ბოდინი საფრანგეთის წინააღმდეგ
Bodein v. France
საჩივრის ნომერი - 40014/10 Summary
მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 13.11.2014
შედეგი: მე-6 მუხლი არ დარღვეულა - სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი - სისხლის სამართლის საქმის განხილვა; მუხლი 6-1 - სამართლიანი განხილვა)
მე-3 მუხლი არ დარღვეულა - წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი- დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა) (მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) დამამცირებელი მოპყრობა
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი 6) სამართლიანი სასამართლოს უფლება
(მუხლი 6) სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
(მუხლი 6) სამართლიანი განხილვა
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზეNo. 179
ნოემბერი 2014
ბოდინი საფრანგეთის წინააღმდეგ - Bodein v. France 40014/10
გადაწყვეტილება 13.11.2014 [V სექცია]
მუხლი 3
დამამცირებელი სასჯელი
არაადამიანური სასჯელი
თავისუფლების უვადო აღკვეთის შეფარდება, 30 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელის გადახედვის შესაძლებლობით: არ დარღვეულა
ფაქტები - 2008 წლის 2 ოქტომბერს მომჩივანს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯა მის მიერ ჩადენილი სამი მკვლელობისათვის, რომელთაგან ორი ჩადენილი იყო თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვნების წინააღმდეგ. მკვლელობას ჩადეენილი იყო გაუპატიურებით. რამდენადაც მომჩივანი რეციდივისტი გახლდათ და 1966 წელს იგი უკვე იყო ნასამართლევი, ასიზთა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მისი სასჯელის ზომა არ ყოფილიყო გადახედილი.
სამართალი - მუხლი 3 (მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი): Vinter and Others v. the United Kingdomსაქმეში დიდი პალატის მიერ დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მიზანშეწონილი იყო სასჯელის გადახედვის პერსპექტივების განხილვა, რაც, აგრეთვე, გათვალისწინებული იყო ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 720-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენდა, რომ 30 წლიანი პატიმრობის შემდეგ დამნაშავედ ცნობილმა პირმა შესაძლოა, ისარგებლოს სასჯელის ზომის გადახედვით.
30 წლიანი პატიმრობის შემდეგ მომჩივნის სიტუაციის გადახედვა ეფუძნებოდა მისი საშიშროების შეფასებას და იმას, თუ როგორ შეიცვალა იგი სასჯელის მოხდის პერიოდში. სადავოდ გამხდარი დებულება ითვალისწინებდა სამუდამო პატიმრობის გადახედვას სასამართლოს მეშვეობით, რომლებიც შესაძლოა, მოთხოვნილ იქნას პროკურატურის ან პატიმრის მიერ, რათა შეფასებულიყო განგრძობით თავისუფლების აღკვეთას ჰქონდა თუ არა კანონიერი საფუძველი. თუ ასიზთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომჩივანს სასჯელის გადახედვის უფლება არ ჰქონდა მინიჭებული, გაუქმდებოდა, მომჩივანს უფლება გაუჩნდებოდა მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო მსგავსი ღონისძიება, მათ შორის თავდებით გათავისუფლებაც. სასამართლოს არ შეეძლო სპეკულირება მოეხდინა ასეთი მექანიზმის გამოყენების შედეგზე, რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო პრაქტიკაში გამოყენებული; მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა არავითარი გაურკვევლობა, სასჯელის დაკისრების დროიდან, „გათავისუფლების პერსპექტივის“ არსებობის თაობაზე. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო საბჭომ კანონიერად გამოაცხადა 1994 წლის 1 თებერვლის კანონის სადავო დებულებები, რომელიც აწესებდა სასჯელს, რომელიც შემცირებას არ ექვემდებარებოდა, იმ საფუძვლით, რომ სასჯელის მინიჭების შემდეგ სხვამოსამართლეს შეეძლო გაეუქმებინა სპეციალური განჩინება „მსჯავრდებულის ქცევებისა და პიროვნული ცლილებების გათვალისწინებით“.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ პატიმრობის გადასინჯვისათვის შესაძლო პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმეში არსებული 30 წლიანი ვადა გასცდა სასჯელის გადახედვის დროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტენდენციას, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან 25 წელს მოიცავს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულების ფორმულირება, რომელიც სასჯელის გადასინჯვისათვის არანაკლებ 30 წელს ადგენს, გულისხმობდა, რომ თავისუფლების აღკვეთის სრული პერიოდი, რომელიც დაკავების თაობაზე ბრძანების გაცემიდან აითვლება, პატიმრობის სრული პერიოდის დაანგარიშებისას ჩათვლილი უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პატიმრობის ვადის ათვლა თავდაპირველი დაკავებიდან უნდა დაიწყოს. ეს არის შემთხვევა, როდესაც გამოყენებულ უნდა იქნას mutatis mutandis, პრინციპი, რომელიც მოცემულია საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 716-ე მუხლის მე-4 ნაწილში. აღნიშნულის მიზანია, რომ ნებისმიერი წინასწარი პატიმრობა, დაკისრებული საქმის წარმოების დროს, გამოაკლდეს პატიმრისათვის მისჯილ სასჯელს. შესაბამისად, 2034 წელს, 2008 წლის 2 ოქტომბერს სამუდამო პატიმრობის მისჯიდან 26 წლის შემდეგ, მომჩივანს შეეძლება მიმართოსმოსამართლეს, ასიზთა სასამართლოს მიერ მიღებული სპეციალური განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას სასჯელის გადახედვის უფლება არ ენიჭებოდა. მომჩივანს, ასევე, შეუძლია, თუ იგი სათანადოდ მიიჩნევს, მოსამართლეს სთხოვოს, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. სისხლის სამართალსა და სასჯელთან დაკავშირებით სახელმწიფოების შეფასების ფართო ზღვრის გათვალისწინებით, სამუდამო სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობის მინიჭება საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ მომჩივნისთვის დაკისრებული სასჯელი, კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, დაექვემდებარებოდა შემცირებას.
დასკვნა: არ დარღვეულა (ერთხმად).
სასამართლომ, ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს გააჩნდა საკმარისი გარანტიები, რომლებიც მას საშუალებას აძლევდა გაეაზრებინა, თუ რატომ იქნა იგი ცნობილი დამნაშავედ, კონვენციის 6 § 1 მუხლი არ დარღვეულა.
(იხილეთ Vinter and Others v. the United Kingdom [GC], 66069/09, 130/10 და 3896/10, 9 ივლისი 2013, Information Note 165)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები