კარტი თურქეთის წინააღმდეგ

Kart v. Turkey

საჩივრის ნომერი - 8917/05    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - თურქეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 3.12.2009

შედეგი: კონვენციის მე-6(1) მუხლი არ დარღვეულა

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები:

შეფასების ზღვარი

პროპორციულობა

(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება

(მუხლი 6-1) სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა

(მუხლი 6) სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #125
2009 წლის დეკემბერი

კარტი თურქეთის წინააღმდეგ 8917/05
გადაწყვეტილება 3.12.2009 [GC]

მუხლი 6
სისხლის სამართლის პროცესი

მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა

სისხლისსამართლებრივი ბრალდება

პარლამენტის წევრის მიერ საპარლამენტო იმუნიტეტის დათმობის შეუძლებლობა რაც მას საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი თავი სისხლის სამართლის პროცესში: მე-6-ე მუხლი, ნაწილი 1 გამოყენებადია; არ არის დარღვევა

 

ფაქტები: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში მომჩივანის მიმართ ორი სახის სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო. 2002 წელს მომჩივანი არჩეულ იქნა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტი) სადაც იგი სარგებლობდა საპარლამენტო იმუნიტეტით. ეროვნული ასამბლეის გაერთიანებულ კომიტეტს ეთხოვა მომჩივანისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა, მაგრამ გადაწყდა, რომ სისხლის სამართლის წარმოება მის წინააღმდეგ გადაიდო მისი პარლამენტარის ვადის ამოწურვამდე და გადაეცა ეს გადაწყვეტილება ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომას. მომჩივანმა გააპროტესტა და აღნიშნა რომ მას ჰქონდა უფლება მისი საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე. 2007 წელს იგი პარლამენტში არჩეულ იქნა მეორე ვადით და მის მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სადაც ის ითხოვს პარლამენტარის იმუნიტეტის ჩამორთმევას კვლავ განსახილველი დარჩა საპარლამენტო ორგანოს მიერ.

2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაში (იხილეთ საინფომრაციო ჩანაწერი #110), სასამართლოს პალატამ გამოავლინა კონვენციის მე-6-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა.

კანონი: მე-6-ე მუხლი ნაწილი პირველი:

ა) გამოყენებადობა – პიროვნების მდგომარეობაზე გავლენას ახდენდა მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც გაჭიანურდა დიდი დროით. არ არსებობს არანაირი ეჭვი რომ მოცემულ საქმეში მომჩივანს აქვს უფლება მისი საქმე განხილული იყოს გონივრულ ვადაში. ამიტომ მე-6-ე მუხლის ნაწილი პირველი გამოყენებადია.

