გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ
Gorou v. Greece (N° 2)
საჩივრის ნომერი: - 12686/03
მოპასუხე სახელმწიფო: საბერძნეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 20/03/2009
შედეგი:
წინასწარ პრეტენზიებს უარი ეთქვა (ratione materiae)
არ დარღვეულა მე-6(1) მუხლი
დაირღვა მე-6(1) მუხლი
არამატერიალური ზიანი – დაკმაყოფილდა
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 6–1) სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
(მუხლი 6–1) დავა
(მუხლი 6) სისხლის სამართალწარმოება
(მუხლი 6–1) სამართლიანი განხილვა
(მუხლი 6–1) გონივრული ვადა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციობარათისასამართლოსპრეცედენტულსამართალზე No. 117
მარტი 2009
გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (no. 2) [GC] - 12686/03
გადაწყვეტილება 20.3.2009 [GC]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
დავა
საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლისადმი შუამდგომლობის დაყენება სამართლებრივი საკითხების შესახებ საჩივრის შეტანაზე, რომელიც შეეხებოდა სამოქალაქო უფლებაზე ნამდვილი „დავის“ დამოწმებას: მე–6 მუხლი გამოყენებადია
სამართლიანი განხილვა
საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე უარის შეჯამება: არ არის დარღვევა
ფაქტები: მომჩივანმა, ეროვნული განათლების სამინისტროში მომუშავე საჯარო მოხელემ, შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი ცრუ ჩვენებისათვის და ცილისწამებისათვის მისი ხელმძღვანელის, S.M.–ს წინააღმდეგ, სამართალწარმოებაში სამოქალაქო მხარედ ჩართვის განცხადებით; თუმცა იგი კომპენსაციას არ ითხოვდა. სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს წინაშე, მომჩივანმა არაერთგზის გაიმეორა მისი, როგორც სამოქალაქო მხარის განცხადება და ითხოვდა 1 000 დრაჰმას (დაახლოებით 3 ევროს). ამავე დღეს, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ გაათავისუფლა S.M. მის წინააღდეგ არსებული ბრალდებებისგან. მომჩივანმა მოსთხოვა სახელმწიფო პროკურორს საკასაციო სასამართლოში სარჩელის შეტანა სამართლებრივ საკითხებზე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 506–ე მუხლის § 2–ის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო პროკურორმა დააბრუნა მომჩივნის წერილი მოთხოვნის ფურცელზე შემდეგი ხელით ნაწერი კომენტარით: „არ არსებობს სამართლებრივი ან დასაბუთებული საფუძველი საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებისათვის“.
სამართალი
(a) სარჩელი, რომელიც შეეხებოდა დაუსაბუთებლობას იმ გადაწყვეტილებისა, რომლითაც საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო პროკურორმა უარი განაცხადა სამართლებრივი საკითხების შესახებ გასაჩივრებაზე:
(i) წინასწარი პრეტენზია – სამართალწარმოების სამოქალაქო ბუნებასთან დაკავშირებით, მომჩივანი ცრუ ჩვენებასა და ცილისწამებაზე სისხლის სამართალწარმოებაში სამოქალაქო მხარედ ჩაერთო და მოითხოვდა დაახლოებით 3 ევროს. შესაბამისად, მე–6 მუხლის § 1 იყო გამოყენებადი, პირველ რიგში იმიტომ, რომ გასაჩივრებულმა პროცედურებმა გავლენა მოახდინა მომჩივნის უფლებაზე, ესარგებლა „კარგი რეპუტაციით“. გარდა ამისა, სამართალწარმოებას ჰქონდა ეკონომიკური ასპექტი, თანხა - მიუხედავად მისი სიმბოლურობისა - სამი ევროს ოდენობით, რომელსაც მომჩივანი ითხოვდა როდესაც ჩაერთო წარმოებაში სამოქალაქო მხარედ.
დასკვნა: წინასწარ პრეტენზიებს უარი ეთქვა (ერთხმად).
