ნიკოლიჩ-კრსტიჩი სერბეთის წინააღმდეგ

NIKOLIĆ-KRSTIĆ v. SERBIA

საჩივრის ნომერი  -  54195/07  Summary

მოპასუხე სახელმწიფო    -  სერბეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   14/01/2015

შედეგი:  დაირღვა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება (აღსრულების პროცედურები)

 მე-6 (1)-  სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება

განსხვავებული აზრი: არა

 

 

 

საკვანძო სიტყვები: სამართლიანი განხილვა;

აღსრულების პროცედურები;

სამართლიანი სასამართლოს უფლება;  

სამართლებრივი დახმარება;

საკუთრების დაცვა;

საკუთრებით სარგებლობის უფლება ჩარევის გარეშე.

 

 

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

 

 

ფაქტები: მომჩივანი დაიბადა 1957 წელს და ცხოვრობს ლესკოვაჩში. 1994 წლის 5 სექტემბერს ლესკოვაჩის მუნიციპალურმა სასამართლომ ”JIK” ბანკის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბანკს მომჩივანი სამსახურში უნდა აღედგინა და მისთვის ხელფასი და ყველა სხვა სამსახურთან დაკავშირებული სარგებელი მიეცა, რომელიც მომჩივნის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების პერიოდს მოჰყვა. გადაწყვეტილება საბოლოო 1995 წლის 1 დეკემბერს გახდა. დაუდგენელია თარიღი, თუმცა მომჩვანმა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მოთხოვნა წარადგინა. 1995 წლის 17 ოქტომბერს მუნიციპალურმა სასამართლოს აღსრულების ფურცელი გასცა. ბანკმა მომჩივანი სამუშაოზე აღადგინა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. მომჩივანმა კიდევ ერთხელ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლომ მოვალეს 72,076.55 იუგოსლავიური დინარის გადახდა დააკისრა, თუმცა მომჩივნის შემდგომი განცხადებით ბანკის ანგარიშზე თანხა არ ირიცხებოდა და შესაბამისად, აღსრულების სხვა საშუალება უნდა ყოფილიყო გამოყენებული. 2000 წელს მომჩივანმა მოიპოვა გირაოს უფლება მოვალისთვის ჩამორთმეულ მოძრავ ქონებაზე. იმავე დღეს, დაიწყო ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი. შემდეგში მომჩივანმა არაერთხელ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულება და დაგირავებული ქონების აუქციონზე გატანა, ამტკიცებდა რა, რომ დროის გასვლასთან ერთად, ქონების ფასიც მცირდებოდა და იგი განიცდიდა ზარალს.  მართალია, მომჩივნის მოთხოვნებთან დაკავშირებით 2 სასამართლო პროცესი გაიმართა, 2003 წლის დეკემბერსა და 2005 წლის 30 ოქტომბერს, თუმცა გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ამ დროის განმავლობაში, სასამართლომ შეწყვიტა ბანკის წინააღმდეგ ლიკვიდაცია და გაკოტრების სამართალწარმოება დაიწყო, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, თუმცა კომერციულმა სასამართლომ 2005 წლის 18 ნოემბერს მომჩივნის მოთხოვნებზე უარი განაცხადა და ურჩია მას, ახალი სამოქალაქო წარმოების დაწყება. მიუხედავად ამისა, მომჩივანს აღნიშნული არ გაუკეთებია.

 

სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე, შიდა სასამართლო გადაწყვეტილება 10 წელზე დიდი ხანია არ აღსრულებულა (2004 წლის 3 მარტამდე, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიცირებამდემ არსებული პერიოდი სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რადგან სასამართლო იურსიდიქციის  ratione temporis გარეთ იმყოფებოდა). სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი საბოლოო შიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შეუსრულებლობაზეც, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ შემავალ სუბიექტს ევალებოდა და რომლის წინააღმდეგაც გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარეობდა. მთავრობამ ვერ შეძლო წარმოედგინა მომჩივნის პასუხისმგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რამაც განაპირობა მოცემული საქმის დაგვიანებით განხილვა.

 

დასკვნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 (1) მუხლის დარღევას.