ბლაჟი რუმინეთის წინააღმდეგ

 

საქმის დასახელება    -    Blaj v. Romania

საჩივრის ნომერი  -  36259/04

მოპასუხე სახელმწიფო    -   რუმინეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი  -   08/04/2014

შედეგი:

საჩივრის  ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი

არ დარღვეულა მე-6 მუხლი მე-6(3c) მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი - სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება, მე-6(1) მუხლი - სამართლიანი განხილვა) (მე-6(3c) მუხლი - სამართლებრივი დახმარების მეშვეობით დაცვა

მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება)

არ დარღვეულა მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6 - სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება, მე-6(1) მუხლი - სამართლიანი განხილვა)

არ დარღვეულა მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მე-8(1) მუხლი - პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება)

არ დარღვეულა მე-13 მუხლი + მე-8(1) მუხლი - სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება (მე-13 მუხლი - სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება) ( მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება)

არ დარღვეულა 34-ე მუხლი - ინდივიდუალური საჩივრები (34-ე მუხლი - პეტიციის უფლების ხელშეშლა)

განსხვავებული აზრი: არა

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6) სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება

(მუხლი 6-1) სისხლისსამართლებრივი ბრალდება

(მუხლი 6-1) სამართლიანი სასამართლო განხილვა

(მუხლი 6-3-C) სამართლებრივი დახმარების მეშვეობითდაცვა

(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი 8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება

(მუხლი8-2) აუცილებელიდემოკრატიულ საზოგადოებაში

(მუხლი 8-2) დანაშაულის პრევენცია

(მუხლი 8-2) კანონით განსაზღვრული

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება

(მუხლი 13) სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება

(მუხლი 34) ინდივიდუალური საჩივრები

(მუხლი 34) პეტიციის უფლების ხელშეშლა

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები


Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

 

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 173

აპრილი 2014

Blaj v. Romania - 36259/04

გადაწყვეტილება 8.4.2014 [III სექცია]

მუხლი 6

სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება

მუხლი 6-1

სამართლიანი განხილვა

მუხლი 6-3-c

სამართლებრივი დახმარების მეშვეობით დაცვა

flagrante delicto (დანაშაულის უშუალოდ ჩადენის დროს) პროცედურის ფარგლებში, პოლიციის მიერ პირის დაკითხვის დროს, ადვოკატის მხრიდან დახმარების გაუწევლობა: არ არის დარღვევა

ფაქტები – მომჩივანი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ქრთამის აღებაში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მესამე მხარე, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობდა, მივიდა მასთან შესახვედრად და კონვერტში მოთავსებული თანხა დაუტოვა სამუშაო მაგიდაზე. პოლიციის ოფიცრები დაუყოვნებლივ შევიდნენ სამუშაო კაბინეტში და ფაქტზე დააკავეს მომჩივანი. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციელებმა შეადგინეს დანაშაულის შესახებ ოქმი. მოგვიანებით, ამავე დღეს, მომჩივანს განუმარტეს, რომ ის იყო ბრალდებული და ჰქონდა დუმილისა და ადვოკატის ნახვის უფლება. შემდგომში, დაკითხვისას, მან ადვოკატისგან დახმარება მიიღო.

სამართალი – მუხლი 6(1) და 6(3c): მომჩივანს დაკითხვისას არ გააჩნდა ადვოკატის მხრიდან დახმარების მიღების უფლება, რადგან ის ჯერ არ იყო სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ბრალდებული. In flagrante delicto-სას პროცედურები მიზნად ისახავდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებას უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს და შესაბამისი ეჭვმიტანილის განცხადების შემცველი ოქმის შედგენას. გამომძიებლებს თავი უნდა შეეკავებინათ დანაშაულის ნივთ-მტკიცების შესახებ კითხვების დასმისგან და თავიდან უნდა აერიდებინათ ბრალდებულის განცხადების გადაქცევა დანაშაულის შესახებ დაკითხვად.

წინამდებარე საქმეში flagrante delicto პროცედურისას მოპოვებული ნივთ-მტკიცება საქმეს დაურთეს და მათ კითხვებზე მომჩივნის პასუხები აღნიშნეს ისე, რომ მომჩივნისთვის არ უკითხავთ გარემოებების, ან მოტივების შესახებ, რამაც მესამე მხარეს კონვერტის მის მაგიდაზე დატოვება აიძულა, ან ამ მესამე მხარესთან დადებული ნებისმიერი შეთანხმების შესახებ. შემდგომში, ბრალდების წარდგენისთანავე, იმავე დღეს, მომჩივანს მის მიერვე არჩეული ადვოკატის დახმარება გაეწია, რომელმაც მას შემდგომშიც, პროკურატურისა და უმაღლესი სასამართლოს წინაშე, საგამოძიებო ოქმში აღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებით გაუწია დახმარება, სადაც მომჩივანმა უარყო მასზე დაკისრებული ბრალდება. თუმცა, მას არასდროს შეუცვლია ის ჩვენება, რომელიც საგამოძიებო ოქმში იყო ასახული. ბოლოს, ოქმი წარმოადგენდა ერთ-ერთ ნივთმტკიცებას, რომელზე დაყრდნობითაც უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი იყო, მომჩივნის პასუხების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც ოქმში ჩაწერილი იყო როგორც დანაშაულის შესახებ განცალკევებული განცხადება. გარდა ამისა, უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი ყოველთვის უარყოფდა დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, დანაშაულის ოქმში ჩაწერილმა მომჩივნის განცხადებამ არ დააზიანა იგი. მეტიც, მას წაყენებული ბრალდებების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია მაშინ, როდესაც ის პირველად დაიკითხა და დაექვემდებარა წინასასამართლო პატიმრობას. მას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ადვოკატები წარმოადგენდნენ. ბოლოს, მომჩივანს არც შიდა სასამართლოების და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე არ განუცხადებია, რომ მან თავდაპირველი განცხადებები იძულების ქვეშ გააკეთა.

დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მომჩივნის მტკიცებასთან მიმართებით, რომ პოლიციამ მას დანაშაულის ჩადენა აიძულა, რადგან მომჩივანი შიდა სასამართლოების წინაშე ადეკვატური პროცედურული გარანტიებით იყო უზრუნველყოფილი; არ დარღვეულა მე-8 მუხლი მომჩივნის სატელეფონო საუბრების მოსმენისას და ჩაწერისას; არ დარღვეულა მე-13 და მე-8 მუხლი ერთობლიობაში, სამართლებრივი დაცვის საშუალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი საუბრების ჩაწერის, როგორც პირად ცხოვრებაში ჩარევის, გასაჩივრების უფლებას მისცემდა; არ დარღვეულა 34-ე მუხლი საჩივრის წარდგენის უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით.  

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები  Case-Law Information Notes