ელ-მასრი მაკედონიის წინააღმდეგ
El-Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC]
საჩივრის ნომერი: 39630/09 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკა
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 13/12/2012
განსხვავებული აზრი: კი
შედეგი: წინასწარი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (მუხლი 35.1 - ექვსთვიანი ვადა)
დანარჩენი დაუშვებელია
მე-3 მუხლის დარღვევა - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - ეფექტური გამოძიება) (პროცედურული ასპექტი)
მე-3 მუხლის დარღვევა - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა) (არსებითი ასპექტი)
მე-3 მუხლის დარღვევა - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - წამება) (არსებითი ასპექტი)
მე-3 მუხლის დარღვევა - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - ექსტრადიცია) (აშშ)
მე-5 მუხლის დარღვევა - უფლება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე (მუხლი 5.1 - თავისუფლების შეზღუდვა
კანონით დადგენილი პროცედურა, მუხლი 5.4 - დაკავების კანონიერების განხილვა)
მე-5 მუხლის დარღვევა - უფლება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე (მუხლი 5.1 - თავისუფლების შეზღუდვა)
მე-5 მუხლის დარღვევა - უფლება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე (მუხლი 5.1 - თავისუფლების შეზღუდვა)
მე-8 მუხლის დარღვევა - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8.1 - ოჯახური ცხოვრების პატივისცემა,
პირადი ცხოვრების პატივისცემა)
მე-13 მუხლის დარღვევა - უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე (მუხლი 13 - ეფექტური საშუალება)
არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი 3) ეფექტური გამოძიება
(მუხლი 3) ექსტრადიცია
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი 3) წამება
(მუხლი 5) უფლება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე
(მუხლი 5.1) თავისუფლების შეზღუდვა
(მუხლი 5.1) კანონით დადგენილი პროცედურა
(მუხლი 5.4) დაკავების კანონიერების განხილვა
(მუხლი 8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 8.1) ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 8.1) პირადი ცხოვრების პატივისცემა
(მუხლი 8.2) ჩარევა
(მუხლი 8.2) კანონით დადგენილი
(მუხლი 13) უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე
(მუხლი 13) სადაო საჩივარი
(მუხლი 13) ეფექტური საშუალება
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35.1) შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
(მუხლი 35.1) სამართლებრივი დაცვის ეფექტური ეროვნული საშუალება
(მუხლი 35.1) ექვსთვიანი ვადა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]
ექსტრადიცია
პოზიტიური ვალდებულებები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დეკემბერი 2012
ელ-მასრი “მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკის” წინააღმდეგ
[GC] - 39630/09
გადაწყვეტილება 13.12.2012 [GC]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
წამება
ეფექტური გამოძიება
ექსტრადიცია
წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის (CIA) მომჩივანის უკანონო გადაცემის დროს და მამის შემდეგ: დარღვევა
მუხლი 5
მუხლი 5-1
კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება
პატიმრობაში ყოფნა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის უკანონო გადაცემის ოპერაციის დროს: დარღვევა
ფაქტები - მომჩივანი, გერმანიის მოქალაქე, ამტკიცებდა რომ 2003 წლის 31 დეკემბერს იგი ავიდა სამგზავრო ავტობუსზე სკოპიეში. მაკედონიის საზღვარზე ეჭვი წარმოიშვა მისი პასპორტის ნამდვილობასთან დაკავშირებით. იგი დაკითხულ იქნა მაკედონიის ხელისუფლების ორგანოების მიერ რამდენიმე ისლამურ ორგანიზაციასთან და ჯგუფთან შესაძლო კავშირთან დაკავშირებით. ამის შემდეგ იგი წაყვანილ იქნა სკოპიაში სასტუმროს ოთახში, სადაც იგი ამყოფეს ოცდასამი დღე. მისი თავისუფლების აღკვეთის დროს, იგი იმყოფებოდა ზედამხედველობის ქვეშ სრული ამ დროის განმავლობაში და იკითხებოდა განმეორებით. მისი მოთხოვნა დაკავშირებოდა გერმანიის საელჩოს უარყოფილ იქნა. ერთ შემთხვევაში, როდესაც მან განაცხადა რომ იგი აპირებდა წასვლას, მას იარაღი მიუშვირეს თავზე და დაემუქრნენ. მისი თავისუფლების აღკვეთის მეცამეტე დღეს, მომჩივანმა დაიწყო შიმშილობა მისი განგრძობადი თავისუფლების აღკვეთის საწინააღმდეგოდ პროტესტის ნიშნად. 2004 წლის 23 იანვარს, ხელებშეკრული და თვალებახვეული იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სკოპიას აეროპორტში. იქ იგი მოათავსეს ოთახში, ნაცემ იქნა მძიმედ რამდენიმე ნიღბიანი პირის მიერ, გაშიშვლებულ იქნა და სოდომიზირებულ იქნა გარკვეული ნივთით. მას შემდეგ რა ანალური სანთელი იძულებით იქნა გაკეთებული, იგი მოათავსეს სახვევში და ჩააცვეს მუქი ლურჯი მოკლემკლავიანი ტანსაცმელი. ამის შემდეგ, მას დაადეს ხელბორკილები და თავზე ჩამოაცვეს ტომარა, შემდეგ სრულად დაუხშვეს სენსორები და იძულებით აიყვანეს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს საჰაერო ხომალდზე, რომელიც გარშემორტყმული იყო მაკედონიის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მიერ, რომლებსაც შექმნილი ქონდათ კორდონი ხომალდის გარშემო. საჰაერო ხომალდზე მომჩივანი დააგდეს იატაკზე, ხელბორკილებით მიაბეს და იძულებით გაუკეთეს ტრანკვილიზატორები. მოცემული პოზიციაში, მომჩივანი გადააფრინეს ქაბულში (ავღანეთი), სადაც იგი ამყოფეს ტყვეობაში ხუთი თვე.
2004 წლის 29 მაისს მომჩივანი დააბრუნეს გერმანიაში ალბანეთის გავლით. 2008 წლის ოქტომბერში მომჩივანმა შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი სკოპიას საჯარო პროკურორის ოფისში, მაგრამ იგი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის მოტივით.
კანონი - მომჩივანის მტკიცებები გაპროტესტებულ იქნა მოპასუხე მთავრობის მიერ ყველა ნაწილში. თუმცა, მას შემდეგ რა მოხდა არსებული მასალებისგან და ხელისუფლების ორგანოების მოქმედებებისგან დასკვნების გამოტანა და მთავრობის მიერ რაიმე საკმარისი და დამარწმუნებელი განმარტებების არ არსებობის ფონზე, სასამართლომ ჩათვალა მოცემული ფაქტები დადგენილად საფუძვლიანი ეჭვის გარეშე.
მუხლი 3
(a) პროცედურული ასპექტი: სისხლის სამართლის საჩივრის შედგენის დროს, მომჩივანმა საჯარო პროკურორის ყურადღება მიაქცია მის მტკიცებაზე, რომლის მიხედვით სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი მის შემდგომ გადაცემაში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს აგენტებისთვის. მისი საჩივრები გამყარებულ იქნა მტკიცებულებებით, რომლებიც გამოაშკარავდა საერთაშორისო და სხვა უცხოური გამოძიების შედეგად. თუმცა, თითქმის ორ ნახევარი თვის შემდეგ საჯარო პროკურორმა უარყო საჩივარი მტკიცებულებების არ არსებობის მოტივით. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოპოვების გარდა მან არ გადადგა რაიმე ნაბიჯი რათა შეესწავლა მომჩივანის საჩივრები. მეტიც, მიუხედავად იმისა რომ მომჩივანის მტკიცება მისი ავღანეთში გადაყვანის დროისა და ფორმის შესახებ მკაცრად შეესაბამებოდა შესაბამის საჰაერო ხომალდის კურს, გამოძიება დარჩა პასიური და არ გაჰყვა მოცემულ კვალს, ამის მაგივრად ჩათვალა რა რომ არანაირი დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები არ იყო აუცილებელი. იმ განსახილველი და როგორც მინიმუმ ფაქტობრივი მტკიცებულებების პირობებში რომლებიც არსებობდა, როდესაც მომჩივანმა წარადგინა საჩივარი, მოცემული დასკვნა არ აკმაყოფილებს იმ მოლოდინს, რომელიც მოსალოდნელი იყო დამოუკიდებელი ხელისუფლების ორგანოს მხრიდან. გამოძიების არაადეკვატურობის სხვა ასპექტი გახლდათ მისი გავლენა საქმის შესაბამის გარემოებებთან დაკავშირებული სიმართლის უფლებაზე. საქმე გახლდათ განსაკუთრებული მნიშვნელობის არა მარტო მომჩივანისთვის და მისი ოჯახისთვის, არამედ აგრეთვე მსგავსი დანაშაულების სხვა დაზარალებულებისათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის, ვისაც ქონდა უფლება ცოდნოდა რა მოხდა. „უკანონო გადაცემის“ საკითხმა მიიპყრო მსოფლიო ყურადღება და შედეგად გამოიწვია რამდენიმე საერთაშორისო და მთავრობათაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოების, ევროპის საბჭოს და ევროპის კავშირის პარლამენტის მხრიდან. „სახელმწიფო საიდუმლოებების“ პრინციპი ხშირად მოიშველიებოდა სიმართლის ძიების ხელის შესაშლელად. სახელმწიფო საიდუმლოების პრივილეგია აგრეთვე გამოყენებული იქნა აშშ მთავრობის მხრიდან მომჩივანის მიერ აშშ სასამართლოში საჩივრის წარდგენის დროს. ყოველგვარი უარყოფის გარეშე, მოცემულ საქმის გარშემო არსებული გარემოებების კომპლექსურობის მიუხედავად, მომჩივან სახელმწიფოს უნდა ეკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ადექვატური გამოძიება რათა თავიდან აეცილებინა გარკვეულ აქტებთან მიმართებაში დაუსჯელობის გამოხატულობა. შესაბამისად, მცირე სახის გამოძიება, რომელიც ჩატარებულ იქნა მოცემულ საქმეში არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
(b) არსებითი ასპექტი
(i) მოპყრობა სასტუმროში - მომჩივანი უდავოდ იმყოფებოდა პერმანენტული ეიფორიის მდგომარეობაში რაც გამოწვეული იყო იმ გაურკვევლობით, რომელიც დაკავშირებული იყო მის მომავალთან იმ დროს, როცა ხდებოდა მისი მრავალჯერადი დაკითხვა. მეტიც, მოცემული მოპყრობა განზრახ იქნა ნელ-ნელა გამოყენებული იმ მიზნით რომ მომხდარიყო აღიარების ან იმ ინფორმაციის მიღება, რომლებიც დაკავშირებული იყო მის შესაძლო კავშირებთან ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მომჩივანის ტანჯვა აგრეთვე გაიზარდა ოპერაციის საიდუმლო ხასიათით და იმ ფაქტით რომ იგი ყავდათ ინკომუნიკადო ოცდასამი დღე სასტუმროში, რომელიც გახლავთ თავისუფლების აღკვეთის არასწორი ადგილი და რაიმე სასამართლო კონტროლის მიღმა. შესაბამისად, მოპყრობა, რომელსაც ადგილი ქონდა მომჩივანის მიმართ, იმ დროს როცა იგი სასტუმროში იმყოფებოდა, წარმოადგენდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სხვადასხვა ელემენტებს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(ii) მოპყრობა აეროპორტში - მსგავსი ხასიათის მოქმედება რომელიც გამოყენებულ იქნა მსგავს სიტუაციებში უკვე აღიარებულ იქნა რომ ეწინააღმდეგებოდა გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-7 მუხლს. მიუხედავად იმისა რომ მომჩივანი გახლდათ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს გადაცემის ჯგუფის ხელში, განსახილველი მოქმედებები განხორციელდა მოპასუხე სახელმწიფოს ოფიციალური პირების თანდასწრებით და ამ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლად კონვენციის მიხედვით იმ ქმედებებისათვის, რომლებიც ჩადენილია უცხოეთის ოფიციალური პირების მიერ მის ტერიტორიაზე, მისი ხელისუფლების ორგანოების უსიტყვო თანხმობის ან მათი მხრიდან წაქეზების შემთხვევაში. მომჩივანი არ წარმოადგენდა რაიმე საფრთხეს მისი შემპყრობელებისთვის. შესაბამისად, ფიზიკური ძალა გამოყენებული მის წინააღმდეგ აეროპორტში გახლდათ გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი მოცემულ გარემოებებში. მოცემული ღონისძიებები გამოყენებულ იქნა კომბინაციაში და წინასწარი განზრახვით, იმ მიზნით რომ გამოეწვია ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა რათა მიღებულ ყოფილიყო ინფორმაცია, გამოყენებულიყო სასჯელი ან დაეშინებინათ მომჩივანი. მოცემული მოპყრობა წარმოადგენდა წამებას. ამასთან ერთად, მოპასუხე სახელმწიფო უნდა ჩაითვალოს პირდაპირ პასუხისმგებლად მომჩივანის უფლებების დარღვევისათვის, რადგან მისმა წარმომადგენლებმა აქტიურად შეუწყეს ხელი მოცემულ მოპყრობას და არ გადაუდგამთ რაიმე აუცილებელი ნაბიჯი რათა ხელი შეეშალათ მის განხორციელებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(iii) მომჩივანის გადაცემა - არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მომჩივანის გადაცემა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენლებისთვის ეფუძნებოდა მისი ექსტრადიციის ლეგიტიმურ მოთხოვნას ან რაიმე სხვა სამართლებრივ პროცედურას, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართალში დაპატიმრებულის უცხოეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის თაობაზე. არც რაიმე დაკავების ბრძანება არ არსებობდა იმ დროს როდესაც ხელისუფლების ორგანოებმა გადასცეს მომჩივანი აშშ ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს. მეტიც, მტკიცებულებები მიუთითებენ რომ მაკედონიის ხელისუფლების ორგანოებს უნდა ქონოდათ ცოდნა იმ დანიშნულების შესახებ, სადაც ხდებოდა მომჩივანის გადაფრენა სკოპიას აეროპორტიდან. ისინი აგრეთვე საქმის კურსში იყვნენ ან უნდა ცოდნოდათ რომ არსებობდა რეალური რისკი რომ მომჩივანი გახდებოდა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლი, რადგან სხვადასხვა ანგარიშები, იმ დროისთვის, უკვე იყო გამოქვეყნებული იმ პრაქტიკაზე, რომლებიც გამოიყენებოდა ან რეაგირების გარეშე ხდებოდა აშშ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და რომლებიც საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა კონვენციის პრინციპებს. ბოლოს, მოპასუხე სახელმწიფოს არ ქონია მცდელობა მიეღო აშშ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან რაიმე გარანტიები, რომლებიც საშუალებას მისცემდათ მათ თავიდან აეცილებინათ მომჩივანის არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით თუ რა ფორმით მოხდა მომჩივანის გადაცემა აშშ ხელისუფლების ორგანოს იურისდიქციის ქვეშ, სასამართლო მიიჩნევს რომ იგი გახდა მსხვერპლი „უკანონო გადაცემის“, რაც წარმოადგენს ერთი იურისდიქციიდან ან სახელმწიფოდან პირების არასამართლებრივ გადაცემას მეორეში, ნორმალური სამართლებრივი სისტემის გარეთ დაკავებისა და დაკითხვის მიზნით, სადაც არსებობს წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის რეალური რისკი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 5
(a) არსებითი ასპექტი
(i) თავისუფლების აღკვეთა სკოპიაში - მომჩივანის შეკავება სასტუმროში არ იყო ნებადართული სასამართლოს მიერ და არც დასაბუთებული ყოფილა რაიმე თავისუფლების აღკვეთის ჩანაწერით. მომჩივანს არ ქონია ხელმისაწვდომობა ადვოკატზე ან შესაძლებლობა დაკავშირებულიყო მისი ოჯახის წევრებს ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს და მას წაერთვა რაიმე შესაძლებლობა წარდგენილ ყოფილიყო სასამართლოს წინაშე რათა შემოწმებულიყო მისი დაკავების კანონიერება. სრულიად მიუღებელია რომ სახელმწიფოში, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას პირს შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება არაორდინალურ ადგილას ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე. მომჩივანის აღიარებით და ინკომუნიკადო თავისუფლების აღკვეთამ ისეთ არაბუნებრივ ადგილას, როგორიცაა სასტუმრო, ხელი შეუწყო თავისუფლების აღკვეთის თვითნებობას. მოცემული წარმოადგენდა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას.
(ii) თავისუფლების შემდგომი აღკვეთა - მოცემულ საქმეში, მომჩივანი გახდა „უკანონო გადაცემის“ მსხვერპლი, რაც გულისხმობდა თავისუფლების აღკვეთას ნორმალური სამართლებრივი სისტემის გარეთ და რაც, სამართლიანი პროცესის განზრახ გამორიცხვით, წარმოადგენდა ანათემას კანონის უზენაესობისთვისა და კონვენციით დაცული ღირებულებებისთვის. მეტიც, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება აშშ ხელისუფლების ორგანოების მიერ „გადაცემის“ პროგრამის ფარგლებში აგრეთვე მიჩნეულ იქნა თვითნებურად სხვა მსგავს საქმეებში. მოცემულ პირობებში, მაკედონიის ხელისუფლების ორგანოებისათვის უნდა ყოფილიყო ნათელი, რომ გადასცეს რა მომჩივანი აშშ ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს, მას დაემუქრა რეალური რისკი მე-5 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების არსებითი დარღვევის კუთხით. მაკედონიის ხელისუფლების ორგანოებმა არა მარტო ვერ მოახერხეს დაეკმაყოფილებინათ მათი პოზიტიური ვალდებულება დაეცვათ მომჩივანი მოცემული მუხლის საწინააღმდეგო დაკავებისგან, მათ აგრეთვე, აქტიურად შეუწყეს ხელი შემდგომ დაკავებას ავღანეთში, გადასცეს რა იგი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ისინი საქმის კურში იყვნენ ან უნდა ცოდნოდათ მოცემულ გადაცემასთან დაკავშირებული რისკის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანის მოტაცება და დაკავება წარმოადგენდა „იძულებით გაუჩინარებას“, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სამართალში. მომჩივანი სახელმწიფო უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლად კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მომჩივანის უფლებების დარღვევისათვის, მისი ტყვეობის მთლიან პერიოდში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(b) პროცედურული ასპექტი: სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მე-3 მუხლის შესაბამისად არ განახორციელა ეფექტური გამოძიება მომჩივანის მიერ გასაჩივრებულ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მსგავსი მიზეზების გამო, მან ჩათვალა რომ არანაირი შედეგიანი გამოძიება არ ჩატარებულა მომჩივანის სანდო მტკიცებებთან დაკავშირებით, რომ იგი დაკავებული იყო თვითნებურად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ აგრეთვე დაადგინა კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევა.
მუხლი 41: 60,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .