ტისიაკი პოლონეთის წინააღმდეგ
Tysiąc v. Poland
საჩივრის ნომერი - 5410/03 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - პოლონეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 20.3.2007
შედეგი: არ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი,
დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი მე-3) წამების აკრძალვა
(მუხლი მე-3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი მე-3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი მე-8) პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი მე-8-1) პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
(მუხლი 35-ე) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-1) შიდასაახელმწიფოებრივი საშუალებებების ამოწურვა
(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება-ზოგადად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #95
მარტი, 2007
ტისიაკი (Tysiąc) პოლონეთის წინააღმდეგ - 5410/03
გადაწყვეტილება 20.3.2007 [IV სექცია]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
თერაპიულ აბორტზე უარი, მიუხედავად დედის მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესების რისკისა: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელს წლების მანძილზე აწუხებდა მწვავე მიოპია. მესამე ფეხმძიმობისას მან გაიარა სამედიცინო კონსულტაცია, რადგანაც წუხდა რომ ფეხმძიმობას შეეძლო მისი ჯანმრთელობის შერყევა. სამმა ოფთალმოლოგმა, რომლებთანაც მან კონსულტაცია გაიარა, დაასკვნეს, რომ ბადურის პათოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით, ძალიან მაღალი რისკი ექმნებოდა მის მხედველობას, თუკი ის ფეხმძიმობას ბოლომდე მიიყვანდა. თუმცა, მიუხედავად განმცხადებლის თხოვნისა, მათ უარი განაცხადეს ფეხმძიმობის შეწყვეტის საჭიროების ცნობის გაცემაზე, ვინაიდან ბადურის აშრევების მხოლოდ რისკი არსებობდა და არა გარდაუვალობა. განმცხადებელმა ასევე თერაპევტს მიმართა, რომელმაც გასცა ცნობა ფეხმძიმობით გამოწვეული რისკის შესახებ, რასაც იწვევდა არა მარტო ბადურის პრობლემა, არამედ ასევე წინა ორი საკეისრო მშობიარობა. ფეხმძიმობის მეორე თვისთვის მიოპია საგრძნობლად გაუარესდა ორივე თვალში. განმცხადებელი გამოიკვლია საჯარო საავადმყოფოს გინეკოლოგიურ-სამეანო დეპარტამენტის უფროსმა, ექიმმა R.D.-მ, რომელმაც ვერ გამოავლინა რაიმე საფუძველი თერაპიული აბორტისთვის. შესაბამისად, განმცხადებელმა ვერ შეძლო აბორტის გაკეთება და საკეისრო კვეთის შედეგად მას შეეძინა მესამე შვილი. მშობიარობის შემდეგ მისი მხედველობა გაუარესდა ბადურის ჰემორაგიის შედეგად. მას ასევე შეატყობინეს, რომ რადგანაც ბადურის ცვლილება ძალიან რთულ ფორმებში იყო, ქირურგიული ჩარევით ამ მდგომაროების გამოსწორება არ შეიძლებოდა. ექიმთა კონსილიუმმა დაადგინა, რომ მის მდგომარეობაში აუცილებელი იყო მკურნალობა და მუდმივი მოვლა და ცნეს ის მნიშვნელოვანი შეზღუდულობის მქონე პირად. განმცხადებელმა სისხლის სამართალის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა ექიმ R.D.-ს მიმართ, მაგრამ რაიონის პროკურორმა არ განაგრძო გამოძიება, მიიჩნია რა რომ არ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ექიმის გადაწყვეტილებასა და განმცხადებლის მხედველობის გაუარესებას შორის, რადგანაც ჰემორაგიის ალბათობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობდა. ექიმის მიმართ არანაირი დისციპლინური ზომა არ გატარებულა, რადგანაც მას არ დაუდგინდა პროფესიული დაუდევრობა. განმცხადებელი, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, რეგისტრირებულია როგორც მნიშვნელოვანი შეზღუდულობის მქონე პირი და ეშინია რომ დროთა განმავლობაში დაბრმავდება.
კანონმდებლობა: ფეხმძიმობის შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობა შემხებლობაში მოდის პირად ცხოვრებასთან, რადგანაც ფეხმძიმე ქალის პირადი ცხოვრება მჭიდრო კავშირშია ნაყოფთან. არ არსებობდა იმის განსაზღვრის საჭიროება, აბორტზე უარი უტოლდებოდა თუ არა ჩარევას, რადგანაც საქმის გარემოებები, კერძოდ კი საჩივრის ბუნება უფრო რელევანტურს ხდის საქმის შესწავლას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების მხრივ, უზრუნველყოს მომავალი დედის სათანადო ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება. ეროვნული კანონმდებლობა აბორტს უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი პრაქტიკოსი ექიმი ცნობით დაადასტურებს, რომ ფეხმძიმობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ექიმი, რომელიც შეწყვეტს ფეხმძიმობას კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაენიშნება. პოლონეთის ქალთა და ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის მონაცემებით, აღნიშნულიდან გამომდინარე ექიმები თავს იკავებენ ამგვარი ცნობის გაცემისგან, მითუმეტეს, რომ არ არსებობს გამჭვირვალე და ნათლად განსაზღვრული პროცედურა იმის დასადგენად, კონკრეტულ საქმეზე თერაპიული აბორტის სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა თუ არა. ხელისუფლება აღიარებს იმ ნაკლოვანებებს, რაც კანონის პრაქტიკაში განხორციელებას ახლავს თან.
პროცედურული გარანტიების აუცილებლობა უფრო რელევანტური გახდა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სადავო ხდება ან ქალსა და მის ექიმს შორის, ან თვით ექიმებს შორის კანონიერი აბორტის წინაპირობების დაცვის საკითხი. ასეთი შემთხვევების გათვალისწინებით, შესაბამისი სამართლებრივი ნორმები უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ნათელი იყოს ფეხმძიმე ქალის სამართლებრივი მდგომარეობა და შემცირდეს აბორტის აკრძალვისა და ექიმებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკით გამოწვეული საუარესო ეფექტი. თუ კანონმდებელი გადაწყვეტს, დაუშვას აბორტი, მან თავიდან უნდა აიცილოს მისი სამართლებრივი რეგულირების ისეთი დაგეგმვა, რომ პრაქტიკაში მისი გამოყენება შეიზღუდოს და განისაზღვროს პროცედურა, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ რაც დედასაც მისცემს საშუალებას გამოხატოს პოზიცია. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს დროული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ან აცილებულ იქნას დედის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. expost facto შემოწმებამ არ შეიძლება ჩაანაცვლოს ეს ფუნქცია. ეროვნულ კანონმდებლობაში ასეთი პრევენციული პროცედურის არ არსებობა შესაძლოა წარმოადგენდეს სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას. განმცხადებელს ჰქონდა მწვავე მიოპია და შიშობდა, რომ ფეხმძიმობა და ბავშვის დაბადება საფრთხეს შეუქმნიდა მის მხედველობას. მისი სამედიცინო ისტორიისა და მისთვის მიცემული სამედიცინო რჩევების გათვალისწინებით, მისი შიში ვერ ჩაითვლება არარაციონალურად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებდა თერაპიული აბორტის შესახებ სამედიცინო განხილვის საფუძველზე გადაწყვეტილების მისაღებად შედარებით სწრაფ და მარტივ პროცედურას, ამ პროცედურით არ იყო გათვალისწინებული წესები ან ფეხმძიმე ქალსა და ექიმს, ან თვით ექიმებს შორის უთანხმოების გადასაჭრელად. ზოგადი კანონის თანახმად ექიმს შეეძლო მეორე მოსაზრების დამატება, თუმცა ეს არ უქმნიდა პაციენტს რაიმე პროცედურულ გარანტიას იმით, რომ ეს მოსაზრება იქნებოდა მიღებული ან შესაძლებელი იქნებოდა მისი გასაჩივრება უთანხმოების შემთხვევაში; მით უფრო ეს პროცედურა არ ითვალისწინებდა უფრო კონკრეტულ საკითხს, კანონიერი აბორტის მოთხოვნას. შესაბამისად, არ წარმოჩინდა ის, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებდა განმცხადებლის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ეფექტურ მექანიზმს იმის განსასაზღვრად, არსებობდა თუ არა კანონიერი აბორტის უფლების მიღების პირობები. ამან კი შექმნა განგრძობადი გაურკვევლობის მდგომაროება, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა განიცადა ტანჯვა და ტკივილი მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო. არც სამოქალაქო სამართლის დელიქტური ნაწილის ნორმებით მიეცა მას პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვის შესაძლებლობა, რადგანაც ეს ნორმები მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. სისხლის ან დისციპლინური წარმოებითაც ვერ მოხდებოდა ჯანმრთელობისთვის ზიანის თავიდან აცილება. მხოლოდ რეტროსპექტული ზომები არ არის საკმარისი განმცხადებლის მსგავს სათუთ მდგომარეობაში მყოფი პირის სათანადო ფიზიკური მდგომარეობის დასაცავად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პოლონეთმა ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დასაცავად.
დადგენილება: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი - 25 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.