რაც შეეხება სახელმწიფო პროკურორისადმი მოთხოვნის დახასიათებას, ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა, ვინაიდან მომჩივანი დაობდა, რომ სამართლებრივ საკითხებზე სახელმწიფო პროკურორის მეშვეობით საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება გამომდინარეობდა არა სამართლიდან, არამედ დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან: რომლითაც სამოქალაქო მხარისათვის აღიარებულია შესაძლებლობა, მოსთხოვოს სამართლებრივ საკითხებზე გასაჩივრება საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო პროკურორს, რომელიც შეჩვეულია ასეთ მოთხოვნებზე პასუხის გაცემას, თუმცა შემოკლებული ფორმით. ამრიგად, უფრო ხელსაყრელი იყო, გამოკვლეულიყო მომჩივნის შუამდგომლობაზე რეალური გავლენა და დადგენილიყო, განსახილველი ინიციატივა იყო თუ არა სამოქალაქო მხარის განცხადებაზე პროცედურის შემადგენელი ნაწილი და, შესაბამისად, იყო თუ არა პირდაპირ დაკავშირებული პირველად „დავასთან“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უფრო სწორი იქნებოდა შიდასამართლებრივი წესრიგის უტყუარობისათვის განსახილველი პრაქტიკის მხედველობაში მიღება და იმაზე დათანხმება, რომ მომჩივნის შუამდგომლობა სახელმწიფო პროკურორთან იყო მის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების ლოგიკური ნაწილი, სადაც კომპენსაციის შესახებ მისი, როგორც სამოქალაქო მხარის მოთხოვნა, არ დააკმაყოფილეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიკვლია, რომ თუკი საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო პროკურორი შეიტანდა საჩივარს სამართლებრივ საკითხებზე, მომჩივნის შუამდგომლობა მჭიდროდ დაუკავშირდებოდა შემდეგ სამართალწარმოებას. შესაბამისად, ამ გარემოებებში, ხელოვნური იქნებოდა იმის უარყოფა, რომ მომჩივნის შუამდგომლობა სახელმწიფო პროკურორისადმი წარმოიშვა ნამდვილი „დავისგან“, ვინაიდან შუამდგომლობა ქმნიდა მთელი სამართალწარმოების შემადგენელ ნაწილს, სადაც მომჩივანი ჩაერთო სამოქალაქო მხარედ კომპენსაციის მიღების მიზნით. ამგვარად, მომჩივნის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო პროკურორისადმი უკავშირდებოდა „სამოქალაქო უფლებაზე დავას“ მე–6 მუხლის § 1–ის მიზნებისათვის.
დასკვნა: წინასწარ პრეტენზიას უარი ეთქვა (თერთმეტი ხმა ექვსი ხმის წინააღმდეგ).
(ii) არსებითი ნაწილი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ხდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანახმად, სამოქალაქო მხარე პრინციპში, არ იყო უფლებამოსილი, პირდაპირ გაესაჩივრებინა სამართლებრივი საკითხები ან მოეთხოვა ანაზღაურება საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო პროკურორისგან. თუმცა სასამართლომ აღიარა, რომ ამ შემთხვევაში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის უგულვებელყოფა არ შეიძლებოდა. სახელმწიფო პროკურორი მიჩვეული იყო სამოქალაქო მხარის ასეთ შუამდგომლობებზე სამართლებრივ საკითხებზე გასაჩივრების შესახებ პასუხის გაცემას, თუმცა შემოკლებული ფორმით. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 506–ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროკურორის „დადებითი“ გადაწყვეტილება არ იყო მიმართული სამოქალაქო მხარეზე, არამედ შეეხებოდა თავად პროკურორის მიერ სამართლებრივ საკითხებზე გასაჩივრებას. მსგავსად ამისა, „უარყოფითი“ გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ სახელმწიფო პროკურორმა თავად განაცხადა უარი, სამართლებრივი საკითხების შესახებ საჩივრის შეტანაზე. ბოლოს, მომჩივნის მტკიცების საწინააღმდეგოდ, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართალიდან არ წარმოიშობოდა მიზეზების დასაბუთების შესახებ რაიმე კონკრეტული ვალდებულება. შეჯამებისათვის, მომჩივნის მოთხოვნის ფორმაზე ხელით დაწერილი ჩანაწერი უბრალოდ იძლეოდა ინფორმაციას, სახელმწიფო პროკურორის მიერ მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილების შესახებ. ამ პერსპექტივიდან და არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო პროკურორს არ ჰქონდა ვალდებულება, გაემართლებინა თავისი პასუხი, არამედ უბრალოდ პასუხი გაეცა სამოქალაქო მხარისათვის. მეტი დეტალური დასაბუთების მოთხოვნა საკასაციო სასამართლოში სახელმწოფო პროკურორს დამატებით ტვირთს დააკისრებდა, რომელიც არ იყო დაწესებული სამოქალაქო მხარის შუამდგომლობის ბუნებიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც მას უნდა გაესაჩივრებინა სამართლებრივი საკითხები გამამართლებელი განაჩენის საწინააღმდეგოდ. ამრიგად, იმის მინიშნებით, რომ „არ [იყო] სამართლებრივი ან დასაბუთებული მიზეზები საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებისათვის“ სახელმწიფო პროკურორმა შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობაზე საკუთარი გადაწყვეტილების საკმარისი მიზეზი დაასახელა.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ცამეტი ხმა ოთხი ხმის წინააღმდეგ)
(b) სამართალწარმოების ხანგძლივობასთან დაკავშირებული საჩივარი: პალატის მსგავსად, იმავე მიზეზებით, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე–6 მუხლის § 1–ლი პარაგრაფი, მთლიანობაში სამართალწარმოების ხანგძლივობის კუთხით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41 – 4,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes