მარტინს ალვესი პორტუგალიის წინააღმდეგ
Martins Alves v. Portugal
საჩივრის ნომერი - 56297/11 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - პორტუგალია
განჩინების მიღების თარიღი - 21/01/2014
შედეგი: დაუშვებლად იქნა ცნობილი
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე No. 171
თებერვალი 2014
მარტინს ალვესი პორტუგალიის წინააღმდეგ
Martins Alves v. Portugal (dec.) - 56297/11
განჩინება 21.1.2014 [სექცია II]
მუხლი 35
მუხლი 35-3
საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება
წარმომადგენლის შეცდომა, შეეტყობინებინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის, რომ მას წარდგენილი ჰქონდა ორი განცალკევებული საჩივარი ერთი და იმავე ფაქტის შესახებ ქმრისა და ცოლის სახელით: დაუშვებელია
ფაქტები – 2004 წელს კერძო კომპანიამ დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოებამომჩივნისა და რამდენიმე სხვა პირის, მათ შორის მომჩივნის ქმრის წინააღმდეგ.
2011 წლის იანვარში ქმარმა წარადგინა საჩივარი (5340/11) ევროპულ სასამართლოში, რომელშიც დაობდა სამართალწარმოების ხანგრძლივობაზე.წინამდებარე საჩივარი წარდგენილი იქნა 2011 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც მომჩივნის ქმრის მიერ წარდგენილი საჩივარი ჯერ ისევ განხილვის პროცესში იყო. ერთი და იგივე ადვოკატი მოქმედებდა ორივე საჩივართან მიმართებაში.
2013 წელს სასამართლომ განიხილა ქმრის საჩივარი და დაადგინა კონვენციის მე-6(1) მუხლისადამე-13 მუხლის დარღვევა სამართალწარმოების ხანგრძლივობის გამო. მას მიენიჭა 4,500 ევრო არამატერიალური ზიანისათვის და 1,000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისათვის.
სამართალი – 35-ე მუხლი §3: წინამდებარე საჩივრის წარდგენისას, მომჩივნის წარმომადგენელმა, რომელსაც ადრე წარდგენილი ჰქონდა მრავალი საჩივარი სასამართლოში და ამგვარად, კარგად იცნობდა პროცედურას, სასამართლოს არ შეატყობინა, რომ საქმე დაკაშირებული იყო იმავე შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებასთან ისევე, როგორც ქმრის საჩივარში, ან რომ მომჩივანი, წინამდებარე საქმეში, იყო ადრე განხილულ საქმეში მომჩივნის ცოლი და რომ ისინი ერთობლივად გამოდიოდნენ ადგილობრივი სასამართლოების წინაშე.
სხვადასხვა დროს წარდგენა ორი განცლაკევებული საჩივრისა, რომლებიც შეიძლებოდა, მიჩნეულიყო არსებითად ერთი და იმავე საჩივრად, per seარ ადგენდა საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად ამისა, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ლეგიტიმურ მიზანს, თუ რატომ არ იქნა წარდგენილი მომჩივნის საჩივარი მისი ქმრის საჩივართან ერთად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორივე მეუღლე მონაწილეობდა ერთობლივად სამართალწარმოებაში ადგილობრივი სასამართლოების წინაშე და ორივე იყო წარმოდგენილი ერთი და იმავე ადვოკატით. ამასთან ერთად, მომჩივნის წამომადგენელმა წარადგინა არასრული და შესაბამისად, მცდარი ინფორმაცია. ეს ხარვეზი გახდა სულ უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც დავის საკითხი წინამდებარე საქმეში გადაწყვეტილი იქნა სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში და მომჩივნის ქმარს მიენიჭა კომპენსაცია 41-ე მუხლიდან გამომდინარე. ადვოკატს რომ გაეერთიანებინა წინამდებარე საჩივარი მომჩივნის ქმრის მიერ წარდგენილ საჩივართან,სასამართლო არ მიანიჭებდა უფრო მეტ ანაზღაურებას არამატერიალური ზიანისთვის და ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რადგან საჩივრის შინაარსი იყო ერთნაირი, მომჩივანი და მისი ქმარი იყვნენ მხარეები იმავე შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებაში, შეადგენდნენ ერთ ოჯახს და წარმოდგენილნი იყვნენ იმავე ადვოკატით.
საბოლოოდ, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ორი საჩივარი, რომლებშიც მომჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ იმ ადვოკატით, რომლის შესახებაცაა საუბარი, წარმოადგენს საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას, იმ დროს, როდესაც სამი სხვა საჩივარი, წარმოდგენილი ამ ადვოკატის მიერ დამოუკიდებლად, მიჩნეულ იქნა არსებითად იგივედ, როგორც წინა საჩივრები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადვოკატები ვალდებულნი არიან, აჩვენონ პროფესიული სიფრთხილის მაღალი ხარისხი და ჭეშმარიტი თანამშრომლობა სასამართლოსთან, თავიდან აიცილონ არააარსებითი საჩივრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათდამი ნდობა იქნება შესუსტებული და – სისტემატური დარღვევების შემთხვევაში – ისინი შესაძლოა, ჩამოშორებული იქნენ სამართალწარმოებისაგან სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლისა § 4 (b) და 44D მუხლის შესაბამისად.
მომჩივნის წარმომადგენლის ქმედება წინამდებარე საქმეში იყო 34-ე მუხლში გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის მიზნის საპირისპირო და შესაბამისად, საჩივარი იქნა უარყოფილი მისი ბოროტად გამოყენების გამო.
დასკვნა: დაუშვებელი (საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება).
(იხილეთ Ferreira Alves v. Portugal, 5340/11, 2 აპრილი 2013)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes