ნა. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
NA. v. The United Kingdom
საჩივრის ნომერი: - 25904/07
მოპასუხე სახელმწიფო: გაერთიანებული სამეფო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 17/07/2008
შედეგი:
დაირღვა მე-3 მუხლი
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები :
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) არაადამიანური მოპყრობა
(მუხლი 3) წამება
(მუხლი 2) სიცოცხლის უფლება
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება -{ზოგადი}
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 110
ივლისი 2008
ნა. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 25904/07
გადაწყვეტილება 17.7.2008 [სექცია IV]
მუხლი 3
გაძევება
თავშესაფრის მაძიებელი თამილელის დაგეგმილი დეპორტაცია შრი-ლანკაში: გაძევებას შესაძლოა დაერღვია მე-3 მუხლი
ფაქტები: მომჩივანი იყო შრი-ლანკას მოქალაქე და ეთნიკურად თამილელი. 1999 წელს იგი ფარულად შევიდა გაერთიანებულ სამეფოში და ითხოვდა თავშესაფარს იმ მიზეზით, რომ შრი-ლანკაშიარასათანადო მოპყრობის დაქვემდებარების შიშის ქვეშ იყო, შრი-ლანკას არმიისა და თამილელი ვეფხვების მხრიდან. მან განმარტა, რომ იგი დააკავა და დააპატიმრა არმიამ ექვსჯერ 1990-1997 წლებში თამილელ ვეფხვებთან თანამონაწილეობის ეჭვის საფუძველზე. თითოეულ შემთხვევაში იგი გაათავისუფლეს ბრალდების გარეშე. ამ პერიოდებში, ერთხელ ან შესაძლოა მეტჯერ, პატიმრობისას მას მოეპყრნენ არასათანადოდ და მის ფეხებზე იყო ნაიარევი ხელკეტით ცემის გამო. მას გადაუღეს სურათი და აუღეს თითის ანაბეჭდები. მისმა მამამ ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. მას ეშინოდა ვეფხვების, ვინაიდან მისმა მამამ შეასრულა გარკვეული სამუშაო არმიისათვის. ისინი ასევე ცდილობდნენ მის ჯარში გაწვევას ორჯერ. მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა მდივანმა (Home Secretary) და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მის საჩივარს უარი ეთქვა. 2006 წელს გაიცა აპლიკანტის გაძევების შესახებ ბრძანება და შინაგან საქმეთა მდივანმა უარი თქვა მისი მომდევნო განცხადებების განხილვაზე, ვინაიდან მიიჩნია თავშესაფრის შესახებ ახალ განაცხადად და აღნიშნა, რომ ზოგადი ვითარება შრი-ლანკაში არ მიანიშნებდა არასათანადო მოპყრობის რაიმე პერსონალურ რისკზე და არ იყო მტკიცებულება, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ქმედება პერსონალურად შეეხებოდა. მას შემდეგ რაც მომჩივნის შემდგომი საჩივრები მისი შრი-ლანკაში დაბრუნებაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო გადახედვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, 2007 წელს გამოიცა ახალი ბრძანება გაძევების შესახებ, თუმცა არ განხორციელდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე.
უფრო ზოგადი ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2007 წელს მიუთითა შუალედური ღონისძიებებისათვის მოთხოვნების გაზრდილ რაოდენობაზე, რომელსაც იგი იღებდა თამილებისგან, რომელთაც აბრუნებდნენ შრი-ლანკაში გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოებიდან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან კორესპონდენციისას იმ სირთულეების შესახებ, რომელიც 39-ე მუხლის საფუძველზე მრავალი მოთხოვნის წარმოებას მოყვა, სასამართლომ დაასკვნა, რომ მიმდინარე ერთ ან მეტ განაცხადში წამყვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, 39-ე მუხლი უნდა გავრცელებულიყო ნებისმიერ სხვა საქმეზეც, რომელსაც თამილელები შემოიტანდნენ მათი გაძევების აღკვეთის მოთხოვნით. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოდან, სასამართლომ 39-ე მუხლი გაავრცელა 342 თამილელზე, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, დაბრუნებულიყვნენ გაერთიანებული სამეფოდან შრი-ლანკაში.
სამართალი: ის ფაქტი, რომ შრი-ლანკაში უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდებოდა და შესაბამისი ადამიანის უფლებების დარღვევების გაზრდა, არ ქმნიდა ზოგად რისკს ყველა თამილელისათვის, რომლებიც იქ ბრუნდებოდნენ. რისკის შეფასება მხოლოდ ინდივიდუალურ საფუძვლებზე შეიძლებოდა. პრინციპში ლეგიტიმური იყო დაბრუნებულების ინდივიდუალური რისკის შეფასება „რისკ ფაქტორების“ სიის საფუძველზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა, ობიექტურ ინფორმაციასთან პირდაპირი წვდომისა და ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე ჩამოაყალიბეს, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მთელმა რიგმა ინდივიდუალურმა ფაქტორებმა, რომლებიც, ცალკე აღებული, არ ქმნიან რეალურ რისკს, შეიძლება შექმნან ეს რისკი კუმულატიურად და მიჩნეულ იქნეს ასეთად ზოგადი ძალადობის და გაძლიერებული უსაფრთხოების ვითარებაში.
ევროსასამართლოს წინაშე არსებული ინფორმაცია მიუთითებდა შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოების მიერ იმ თამილელების სისტემატურ წამებასა და არასათანადო-მოპყრობაზე, რომლებიც მათ ინტერესში შედიოდნენ ვეფხვებთან ბრძოლის ძალისხმევის კუთხით და შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებები და პროცედურები კოლომბოს აეროპორტში მოეხდინათ იდენტიფიცირება იმ პირებისა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს თავშესაფარი და მათი, რომლებიც მოთხოვნილნი იყვნენ ხელისუფლების ორგანოების მიერ.
რაც შეეხება თამილელ ვეფხვებიდან მომდინარე სავარაუდო რისკს, სასამართლომ დაადასტურა, რომ ნებისმიერი რისკი კოლომბოში თამილელი ვეფხვებისგან შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იმ თამილელებთან მიმართებით, რომლებსაც როგორც ოპოზიციურ აქტივისტებს, ჰქონდათ მაღალი სტატუსი ან მათ ვინც შემჩნეულები იყვნენ ღალატსა ან გაცემაში, ასე რომ მომჩივანი ვერ იქნებოდა არასათანადოდ მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ ამ კვარტალში, თუკი დაბრუნდებოდა კოლომბოში. შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში მომჩივნის პოზიციის შეფასებისას, სასამართლომ გამოიკვლია, რომ მომჩივნის მოთხოვნა იყო რეალური რისკის ქვეშ რისკფაქტორების აკუმულაციის განვითარების კონტექსტში შიდა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო ფაქტობრივი შეფასების შემდეგ, , ზოგადი ძალადობის ზრდისა და მომეტებული უშიშროების სათანადო გათვალისწინებით. ამ საქმეში რელევანტურ ფაქტორებს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მომჩივნის მამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რომელიც ლოგიკურად შეაკავებდა შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოებს, ასევე შიშის არსებობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდიდა არასათანადოდ მოპყრობის კუმულატიურ რისკს და მომჩივნის ასაკი, სქესი და წარმომავლობა, მისი წინა საქმე როგორც ეჭმიტანილისა ან მისი ნამდვილი ვეფხვების წევრობა, მისი დაბრუნება ლონდონიდან და ის ფაქტი, რომ მან თავშესაფარი საზღვარგარეთ მოითხოვა, ყველა მათგანმა წვლილი შეიტანა იდენტიფიკაციის, დაკითხვის, ჩხრეკისა და დაპატიმრების რისკში აეროპორტში და ნაკლები მოცულობით, კოლომბოში. ის ფაქტი, რომ უკვე ათ წელზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც მომჩივანი ბოლოს დააპატიმრეს შრი-ლანკას ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არ იყო გადამწყვეტი, ვინაიდან ხელისუფლების ორგანოების ინტერესი დაბრუნებულთა კონკრეტულ კატეგორიაში სავარაუდოდ იცვლებოდა დროთა განმავლობაში შიდასახელმწიფოებრივი განვითარების შესაბამისად და შეიძლებოდა როგორც გაზრდილიყო, ასევე შემცირებულიყო.
ვინაიდან ის პირები, რომლებიც შედიოდნენ ხელისუფლების ორგანოების ინტერესებში ვეფხვებთან ბრძოლის კონტექსტში, სისტემატურად ექვემდებარებოდნენ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, არსებობდა რეალური რისკი, რომ ხელისუფლების ორგანოები კოლომბოს აეროპორტში შეძლებდნენ მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებულ საქმესთან წვდომას. თუკი ისინი ამას გააკეთებდნენ, მომჩივნის მიერ იდენტიფიცირებულ სხვა რისკ ფაქტორებთან ერთად კუმულატიურად განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ მას დააკავებდნენ და შიშვლად გაჩხრეკდნენ. ეს კი თავის მხრივ მისი ნაიარევების აღმოჩენამდე მიიყვანდა საქმეს. ამგვარად, არსებობდა არსებითი მიზეზები იმის დასადგენად, რომ მომჩივანი იყო შრილანკას ხელისუფლების ორგანოების ინტერესებში, ვეფხვებთან ბრძოლის კონტექსტში.
დასკვნა: გაძევება გამოიწვევდა დარღვევას (ერთხმად).
მუხლი 41 – მატერიალური ან არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ მომხდარა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes