ა.ც. და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ

საქმის დასახელება : (A.C. and Others v. Spain)

საჩივრის ნომერი :6528/11; 6529/11; 6530/11; 6559/11; 6562/11; 6569/11; 6572/11; 6574/11; 6586/11; 6590/11; 6595/11; 6602/11; 6605/11; 6869/11; 6875/11; 19730/11; 19739/11; 19766/11; 19774/11; 19783/11; 19791/11; 19796/11; 19837/11; 19846/11; 19854/11; 19913/11; 19920/11; 19951/11; 61912/12; 62497/12.

მოპასუხე სახელმწიფო: ესპანეთი 

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:  22/04/2014

შედეგი:

წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმესთან და უარყოფილი იქნა (35-(1)- შიდასახელმწიფოებრივისამართლებრივიდაცვისსაშუალებებისამოწურვა)

საჩივრის ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი

დაირღვა მე-13 მუხლი - ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება (მე-13 მუხლი - ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება)

მოპასუხე სახელმწიფოს ინდივიდუალური ზომები (46-(2)-ე მუხლი - ინდივიდუალური ზომები)

განსხვავებული აზრი: არა

 

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება

(მუხლი 2) გაძევება

(მუხლი 3) წამების აკრძალვა

(მუხლი 3) გაძევება

(მუხლი 13) ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება

(მუხლი 13) ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები

(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივისამართლებრივიდაცვისსაშუალებებისამოწურვა

(მუხლი 46) გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება

(მუხლი 46-2) გადაწყვეტილების აღსრულება

(მუხლი 46-2) ინდივიდუალური ზომები

 

 

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე No. 173

აპრილი 2014

ა.ც. და სხვები ეპანეთის წინააღმდეგ

A.C. and Others v. Spain - 6528/11, 6529/11, 6530/11 et al.

გადაწყვეტილება 22.4.2014 [სექცია III]

მუხლი 13

სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება

სუსპენსიური ეფექტის გამოუყენებლობა საერთაშორისო დაცვის შესახებ საჩივრების სასამართლო განხილვის დროს: დაირღვა

მუხლი 46

მუხლი 46-2

გადაწყვეტილების აღსრულება

ინდივიდუალური ზომები

მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა, უზრუნველეყო, რომ მომჩივნებს შეძლებოდათ მის ტერიტორიაზე დარჩენა საერთაშორისო დაცვის შესახებ მათ საჩივრებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე

ფაქტები – 30 მომჩივანი, ყველა მათგანი წარმოშობით სარავი (Sahrawi), შევიდა ესპანეთში 2011 და 2012 წელს და წარადგინა საჩივრები საერთაშორისო დაცვისთვის. 30 საჩივარი, ასევე მომდევნო მოთხოვნები ამ საჩივრების გადახედვის შესახებ,არ დაკმაყოფილდა. შემდეგ, მომჩივნებმა მიმართეს სასამართლოს მათი საჩივრების უარმყოფი განჩინებების განხილვისთვის, ამავე დროს ითხოვდნენ, რომ შეჩერებულიყო მათი დეპორტაციის შესახებ ბრძანებების აღსრულება. მომჩივნების გადაცემის დროებით გადადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოებისთვის მოთხოვნის შემდეგ, Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა 30 საჩივარი აღსრულების შეჩერებაზე. დროებითი ზომების შესახებ მომჩივნების მოთხოვნის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ ესპანეთის მთავრობას მიუთითა, რომ მომჩივნები არ უნდა ყოფილიყვნენ გაძევებულნი სამართალწარმოების დასრულებამდე. Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა რამდენიმე მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრები სასამართლო განხილვის შესახებ, რომლებმაც შემდეგ შეიტანეს საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე უზენაეს სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ ჰქონდა ინფორმაცია ამ გასაჩივრების შედეგებზე.

სამართალი

კონვენციის მე-13 მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მოეთხოვებოდა, დაედგინა, დაირღვეოდა თუ არა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები მომჩივნების დეპორტაციის შემთხვევაში. ეს იყო უპირველეს ყოვლისა თავად ესპანური სახელმწიფო ორგანოების ფუნქცია, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ თავშესაფრის საკითხებზე, მომჩივნების საჩივრებისა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვასა და რისკების შეფასებაზე, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩენილიყვნენ მაროკოში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა, შეეფასებინა, იყო თუ არა ეფექტური მომჩივნების წარმოშობის ქვეყანაში დაუსაბუთებელი გაძევებისგან დასაცავადმიღებული უსაფრთხოების ზომები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი საჩივრები არსებით საკითხთან დაკავშირებით  ეროვნულ სასამართლოებში ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება იყო მომჩივნების გაძევების პროცედურის დროებით შეჩერების ერთადერთი საშუალება. მას შემდეგ, რაც მათი საჩივრები აღსრულების შეჩერების შესახებ Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა, აღარ არსებობდა მათი გაძევების დამაბრკოლებელი გარემოება. სავარაუდოდ, კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტურობა არ იყო დამოკიდებული  მომჩივნისთვის ხელსაყრელი შედეგის რეალურობაზე.მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩარევის გარეშე მომჩივნები იქნებოდნენ დაბრუნებულნი მაროკოში მათი საქმის არსებითი მხარის, რამდენადაც შესაძლებელია, სრულად და სწრაფად განხილვის გარეშე, ვინაიდან სასამართლო განხილვის შესახებ მათ საჩივრებს არ ჰქონდათ, როგორც ასეთი, ავტომატური სუსპენსიური ეფექტი, რომელიც შეაჩერებდა  მათი დეპორტაციის შესახებ ბრძანებების აღსრულებას. გარდა ამისა, მომჩივნები შევიდნენ ესპანეთში 2011 წლის იანვარსა და 2012 წლის აგვისტოს შორის და მას შემდეგ ისინი დროებით იყვნენ გაურკვეველ სამართლებრივ მდგომარეობაში და არსებით საფრთხეში მათ საჩივრებზე საბოლოო გადაწყვეტილების განხილვისას. როდესაც სამართლებრივი დაცვის საშუალებას არ ჰქონდა სუსპენსიური ეფექტი ან აღსრულების შეჩერების შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აუცილებელი იყო, რომ გაძევების საქმეებში კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა 39-ე მუხლი, შიდა სასამართლოებს ემოქმედათ განსაკუთრებული გულმოდგინებით და  სწრაფად დაედგინათ კონკრეტული გარემოებები. სხვაგვარად, სამართლებრივი დაცვის საშუალებები დაკარგავდა ეფექტურობას. საბოლოოდ, მომჩივნები კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე გაკეთებული საჩივრებისთვის არ იყვნენ უზრუნველყოფილი ისეთი სამართლებრივი დაცვის საშუალებით, რომელიც დააკმაყოფილებდა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს.

დასკვნა: დაირღვა (ერთხმად).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი: მოპასუხე სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა მომჩივნების დეპორტაციისაგან იმ დრომდე, ვიდრე წინამდებარე გადაწყვეტილება გახდებოდა საბოლოო ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებდა საქმეზე ახალ განჩინებას.

კონვენციის 46-ე მუხლი: საქმის განსაკუთრებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა გამოწვეული იყო საერთაშორისო დაცვისათვის მომჩივნების საჩივრებზე სასამართლო სამართალწარმოების არასუსპენსიური ეფექტისგან და იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საჩივრები იყო ჯერ კიდევ განხილვაში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების პირველმა ჯგუფმა მოითხოვა თავშესაფარი 2011 წლის იანვარში ესპანეთში ჩასვლისას, სამართლებრივი და მატერიალური თვალთახედვით, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო, რომ მომჩივნები დარჩენილიყვნენ ესპანეთის ტერიტორიაზე მანამ, სანამ საერთაშორისო დაცვის შესახებ მათ საჩივრებზე გამოტანილი იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიერ.  

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათებიCase-Law Information Notes