ბ) შესაბამისობა – ეს დაკავშირებული იყო საპარლამენტო ხელშეუხებლობის ინსტიტუციური მიზნის დაცვასთან, რომელსაც გავლენა ჰქონდა მომჩივანის უფლებაზე და ის ფორმა რა ფორმითაც მოხდა საპარლამენტო ხელშეუხებლობის დაცვა მის საქმეში საჭიროებდა გამოკვლევას: რაც უფრო ნაკლები ღონისძიებებია გატარებული საპარლამენტო ხელშეუხებლობის შესანარჩუნებლად მით უფრო რთულია მისი გამართლება. გადაწყვეტილება საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე ჯდება სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლებში. იმისათვის რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული, საჭიროა პირველ რიგში შემოწმდეს საპარლამენტო ხელშეუხებლობის სისტემა და მისი განხორციელების პირობები თურქულ კანონმდებლობაში. აშკარაა რომ თურქეთის პარლამენტის წევრები სარგებლობენ ფართო ხელშეუხებლობით ვიდრე სხვა სახელმწიფოს პარლამენტის წევრები. დაცვის შემოთავაზებული ფარგლები არ შეიძლება ჩაითვალოს გადაჭარბებულად. ეს იყო შეფარდებითი მექანიზმი, რომლის ხანგრძლივობაც განისაზღვრება პარლამენტის წევრის ვადით და მასზე ვრცელდება გამონაკლისები როდესაც შეიძლება მოხდეს იმუნიტეტის მოხსნა. ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ სისხლის სამართლებრივ შემთხვევებს. ეს არ ვრცელდება დანაშაულზე წასწრების შემთხვევებზე ან კონკრეტულ დანაშაულზე რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. მაშინ როდესაც საპარლამენტო ხელშეუხებლობა უფრო ფართოდ იყო განმარტებული ის არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ევროპულ პარლამენტებში არსებულ მოდელებთან. მოცემულ შემთხვევაში მას აშკარად ჰქონდა მომჩივანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პრევენციული მექანიზმის ფორმა რაც ხელს უშლიდა საქმის სრულყოფილად გამოძიებას. მომჩივანის ინტერესი საკუთარი სურვილით დაეთმო საპარლამენტო იმუნიტეტი უნდა გადაწონილიყო საქმის სასამართლო განხილვის უფლების გამოყენების სასარგებლოდ და არა ნებისმიერი სხვა უფლების. ეს პარლამენტის შიდა განხილვის საკითხი იყო და მხოლოდ ამ ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში ჯდებოდა. სასამართლოს როლს წარმოადგენდა იმის შემოწმება საპარლამენტო პროცედურა იყო თუ არა შესაბამისობაში კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან. საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა იყო განმარტებული და დარეგულირებული კონსტიტუციით და ეროვნული ასამბლეის განაწესით სადაც აღწერილი იყო შესაბამისი პროცედურა. ეს პროცედურები გარკვეულ ფორმალობებს ექვემდებარებოდა რომელიც უზრუნველყოფდა დაცვის უფლების დაცვას გადაწყვეტილების მიღების ყველა სტადიაზე და ასევე გასაჩივრების უფლებას იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებული იყო შესაბამისი საპარლამენტო ორგანოს მიერ. მართლაც მომჩივანს ჰქონდა საშუალება ესარგებლა უფლებებით რომელიც გარანტირებული იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებით. საპარლამენტო პასუხისმგებლობის აღსრულების მექანიზმი იმუნიტეტის მოხსნის ან არ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების გზით წარმოადგენს საპარლამენტო ავტონომიის გამოყენების ერთ-ერთ საშუალებას. ესეთი გადაწყვეტილებები თავისი ხასიათით წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამიტომ ისინი არ აკმაყოფილებენ იგივე კრიტერიუმებს რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება როდესაც საკითხი ეხება დასაბუთებას. ამასთანავე, 22-ე პარლამენტის არჩევნებისთვის საპარლამენტო ორგანოებში უკვე გარკვეული ტენდეციასავით ჩამოყალიბდა იმუნიტეტის არ მოხსნა პარლამენტის წევრებისთვის და ამ პროცედურას არანაირად არ ჰქონია დისკრიმინაციული ან თვითნებური ხასიათი. მაშინ როდესაც შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის მიერ მოთხოვნის გამოკვლევა შეზღუდულია დროში წინასწარ განსაზღვრული ვადებით ეს ასე არ არის როდესაც ის გადაეცემა პლენარულ სხდომას. მოცემულ საქმეში სასამართლოს არ შეეძლო არ გაეთვალისწინებინა ის ფაქტი რომ მომჩივანის წინააღმდეგ 6 წლის განმავლობაში იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რომ სიტუაცია დარჩებოდა იგივე მომჩივანის პარლამენტის წევრობის შეწყვეტამდე. გაურკვევლობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მოცემულ საქმეში გამოწვეული იყო სადაო საპარლამენტო პროცედურებით და ამ პროცედურების გაჭიანურებამ გამოიწვია თავად სისხლის სამართლებრივი პროცედურების გაჭიანურება. საბჭომ დაადგინა რომ ესეთი გაჭიანურება საზიანო იყო მომჩივანისათვის, დიდ საბჭოს არ შეეძლო არ გაეთვალისწინებინა მომჩივანის სპეციალური სტატუსი და სადაო პროცედურის სპეციფიკა: პარლამენტის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტსა და მის სტატუსს შორის კავშირი წარმოადგენდა განსახილველი საკითხის მნიშვნელოვან ასპექტს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მომჩივანის წინააღმდეგ მოხდა მისი პარლამენტში არჩევამდე. როგორც ადვოკატი ის ინფორმირებული იქნებოდა თუ რა გავლენას იქონიებდა მისი არჩევა სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე, კონკრეტულად კი ის რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი ხელშეუხებლობის დათმობას ან მარტივად მხოლოდ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე იმუნიტეტის მოხსნას. საჩივრის უჩვეულო ხასიათის გათვალისწინებით, სადაც იმუნიტეტი წარმოადგენს არა უპირატესობას ბენეფიციარისთვის არამედ არახელსაყრელ გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო საქმიანობასთან, სასამართლომ დაადგინა რომ განცდილი ზიანის ხარისხი იყო ის ფაქტორი რომელიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული იმის დადგენისას თუ რა გავლენა იქონია გაჭიანურებამ მომჩივანის უფლებაზე საქმის სასამართლო განხილვის თაობაზე. მომჩივანის მიერ განცდილი ზიანის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სადაო გაჭიანურება გამოწვეული იყო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნის გადამოწმების საპარლამენტო პროცედურით და არა იმ დროით რაც საჭირო იყო სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილად წარმოებისთვის. ამ საქმეში არ არსებობდა იმის საფუძველი რომ გვეფიქრა რომ მომჩივანს არ მიეცემოდა საშუალება საკუთარი საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის მისი პარლამენტის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში. საპარლამენტო პროცედურას არ ჰქონია უარყოფითი გავლენა და განსაკუთრებით მას არ უმქომედია უდანაშაულობის პრეზუმციაზე რაც ყველა უდანაშაულო ადამიანის უფლებაა. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება რომ საპარლამენტო ორგანოების მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებს - იმუნიტეტის მოხსნაზე უარი - არ ჰქონია არც რეპრესიული და არც დამსჯელი მიზნები და გამიზნული იყო პარლამენტის წევრის დაცვაზე და არა მისთვის ზიანის მიყენებაზე. მოცემულ საქმეში პარლამენტი საერთოდ არ ჩარეულა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების დაბრკოლება საპარლამენტო ხელშეუხებლობის გამო იყო დროებითი. ამ საქმეში როდესაც მოხდა მომჩივანის მიერ საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნის წამოყენება პარლამენტი მხოლოდ იხილავდა საპარლამენტო ხელშეუხებლობა, როგორც დროებითი დაბრკოლება სასამართლოს საქმიანობისთვის, უნდა მოხსნილიყო დაუყოვნებლივ თუ უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის საპარლამენტო ვადის ამოწურვის დალოდება. შედეგად მოხდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის დროებით შეჩერება მასში ჩარევის ან მონაწილეობის მიღების გარეშე. რაც შეეხება მომჩივანის ბრალდებებს რომ მის წინააღმდეგ წარმოებულმა პროცედურებმა შელახა მისი რეპუტაცია და ეს როგორც წესი ჩვეულებრივი მოვლენაა ბრალის ოფიციალურად წაყენებისას, ამ შემთხვევაში კი არანაირი ეჭვი არ არის იმაზე რომ მომჩივანის რეპუტაცია და ღირსება დაცულია უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპით.

ზემოთ განხილული გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ საპარლამენტო პროცედურის გაჭიანურებამ გავლენა იქონია მომჩივანის უფლებაზე სასამართლოს განეხილა მისი საქმე, მოცემულ შემთხვევაში პროცედურების გაჭიანურებამ არ შელახა ამ უფლების ძირითადი არსი. ვინაიდან ეს შეზღუდული იყო დროში და მასზე ვრცელდებოდა სპეციალური წესები, inter alia, დროის ათვლის შეწყვეტა შეზღუდვის მიზნით, სადაო იმუნიტეტი წარმოადგენდა დროებით საპროცესო დაბრკოლებას სისხლის სამართლის საქმის წამროებისთვის და არანაირად არ ლახავდა და ზღუდავდა მომჩივანის საქმის არსებითად განხილვის უფლებას. რაც შეეხება კანონის უზენაესობის მოთხოვნებს, იმუნიტეტის სახეობა რომელიც დაკავშირებულია მომჩივანის პარლამენტის წევრის სტატუსთან საფუძვლიანია მხოლოდ იმიტომ რომ ის ემსახურება მართზომიერ მიზნას, კერძოდ კი ინარჩუნებს პარლამენტის ხელშეუხებლობას და იცავს ოპოზიციას. მომჩივანის მიერ იმუნიტეტის დაეთმობის შეუძლებლობა ჯდება მართლზომიერი მიზნის ფარგლებში. ინდივიდუალურად უარის თქმა უფლებაზე მომჩივანის მიერ ვერ ჩაანაცვლებდა ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. და ბოლოს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება არ იყო აბსოლუტური უფლება და განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც არ არსებობდა მხარეებისთვის ფუნდამენტური შეუქცევადი საზიანო გავლენა, საპარლამენტო იმუნიტეტის არ მოხსნამ მომჩივანისათვის არ შელახა მისი სასამართლოს უფლება ისე რომ ის დისპროპორციული ყოფილიყო მისაღწევი მართზომიერი მიზნის.

დასკვნა: არ არის დარღვევა (ცამეტი ოთხის წინააღმდეგ)

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012


The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012


Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
Click here for the Case-Law Information Notes