აბდუ ბულგარეთის წინააღმდეგ
Abdu v. Bulgaria
საჩივრის ნომერი - 26827/08 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - ბულგარეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 11/03/2014
შედეგი: წინასწარი პრეტენზია გაერთიანდა საქმესთან(მუხლი 35-1-შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა)
წინასწარი პრეტენზია უარყოფილი იქნა
საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი
დაირღვა მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა (მუხლი 3 - ეფექტიანი გამოძიება) (პროცესუალური ასპექტი)
დაირღვა მუხლი 14+3 - დისკრიმინაციის აკრძალვა ( მუხლი 14 - დისკრიმინაცია) (მუხლი 3 - წამების აკრძალვა
ეფექტიანი გამოძიება)
არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა
განსხვავებული აზრი: დიახ
საკვანძო სიტყვები: (მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) ეფექტიანი გამოძიება
(მუხლი 14) დისკრიმინაციის აკრძალვა
(მუხლი 14) რასა
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება - {ზოგადი}
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტზე No. 172
მარტი 2014
აბდუ ბულგარეთის წინააღმდეგ
Abdu v. Bulgaria - 26827/08
გადაწყვეტილება 11.3.2014 [სექცია IV]
მუხლი 3
ეფექტიანი გამოძიება
რასობრივად მოტივირებული ძალადობრივი თავდასხმის სავარაუდო მტკიცებულების გამოძიებისთვის სათანადო ზომების მიღებაზე უარი: დარღვევა
მუხლი 14
დისკრიმინაცია
რასობრივად მოტივირებული ძალადობრივი თავდასხმის სავარაუდო მტკიცებულების გამოძიებისთვის სათანადო ზომების მიღებაზე უარი: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანმა და მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ორივე სუდანის მოქალაქემ, იჩხუბეს ორ ბულგარელ ახალგაზრდასთან. ჩხუბის დროს მომჩივანი მსუბუქად დაშავდა. ის ამტკიცებდა, რომ მისი თავდამსხმელები, ორი სქინჰედი, თავს დაესხა მას რასობრივი მიზეზებით. პოლიციამ ჩაატარა გამოძიება, მაგრამ ვერ შეძლო დაედგინა, თუ ვინ წამოიწყო ჩხუბი ან იყო თუ არა ის რასობრივად მოტივირებული. ამ ორი გარემოების შესახებ მტკიცებულების უქონლობის გამო სახელმწიფო ბრალმდებელმა გადაწყვიტა, რომ არ დაედო ბრალი აღნიშნული პირებისათვის.
სამართალი – მე-3 მუხლი (პროცესუალური ასპექტი) და მე-14 მუხლი, მე-3 მუხლთან კავშირში: მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსით, რასობრივად მოტივირებული ძალადობრივი ქმედება, მიმართული სხვა პირებისკენ, ითვლება სისხლისსამართლებრივ დანაშაულად და ისჯება პატიმრობით და ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ იქნა ჩატარებული წინასწარი გამოძიება, ბრალდებამ, მიუხედავად ამისა, მიიჩნია, რომ დანაშაული და განსაკუთრებით, რასობრივად მოტივირებული ძალადობრივი ქმედება არ იყო სახეზე.
ბრალდების ორგანოების გამოძიება და ანალიზი კონცენტრირებული იყო იმაზე, თუ ვინ წამოიწყო ჩხუბი, სუდანის ორმა მოქალაქემ თუ - ორმა ბულგარელმა.შესაბამისად, მათ დაადგინესმხოლოდ actus reus, სახელდობრ ძალადობრივი აქტები, უბრალოდ მიუთითეს მტკიცებულებების ნაკლებობაზე, რომ ძალადობა მოტივირებული იყო რასისტული შეხედულებებით. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ დაეკითხათ მოწმე რაიმე მინიშნებებზე, რომლებიც შესაძლოა, მოსმენილი ჰქონოდა მას ინციდენტის დროს, ან რომ დაეკითხათ ორი ბულგარელი ახალგაზრდა მათი ქმედებების შესაძლო რასისტული მოტივების შესახებ.გამოძიების დასაწყისიდანვე მომჩივანმა განაცხადა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა რასისტული ხასიათის შეურაცხყოფას და რომ ორი ბულგარელი ახალგაზრდა პოლიციის ოქმში დაფიქსირებულია სქინჰედად - ჯგუფი, რომელიც ცნობილია ექსტრემისტული, რასისტული იდეოლოგიით. გარდა ამისა, მომჩივანმა მიუთითა გამოძიების ამ ხარვეზებზე სააპელაციო საჩივარში, რომელიც მან წარადგინა სისხლისსმართლებრივი დევნის განუხორციელებლობის შესახებ ბრალმდებლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, აქვე ბრალმდებლის ყურადღება მიაქცია ორი ბულგარელი ახალგაზრდის ჩაცმულობაზე და ჩხუბის მოტივაციის შესახებ მათი დაკითხვის აუცილებლობაზე, მაგრამ ეს მოთხოვნები იგნორირებული იქნა ბრალმდებლის მიერ.
სისხლის სამართალწარმოების დროს მომჩივნის მიერ გაჟღერებული ამ მოსაზრებებისა და კონკრეტული დასაბუთებული ბრალდებების მხედველობაში მიღებით, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო წარმომადგენლები ფლობდნენ დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებდა მომჩივანზე თავდამსხმელთა მხრიდან შესაძლო რასისტული მოტივის არსებობის შესახებ და მათ ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, მიეღოთ ყველა გონივრული ზომა, რომ გამოეძიებინათ, იყო თუ არა ძალადობის აქტები რასობრივად მოტივირებული.
მაშასადამე, მთავრობის მიერ აღნიშნული სამართლებრივი საშუალებები, კონკრეტულად კი, სისხლის სამართლებრივი გამოძიება სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის და ზიანის ანაზღაურებისათვის სარჩელის აღძვრა პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ, წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, მიჩნეული ყოფილიყო ჯეროვნად სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებების შესრულებისათვის, და მთავრობის მიერ გაცხადებული პრეტენზიისთვის შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალებების არამოწურვის შესახებ სასამართლოს უარი უნდა ეთქვა.
გარდა ამისა, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ორგანოების მიერ აღნიშნული იყო შემთხვევები, სადაც ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეფექტიანად ვერ განახორციელეს ძალადობრივი რასიზმის შემთხვევების დასჯის უზრუნველყოფა.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ).
მუხლი 41:4,000 ევროარამატერიალური ზიანისათვის.
(იხილეთ ასევე: Nachova and Others v. Bulgaria [GC], 43577/98 და 43579/98, 6 ივლისი 2005, Information Note 77; B.S. v. Spain, 47159/08, 24 ივლისი 2012, Information Note 154)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes