ცუდაკი ლიტვის წინააღმდეგ
Cudak v. Lithuania
საჩივრის ნომერი - 15869/02 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - ლიტვა
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 23/03/2010
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-6(1) მუხლი,
მატერიალური და არამატერიალური ზიანი - ანაზღაურება
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებივი საშუალებების ამოწურვა
(მუხლი 35-1) ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი საშუალება
შეფასების ზღვარი
პროპორციულობა
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 6-1) სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა
(მუხლი 6-1) სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2010 წლის მარტი
ცუდაკი ლიტვის წინააღმდეგ – 15869/02
გადაწყვეტილება 23.3.2010 [GC]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
იურიქდიქციაში სახელმწიფო იმუნიტეტის მინიჭება საელჩოს თანამშრომლის სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელზე: დარღვევა
სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
საელჩოს მიერ თანამშრომლის სამსახურიდან უსამართლო გათავისუფლების პროცედურა: მე-6 მუხლის შესაბამისია
ფაქტები – მომჩივანი, ეროვნებით ლიტველი, მუშაობდა მდივნის და სატელეფონო ოპერატორის თანამდებობაზე პოლონეთის საელჩოში ვილნიუსში. 1999 წელს მან მიმართა ლიტვის თანაბარი შესაძლებლობების ომბუდსმენს და ამცნო მამაკაცი კოლეგის მხრიდან სექსუალური მიძალების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი ჩაითვალა საფუძვლიანად, საელჩომ ეს ქალბატონი გაათავისუფლა სამსახურიდან და მის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო სამსახურის არაპატივსადები მიზეზის გამო გაცდენა. ლიტვის სასამართლომ უარი განაცხადა განეხილა მომჩივანის სარჩელი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნის თაობაზე მას შემდეგ რაც გაარკვია რომ მისი დამსაქმებელი სარგებლობდა სახელმწიფო იმუნიტეტით იურისდიქციის ფარგლებში. ლიტვის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ მომჩივანი სარგებლობდა საჯარო ფუნქციით მისი საქმიანობის დროს საელჩოში და ეს აშკარა იყო მისი თანამდებობის სახელიდანაც და მისი მოვალეობები უზრუნველყოფდა პოლონეთის მიერ სუვერენული ფუნქციების აღსრულებას რაც ამართლებდა სახელმწიფო იმუნიტეტის გამოყენების პრინციპს.
კანონი – მე-6-ე მუხლის ნაწილი 1: (ა) პირველადი პრეტენზია – სასამართლომ უარი თქვა მოპასუხე სახელმწიფოს პირველად პრეტენზიაზე, სადაც სახელმწიფომ მიუთითა რომ მომჩივანისთვის საკუთარი სამუშაო კონტრაქტის გასაჩივრების სამართლებრივი დაცვის საშუალებები იყო ხელმისაწვდომი პოლონეთის სასამართლო სისტემაში. კონვენციის 35-ე მუხლის ნაწილი 1 ეხება მხოლოდ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომელიც ხელმისაწვდომია მოპასუხე სახელმწიფოში. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ თეორიულად სამართლებრივი დაცვის საშუალება იარსებებდა პოლონეთის სასამართლოებში, ის არ იქნებოდა არც ხელმისაწვდომი და არც ეფექტური ვინაიდან მომჩივანი იქნებოდა ეროვნებით ლიტველი, დაქირავებული ლიტვაში იმ კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც ლიტვური კანონმდებლობით იქნა შექმნილი, ეს გარემოებები კი მომჩივანის უფლების დაცვას სერიოზული პრაქტიკულ პრობლემებს შეუქმნიდა.
(ბ) შესაბამისობა – მომჩივანის საჯარო მოხელის სტატუსი არ გამორიცხავს მასზე მე-6-ე მუხლის დაცვის მექანიზმების გავრცელებას. იმისათვის რომ მე-6 მუხლი არ გავრცელდეს მომჩივანზე ამისათვის საჭიროა არსებობდეს ორი პირობა: სახელმწიფომ საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა აკრძალოს მსაგვს ან ამ კატეგორიის თანამდებობაზე მომუშავე პირებისთვის სასამართლოსთვის მიმართვა და ეს არდაშვება უნდა იყოს მიზანშეწონილი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ობიექტური საფუძვლებით (იხილეთYვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ [GC]; #63235/00; 2007 წლის 19 აპრილი; საინფორმაციო ჩანაწერი #96). მიუხედავად იმისა, რომ ვილჰო ესკელინის გადაწყვეტილება გამოყენებადია მომჩივანის საქმეზე (ვინაიდან ეს საქმე ეხებოდა სახელმწიფოსა და მის საკუთარ საჯარო მოხელეებს შორის ურთიერთობას) ეს ასე რომც არ ყოფილიყო შეუძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება რომ მეორე პირობა შესრულებული იყო ვინაიდან მომჩივანის ვალდებულებები არ იწვევს “ობიექტურ საფუძვლებს სახელმწიფო ინეტერესებში (არ დაშვების).” ამიტომ ვინაიდან არ დაშვება შეუსაბამოა და მომჩივანის სარჩელი ლიტვის უზენაესი სასამართლოს წინაშე ეხებოდა სამსახურიდან უსამართლო დათხოვნისთვის კომპენსაციას, რაც წარმოადგენს სამოქალაქო უფლებას მე-6-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში.
დასკვნა: მე-6-ე მუხლი ნაწილი 1 დასაშვებია (ერთხმად)
(გ) შესაბამისობა – სახელმწიფოსთვის იმუნიტეტის მინიჭება სამოქალაქო სამართალწარმოებაში ემსახურებოდა კანონიერ მიზანს რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისია და ხელს უწყობს სახელოწმიფოებს შორის კარგი ურთიერთობების და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას სხვა სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემით. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მომჩივანის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა იყო თუ არა ამ მიზნების თანაზომიერი. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ტენდეციაზე როგორც საერთაშორისო სამართალში ისე სახელმწიფოების დიდი რაოდენობის პრაქტიკაში რაც სახელმწიფო იმუნიტეტის გამოყენების შეზღუდვაში გამოიხატება. 1991 წელს საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ მიღებული მუხლების პროექტის მე-11-ე მუხლის მიხედვით საზღვარგარეთ სახელმწიფო დიპლომატიურ მისიებში თანამშრომელთა კონტრაქტებზე არ ვრცელდება იმუნიტეტის წესი. ეს დებულება (რომელიც მოგვიანებით გახდა გაეროს კონვენციის სახელმწიფოს და მათი საკუთრების იურისდიქციული იმუნიტეტის შესახებ) ვრცელდება ლიტვაზე ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ მე-11-ე მუხლი შეიცავს გამონაკლისებს რომლის მიხედვითაც დაშვებულია ომუნიტეტის გავრცელება გარკვეულ გარემოებებში, მაგრამ არცერთი მათგანი მომჩივანის საქმესთან შესაბამისი არ არის. კონკრეტულად კი, მომჩივანი არ ასრულებდა არანაირ ფუნქციას რომელიც მჭიდრო კავშირში იქნებოდა სახელწმიფო უფლებამოსილების აღსრულებასთან არამედ მუშაობდა სატელეფონო ოპერატორად, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო საერთაშორისო ზარების ჩაწერა; ფაქსების მიღება გაგზავნა, ბეჭდვა, დოკუმენტების ქსერო ასლების მომზადება, ინფორმაციის მიწოდება და გარკვეული ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება. ვერც ლიტვის უზენაესმა სასამართლომ და ვერც მოპასუხე სახელმწიფომ ვერ აჩვენეს თუ როგორ შეიძლებოდა ეს მოვალეობები ობიექტურად გამხდარიყო პოლონეთის სახელწმიფოს სუვერენულ ინტერესებთან დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ მომჩივანის უფლებები ხელს უწყობდა პოლონეთის სუვერენული ფუნქციების შესრულებას, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო მომჩივანის თანამდებობის და პოლონეთის იმუნიტეტის მოთხოვნის საფუძველზე და არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას ნამდვილი არსის შესახებ. რაც შეეხება იმას სადაო ვალდებულებები იყო თუ არა პოლონეთის უსაფრთხოებისთვის სიანტერესო – კრიტერიუმი რომელიც საბოლოოდ დაემატა 2004 წლის კონვენციის მე-11-ე მუხლი ნაწილი 2 პუნქტი
(დ) – უბრალო პრეტენზია რომ მომჩივანს შესაძლოა ჰქონოდა წვდომა დოკუმენტებზე ან მონაწილე ყოფილიყო კონფიდენციალური სატელეფონო საუბრების საკუთარი ვალდებულებების შესრულებისას არ არის საკმარისი. მომჩივანის გათავისუფლება და შემდგომი სასამართლო დავები წარმოიშვა სექსუალური მიძალების შედეგად რომელიც დადასტურდა ლიტვის თანაბარი შესაძლებლობების ომბუდსმენის მიერ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესების შელახვა. და ბოლოს, მღელვარება იმის თაობაზე რომ ლიტვის სახელწმიფო უწყებების მიერ გადაწყვეტილების აღსრულება მომჩივანის სასარგებლოდ იქნება პრობლემა ვერ გახდება კონვენციის არასწორი გამოყენების საფუძველი. შეჯამებისთვის, სახელმწიფოსთვის იმუნიტეტის მინიჭებით და მომჩივანის სარჩელის განხილვაზე უარით იურისდიქციის არ ქონის საფუძველზე ლიტვის სახელწმიფო ორგანოებმა შელახეს მომჩივანის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 10 000 ევრო მორალური და ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად