმეს. ამრიგად, მან (უზენაესმა სასამართლომ) დადგინა, რომ საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დაწესებული ვადის ათვლა დაიწყებოდა მხოლოდ იმ თარიღიდან, როდესაც ბრალდებულმა შეიტყო ადვოკატის უარის შესახებ, გაეგრძელებინა მისი დახმარება. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ  მომჩივნებს დარჩათ ისეთი მცირე დრო  საკასაციო საჩივრის მოსამზადებლად, რაც არ მისცემდა მათ რეალურ შესაძლებლობას, რომ საქმე შეეტანათ  და ედავათ საკასაციო სასამართლოში (შედარებისთვის იხილეთ Siałkowska v. Poland–თან, საინფორმაციო ბარათში no. 95, სადაც ვადის ათვლა დაიწყო, როდესაც იურიდიული დახმარების ადვოკატმა ჩაიბარა გადაწყვეტილება და მომჩივანმა შეიტყო ადვოკატის უარის შესახებ მხოლოდ ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე). გარდა ამისა, არ მოხდა იმის შეტყობინება, რომ შეუძლებელი იქნებოდა ახალი ადვოკატის მოძებნა სასამართლოში მათ წარმოსადგენად. ის ფაქტი, რომ არც ერთ მომჩივანს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, თავად დაექირავებინა ადვოკატი თავისი არჩევით, არ წარმოშობს საკითხს მე–6 მუხლის მიხედვით. ეს მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, სამართლებრივი დაცვის საშუალებების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს პირი სხვა იურიდიული დახმარების ადვოკატის დახმარებით, როდესაც დადგინდება, რომ არ არსებობს საქმის წარმატების გონივრული პერსპექტივა.  ადვოკატის მხრიდან დაუდევრობის ან თვითნებობის არარსებობისას, საკასაციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ, შეიძლება ითქვას, რომ  შეასრულა თავისი ვალდებულებები მომჩივნებისათვის ეფექტური სამართლებრივი დახმარების უზრუნველსაყოფად. თუმცა, შესაბამისმა სააპელაციო სასამართლომ ვერ მოახერხა, შეეტყობინებინა მომჩივნებისათვის მათი პროცედურული უფლებებისა და ვადის შესახებ, როგორც ამას მოითხოვებოდა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლი.

იურიდიული წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილ მომჩივნებს, არ გააჩნდათ სხვა გზა, რომ სცოდნოდათ ახალი ვადის არსებობის შესახებ. მათ შეეძლოთ მოეძებნათ და დაერწმუნებინათ სხვა ადვოკატი, მათი სახელით შეეტანა საკასაციო საჩივარი.

მომჩივნების საქმეში, ეს შეზღუდული, მაგრამ გადამწყვეტი ზომა, რომელიც პოლონეთის სამართლის მიხედვით არსებული ხელმისაწვდომი შესაბამისი პროცედურული ჩარჩო იყო, არასაკმარისი აღმოჩნდა. მომჩივანთა უფლებები უზენაესი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე არ იყო უზრუნველყოფილი „რეალური და ეფექტური საშუალებით“.

დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).

Article 41 – 3,000 ევრო ბატონ კულიკოვსკის არამატერიალური ზიანისათვის

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes