ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ
RUSSIA Barabanshchikov v. Russia
საჩივრის ნომერი - 36220/02 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - რუსეთი
გადაწყვეტილების მიღების თარღი - 08.04.2009
შედეგი: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (პროცედურულ სამართლებრივი ასპექტი)
დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (მატერიალურ სამართლებრივი ასპექტი)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლი 3) ეფექტური გამოძიება
(მუხლი 3) არა ადამიანური მოპყრობა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება
საქმეზე ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ხრისტოს როზაკისი, პრეზიდენტი,
ნინა ვაჯიჩი,
ანატოლი კოვლერი,
ელიზაბეტ შტაინერი,
ხანლარ ჰაჯიევი,
ჯორჯო მალინვერნი,
ჯორჯ ნიკოლაუ, მოსამართლეები
და სორენ ნილსენი, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა განმარტოებით 2008 წლის 4 დეკემბერს, და იმავე დღეს გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმე დაიწყო განაცხადით (no. 36220/02) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს წარუდგინა რუსეთის მოქალაქემ ბ–ნმა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ბარაბანშიკოვმა („განმცხადებელი“) 2002 წლის 31 ივლისს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34–ე მუხლის თანახმად.
2. განმცხადებელს წარმოადგენდა ბ–ნი ვ. კომარიჩევი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობდა ლიპეტსკში. რუსეთის მთავრობას („მთვრობა“) წარმოადგენდა ბ–ნი პ. ლაპტევი, რუსეთის ფედერაციის ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
3. კერზოდ, განმცხადებელი ჩიოდა, რომ მას სასტიკად სცემეს ოლიციის ოფიცრებმა და მისი სარჩელი არასათანადო მოპყრობის გამო სათანადოდ არ გამოუძიებიათ.
4. 2005 წლის 5 სექტემბერს პირველი სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ეცნობებინა მთავრობისათვის განაცხადის შეტანის შესახებ. ასევე გადაწყვიტა, განეხილა განაცხადის არსებიტი მხარეები მის დასაშვებობასთან ერთად (29–ე მუხლი, მე–3 პუნქტი).
5. მთავრობამ გააპროტესტა არსებიტი მხარეებისა და დასაშვებობის საკითხის ერთად განხილვა. განიხილა რა, მთარობის პრეტენზია, სასამართლომ უარყო იგი.
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
6. განმცხადებელი დაიბადა 1961 წელს და ცხოვრობს ლიპეტსკის რაიონის სოფელ ტერბუნიში.
A. განმცხადებლის დაკავება და არასათანადო მოპყრობა პოლიციის მხრიდან
7. 2001 წლის 7 აგვისტოს განმცხადებელმა იყიდა შაქარი ქ–ნ D.-სგან. მან გადაიხადა ასდოლარიანი კუპიურით. როცა ქ–ნ D.–მ სცადა კუპიურა დაეხურდავებინა რუსულ რუბლებზე, მას უთხრეს, რომ ის იყო ყალბი. ქ–ნ D.–მ შეიტანა სარჩელი ლიპეტსკისპოლიციის საქალაქო დეპარტამენტში ბრალდებით, რომ მას განმცხადებელმა გადასვა ყალბი კუპიურა.
8. იმავე დღეს პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს განმცხადებლის მანქანა და იგი დააკავეს თაღლითობისა და ყალბი ფულის გამოყენების ბრალდებით. დაკავების მომენტში განმცხადებელი შეეცადა მისი მეგობრისათვის გადაეცა დოლარის რამდენიმე კუპიურა, მაგრამ მან ფული დაუბრუნა განმცხადებელს პოლიციის ოფიცრის ბრძანების კვალად.
9. განმცხადებელი გადაიყვანეს ოქტიაბრსკის ოლქის პოლიციის განყოფილებაში.
10. განმცხადებლის თანახმად, მან უარი თქვა, ეპასუხა გამომძიებლის შეკითხვებზე და პოლიციის ოფიცრებმა რამდენჯერმე ჩაარტყეს რეზინის ხელკეტი თავში, ზურგსა და ფეხებში. რტყმევებს შორის მას აფრთხილებდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული. პოლიციის ოფიცერმა ორჯერ ჩაარტყა ყურში და ერთხელ შემოსცხო ყურებზე, ერთდროულად ორივე მხრიდან ორივე ხელით. პოლიციის ოფიცრები აგრძელებდნენ განმცხადებლის ცემას ფეხებსა და თავზე რეზინის ხელკეტით. განმცხადებელი ცდილობდა, აერიდებინა დარტყმები, მაგრამ როცა ის დაიხარა სკამისაკენ, ხელკეტი რამდენჯერმე მოხვდა გულმკერდისა და ზურგის არეში. განმცხადებელი დაეცა იატაკზე. პოლიციელი განაგრძობდა მის ცემასა და რტყმევას ზურგსა და ფეხებზე. მათ აიძულეს განმცხადებელი, ეღიარებინა ყალბი ვალუტის გამოყენება.
11. მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ის დაკითხა ლიპეტსკის პოლიციის საქალაქო დეპარტამენტის გამომძიებელმა ქ–ნმა Z.-მ. განმცხადებელმა აღიარა, რომ ის ჩარეული იყო ყალბი ბანკნოტების გავრცელებაში. კერძოდ, მან განაცხადა, რომ იყოდა სამი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა უცნობი პირისაგან და სთხოვა მის მეგობარს, ბ–ნ Ma.-ს, დაეხურდავებინა ის რუსულ რუბლებზე.ბ–ნმა Ma.-მ უთხრა მას, რომ ეს ყალბი ფული იყო და უარი თქვა მათ აღებაზე. 2001 წლის 7 აგვისტოს განმცხადებელმა იყიდა შაქარი ქ–ნ D.–სგან და მას გადაუხადა ერთ–ერთი ბანკნოტით. მთავრობამ წარმოადგინა განმცხადებლის აღიარება და მისი დაკითხვის ოქმი. აღიარებითი ჩვენების ბოლოში განმცხადებელი აღნიშნავდა: „აღიარებითი ჩვენება დაწერილია ჩემს მიერ; მორალური და ფიზიკური ზეწოლის გარეშე“.
მთავრობამ აღნიშნა, რომ განმცხადებელს აცნობეს მისი უფლების შესახებ, გამოეყენებინა ადვოკატის მომსახურება, სანამ ის აღიარებდა ბრალს.თუმცა, მან გარკვევით თქვა უარი ამ უფლებაზე და, ამასთან დაკავშირებით, ხელით გააკეთა ჩანაწერი დაკითხვის ოქმში.
12. 2001 წლის 8 აგვისტოს განმცხადებელი მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ოქტიაბრის ოლქის პოლიციის განყოფილებაში. მთავრობის თანახმად, დაწესებულებაში შესვლისას განმცხადებელმ ახელი მოაწერა ჩანაწერს სარეგისტრაციო ჟურნალში, რომ მას ჰქონდა „ღია ჭრილობა მარცხენა მხარზე და სისხლჩაქცევა სხეულის მარცხენა მხარეს, რომელიც თავად მიაყენა საკუთარ თავს 2001 წლის 8 აგვისტოს ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში“ და მას პრეტენზია არ აქვს სახელმწიფოს წინაშე მისი ჯანმრთელობის გამო. მთავრობამ წარმოადგინა ამონაწერი სარეგისტრაციო ჟურნალიდან, რომელიც ხელით გადაეწერა დარაჯს და ადასტურებდა დაკავების დაწესებულების ხელმძღვანელი. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ამონარიდის თანახმად, განმცხადებელი იმავე დღეს გასინჯა ციხის ოტორალინგოლოგმა, რომელსაც არ აღმოუჩენია ყურის არავითარი ტრამვა.
13. 2001 წლის 9 აგვისტოს განმცხადებელი წარუდგინეს ოქტიაბრსკის ოლქის პროკურორს, რომელმაც გასცა ნებართვა მის მოთავსებაზე დაწესებულებაში, მის წინააღმდეგ ბრალდების სიმძიმის გამო. განმცხადებელმა შესცივლა პროკურორს, რომ ის რამდენჯერმე სასტიკად სცემეს პოლიციის ოფიცრებმა დაკავების შემდეგ. იმავე დღეს, პროკურორის მოთხოვნით, პოლიციის გამომძიებელმა ქ–ნმა Z.-მ დაავალა სამედიცინო ექსპერტს განმცხადებლის შემოწმება. გამომძიებლის გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
„2001 წლის 9 აგვისტოს, როცა [განმცხადებელი] წარუდგინეს ლიპეტსკის საქალაქო პროკურორსდაწესებულებაში მის მოთავსებაზე ნებართვის გასაცემად, [მან] დაიჩივლა, რომ პოლიციის ოფიცრებმა სცემეს. პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც დააკავეს [განმცხადებელი], თქვეს, რომ დაკავებისას [განმცხადებელმა] ორჯერ დაკარგა გონება“.
გამომძიებელმა რამდენიმე კითხვა დაუსვა ექსპერტს განმცხადებლის სხეულზე შესაძლო დაზიანებათა, მათი სიმძიმისა და ბუნების შესახებ.
14. რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით, 18:00 საათზე, სამედიცინო ექსპერტმა გასინჯა განმცხადებელი. მისი 2001 წლის 13 აგვისტოს დასკვნის შესაბამის მონაკვეთში ვკუთხულობთ:
„2.1 შემოწმების მომენტში: [აღინიშნება] მუქი წითელი ფერისა და მოლურჯო სისხლჩაქცევა მარცხენა მხარეს, მე–9 – 11–ე მალების პროექციაში, ბეჭის ძვლის გასწვრივ; [ის არის] ზომიერად ღრმა, აქვს ზოლისებრი ფორმა, რომლის ზომებია 4 სმ სიგანეში და 7,5 სმ სიგრძეში. მარჯვენა მხრის ძვლის მარჯვენა კიდის პროექციაში [და] თავის მარჯვენა პარიეტალურ რეგიონში [აღენიშნება]წაგრძელებული ფორმისნაჭდევები, [რომლებიც] დაფარულია მშრალი ფუფხებით, ზომებით, შესაბამისად, 0,3 სმ სიგანეში და 3,5 სმ სიგრძეში და 0,2 სმ სიგანეში და 0,8 სმ სიგრძეში. სხვა დაზიანებები აღმოჩენილი არ არის.
დასკვნები
3.1.სამედიცინო ექსპერტის მიერ [განმცხადებლის] შემოწმებისას გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: სისხლჩაქცევა ლუმბარული მალების რეგიონის მარცხენა მხარეს, ნაჭდევები მარჯვენა მხრის ძვალთან და თავის მარჯვენა პარიეტალურ რეგიონში.
3.2. ეს დაზიანებები მიადგა ტრამვის შედეგად სხეულის აღნიშნულნაწილებში ბლანტი, მყარი სხეულისაგან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო, შესაძლოა, წაგრძელებული ზედაპირი: არ შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებად.
3.3. დაზიანებათა ტიპი, ხასიათი და ინტენსიურობა იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ ისინი მიადგა პირს ექსპერტის შემოწმებამდე სამიდან ხუთამდე დღის წინ. ამდენად, არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ ისინი მიადგა მას ... 2001 წლის 7 აგვისტოს.
3.4. შეუძლებელია ამ დაზიანებათა შფასება იმ თვალსაზრისით, რომ განისაზღვროს, რამ გამოიწვია ისინი: დაცემამ თუ რაღაც საგნის დარტყმამ (დარტყმებმა), რამდენადაც უცნობია სავარაუდო „დაცემის“ გარემოებები“.
15. 2001 წლის 11 აგვისტოს ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რადგან განმცხადებელი უჩიოდა ძლიერ ტკივილს გულის არეში და თავბრუსხვევას.
16. მეორე დღეს განმცხადებელმა შესჩივლა მცველს, რომ გრძნობდა ძლიერ ტკივილს გულმკერდის მარჯვენა არესა და ზურგში. სასწრაფო დახმაერბის ჯგუფი გამოიძახეს და იგი გადაიყვანეს ლიპეტსკის რეგიონულ საავადმყოფოში. განმცხადებელმა, შემდგომი განმარტებების გარეშე, შესჩივლა საავადმყოფოს ექიმს, რომ ის სცემეს 2001 წლის 7 აგვისტოს. საავადმყოფოს დასკვნა განმცხადებლის სამედიცინო შემოწმების შესახებ ამბობს:
„1. უროლოგის კონსულტაცია. დიაგნოზი: მარჯვენა თირკმლის დაზიანება. ამ დაზიანების მკურნალობა უროლოგიურ განყოფილებაში ათი დღის მანძილზე. ქირურგის შემდგომი ზედამხედველობა საცხოვრებელ ადგილზე“
2. ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია. დიაგნოზი: ადჰეზიური შუა ოტიტი, პოსტტრავმული, გარე ცხვირის დეფორმაცია და ცხვირის ძგიდის გამრუდება. ამ ორი მდგომარეობით პაციენტი შეწუხებულია დიდი ხნის განმავლობაში და ისინი არ არის გამოწვეული თვის დაზიანებით, რომელიც მან მიიღო ერთი კვირის წინ.
3. ნეიროქირურგის კონსულტაცია. დიაგნოზი: პოსტტრავმული ასთენიური სინდრომი. [განმცხადებელი] საჭიროებს ნევროლოგის დაკვირვებას საცხოვრებელ ადგილზე...“
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ განმცხადებელს ჰქონდა სისხლჩაქცევები ნეკნებსა და ზურგის მარჯვენა მხარეს.
17. განმცხადებელი საავადმყოფოში დარჩა 2001 წლის 22 აგვისტომდე.
B. სამართალწარმოება განმცხადებლის სარჩელებზე არასათანადო მოპყრობის შესახებ
18. 2001 წლის 19 ოქტომბერს ლიპეტსკის ოქტიაბრსკის ოლქის ასისტენტმა პროკურორმა ქ–ნმა F.-მა უკუაგდო dismiss განმცხადებლის სარჩელი ცემის შესახებ. ერთგვერდიანი გადაწყვეტილება ასე იკითხება:
„2001 წლის 8 ოქტომერს ლიპეტსკის ოქტიაბრსკის ოლქის პროკურატურამ მიიღო დოკუმენტი ... რომელიც შეეხებოდა მოკვლევას [განმცხადებლის] სარჩელის მიხედვით პოლიციის ოფიცრების მხრიდან 2001 წლის 7 აგვისტოს ცემის შესახებ.
დაკითხვის დროს [განმცხადებელმა] უარი თქვა, განმარტება მიეცა ცემასთან დაკავშირებით ადვოკატის დაუსწრებლად. მას შემდეგ, რაც [მას] უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში ადვოკატის დასწრება სავალდებულო არ არის, [განმცხადებელმა] კვლავ უარი თქვა რაიმე განმარტებაზე და თავის უარი არ დაასაბუთა.
ამდენად, შეუძლებელია შემთხვევის გარემოებათა დადგენა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე...... [განმცხადებლის] მოთხოვნა, დაიწყოს სისხლის სამართალწარმოება პოლიციის ოფიცრების მიმართ, უარყოფილია, რადგან არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.“
19. 2001 წლის 19 ნოემბერს ოქტიაბრსკის ოლქის პროკურორმა ბრძანა დამატებითი მოკვლევის ჩატარება განმცხადებლის სარჩელზე არასათანადო მოპყრობის შესახებ.
20. სამი დღის შემდეგ განმცხადებელმა წარუმატებლად მოთხოვა გამომძიებელს დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და კვლავ დაიჩივლა ცემის შესახებ.
21. 2001 წლის 7 დეკემბერს ასისტენტმა პროკურორმა ქ–ნმა F.-მ შეადგინა დასკვნა, რომელშიც დაადასტურა მისი 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერება. ასისტენტმა დაადგინა:
„დაკითხვის პროცესში [განმცხადებელმა] განმარტა, რომ ის დააკავეს 2001 წლის 7 აგვისტოს... და მიიყვანეს ლიპეტსკის ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში იგი დაკითხეს პოლიციის ოფიცრებმა, ბ–ნმა S.–მ, ბ–ნმა M.–მ და ბ–ნმა Ye.–მ. დაკითხვის განმავლობაში ბ–ნი S.–ი და ბ–ნი Ye. [განმცხადებელს] ურტყამდნენ თავზე, კერძოდ, ყურებსა და თავის უკანა ნაწილში, ზურგზე მარჯვენა მხარეს და საზარდულში. ბ–ნი M. არ მონაწილეობდა ცემაში. ცემის შემდეგ [განმცხადებელმა] დაწერა აღიარებითი ჩვენება.
ბ–ნმა S.-მა, რომელის დაკითხეს ფაქტობრივ გარემოებებზე, განაცხადა, რომ 2001 წლის 7 აგვისტოს იგი ბ–ნ Ye.-სა და ბ–ნ M.–თან ერთად ელაპარაკა [განმცხადებელს] საგამოძიებო ოთახში, ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში; [განმცხადებელი] დააკავეს ყალბი კუპიურების გამოყენების ეჭვის საფუძელზე. [განმცხადებელმა] ნებაყოფლობით განმარტა გარემოებები, რამაც მისი დაკავება გამოიწვია. [განმცხადებლის] მიმართ არ გამოყენებულა არავითარი ფიზიკური და მორალური წნეხი. [განმცხადებელთან] გასაუბრების შემდეგ, ბ–ნი S.-მა და Ye.–მ დატოვეს ოთახი, ხოლო ბ–ნი M. დარჩა [განმცხადებელთან].
ზუსტად იგივე მოჰყვა ბ–ნმა Ye.-მ.
ბ–ნმა M.–მაც იგივე განაცხადა. მხოლოდ დაამატა, რომ ბ–ნ S.-სა დაბ–ნ Ye.–ს გასვლის შემდეგ [განმცხადებელს] აცნობა რუსეთის კონსტიტუციის 51–ე მუხლით გარანტირეული მისი [უფლებების] შესახებ და განუმარტა, მისი დასჯის რა შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობს. [განმცხადებელმა] გამოთქვა აღიარებითი ჩვენების დაწერის სურვილი... რაც მის დანაშაულს შეეხებოდა: ყალბი ამერიკული დოლარების გაყიდვა.
დაპირისპირების დროს, რომელიც განმცხადებელის მონაწილეობდა.... ბნ–მა S.-მა, M.–მ და Ye.–მ დაადასტურეს თავიანთი განცხადებები.
როგორც 2001 წლის 13 აგვისტოს ექსპერტთა დასკვნიდან გამომდინარეობს, [განმცხადებელს] ჰქონდა სისხლჩაქცევა ზურგის მარცხენა მხარეს, ნაჭდევები მარჯვენა მხრის ძვალზე და თავის მარჯვენა მხარეს, რამაც, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზიანი მიაყენა [მის] ჯანმრთელობას.
როგორც ლიპეტსკის პოლიციის საქალაქო დეპარტამენტის ოფიცრების – ბ–ნ P.-სა და ბ–ნ A.–ს განცხადებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც მონაწილეობდნენ [განმცხადებლის] დაკავებაში 2001 წლის 7 აგვისტოს, წოცა [განმცხადებელი] მიიყვანეს ოქტიაბრსკაიას ოლქის ოლიციის განყოფილებაში, მან დაკარგა გონება სამორიგეო ოთახში და დავარდა ბეტონის იატაკზე. მას შემდეგ, რაც გონზე მოვიდა, [განმცხადებელმა] განმარტა, რომ მან გადაიტანა ულის შეტევა და ითხოვა წამლები. ოფიცრებმა იფიქრეს, რომ [განმცხადებელმა] გაითამაშა გონების დაკარგვის სცენა.
ზუსტად იგივე განაცხადა ლიპეტსკის პოლიციის საქალაქო დეპარტამენტის ოფიცერმა ბ–ნმა Za.–მ, რომელიც ასევე მონაწილეობდა [განმცხადებლის] დაკავებაში.
[განმცხადებლის] შემოწმებისას ოტოლარინგოლოგის მიერ.... 2001 წლის 9 აგვისტოს, ყურის ტრამვა არ გამოვლენილა.
ლიპეტსკის პოლიციის საქალაქო დეპარტამენტისდროებითი დაკავების დაწესებულების სარეგისტრაციო ჟურნალში არის 2001 წლის 9 აგვისტოს no. 1110 ჩანაწერი [განმცხადებელთნ] დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მან თავის თავს იაყენა ჭრილობა მარჯვენა მხარზე და სისხლჩაქცევა სხეულზე 2001 წლის 8 აგვისტოს ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში. მას არ აქვს პრეტენზია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“. ეს ჩანაწერი გააკეთა [განმცხადებელმა]; [ფაქტი] დადასტურებულია ხელმოწერით.
მის განაცხადში ოქტიაბრსკაიას ოლქის პროკურორის მიმართ, [განმცხადებელმა] ითხოვა დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რადგან მან მიიღო თირკმლის დაზიანება და 10 დღე გაატარა ლიპეტსკის რეგიონულ საავადმყოფოში – 2001 წლის 12–დან 22 აგვისტომდე – მკურნალობდა თირკმელს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა განსაზღვრულიყო [განმცხადებლის] დაზიანებათა სიმძიმე და დადგენილიყო მიზეზ–შედეგობრივი კავშირი მიღებულ დაზიანებებსა და [განმცხადებლის] ლიპეტსკის რეგიონულ საავადმყოფოში ყოფნას შორის, სადაც მას დადგინეს „თირკმლის დაზიანება“.
2001 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ [განმცხადებლის’ ყოფნა საავადმყოფოში მარჯვენა თირკმლის დაზიანების მკურნალობის მიზნით, არ უკავშირდება [მის] დაზიანებებს, მიღებულს 2001 წლის 7 აგვისტოს, რამდენადაც პირვანდელი შემოწმებისას არ დადგინდა სისხლჩაქცევები გულმკერდსა და ზურგზე, რაც გამოვლინდა ლიპეტსკის რეგიონულ საავადმყოფოში მიღებისას. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს დაზიანებები [განმცხადებელს] მიადგა 2001 წლის 9 აგვისტოს მისი შემოწმების შემდეგ.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოკვლევისას [გამომძიებელს] არ გამოუვლენია არანაირი ობიექტური მონაცემები, რომლებიც აჩვენებდა, რომ პოლიციის ოფიცერთა ქმედება შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშუალის ელემენტებს და, ამდენად, არ არსებობს საფუძველი 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლისათვის, რომლის მიხედვითც, უარი ითქვა სისხლის სამართალწარმოების დაწყებაზე.“
22. განმცხადებელმა 2001 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო საქმის სასამართლო განხილვის დროს.
სისხლის სამართალწარმოება განმცხადებლის მიმართ და არასათანადო მოპყრობის სარჩელის განხილვა სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ
23. დამატებით განმცხადებელს ბრალი დასდეს დოკუმენტების მოპარვასა და გაყალბებაში. 2001 წლის 7 დეკემბერს ამოიწურა მისი დაკავების პერიოდი. ხუტი დღის შემდეგ იგი წარდგა ლიპეტსკის ოქტიაბრსკაიას საქალაქო სასამართლოს წინაშე. განმცხადებელმა სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ მას არასათანადოდ მოეპყრნენ პოლიციის ოფიცრები დაკავების შემდეგ.
24. საქმის სასამართლო განხილვაზე განმცხადებელმა გაიმეორა მისი 2001 წლის 7 აგვისტოს განცხადება, გარდა იმ ფაქტისა, რომ დაკავებამდე მან არ იცოდა, რომ ასდოლარიანი იყო ყალბი.
25. 2002 წლის 10 იანვარს ოქტიაბრსკაიას საქალაქო სასამართლომ განმცხადებელი ცნო დამნაშავედ დოკუმენტების მოპარვასა და ყალბი ვალუტის გამოყენებაში, გაამართლა სხვა ბრალდებებში და მიუსაჯა მას ხუთი წლითა და ექვსი თვისთ თავისუფლების აღკვეთა. საქალაქო სასამართლომ თვის გადაწყვეტილება არსებითად დააყრდნო განმცხადებლის ჩვენებას, მოწმეთა განცხადებებს, განმცხადებლის პიროვნების შესახებ ჩატარებული მოკვლევის ჩანაწერს, ასდოლარიანების ამოღების ფაქტს და ექპერტთა დასკვნას, რომ კუპიურები იყო ყალბი. განიხილა რა 2001 წლის 13 აგვისტოს ექსპერტთა დასკვნა, 2001 წლის 12 აგვისტოს საავადმყოფოს დასკვნა, დაკაევბის დაწესეულების სარეგისტრაციო ჟურნალის ამონარიდი, რომელიც შეეხებოდა განმცხადებლის იღებას 2001 წლის 8 აგვისტოს და პროკურორის 2001 წლის 19 ოქტომბრისა და 7 დეკემბრის გადაყვეტილებები, საქალაქო სასამართლომ უარყო განცხადებლის სარჩელი არასათნადო მოპყრობაზე, როგორც დაუსაბუთებელი.
26. განმცხადებლის ადვოკატმა აღძრა სააპელაციო სარჩელი, კერძოდ, იგი ჩიოდა, რომ განმცხადებელი სცემეს პოლიციის ოფიცრებმა დაკავების შემდეგ.
27. 2002 წლის 7 თებერვალს ლიპეტსკის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლომ კანონიერად დაასკვნა: არასათანადო მოპყრობის ფაქტი არ დადასტურდა. პოლიციის რამდენიმე ოფიცერმა დაადასტურა, რომ განმცხადებელი დაეცა პოლიციის განყოფილებაში და თავი გაიტეხა.
ეროვნული კანონმდებლობა
სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება
28. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძალაში იყო 2002 წლის 1 ივლისამდე) თანახმად, სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაეწყო გამომძიებელს პირის სარჩელის საფუძველზე ან საგამოძიებო ხელისუფლების ინიციატივით, თუკი არსებობდა მიზეზები იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩაიდინეს დანაშაული (მუხლები 108 და 125). პროკურორი იყო პასუხისმგებელი გამოძიების ზედამხედველობაზე (მუხლები 210 და 211). მას შეეძლო ებრძანებინა კონკრეტული სგამოძიებო ქმედების განხორციელება, საქმის ერთი გამომძიებლიდან მეორესთვის გადაცემა ან დამატებითი გამოძიების დავალება. თუკი არ არსებობდა საფუძელი სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისათვის, პროკურორი ან გამომძიებელი იღებდნენ დასაბუთბულ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ეცნობებიათ დაინტერესეული მხარისათვის.
სამართალი
ა) კონვენციის მე–3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
29. განმცხადებელი ჩიოდა, რომ დაკავების შემდეგ იგი დაექემდებარა კონვენციის მე–3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას და ხელისუფლებამ არ ჩაატარა ამ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება. სასამართლო ამ სარჩელს განიხილავს მე–3 პუნქტიდან გამომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების კუთხით. მე–3 მუხლი ამბობს:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
A. მხარეთა არგუმენტები
30. მთვრობა დავობდა, რომ სარჩელი იყო აშკარად დაუსაბუთებელი. პოლიციის ოფიცრებს არ განუხორციელებიათ განმცხადებელზე არასათანადო ან ღირსების შემლახველი მოპყრობა. მთვრობამ წარმოადგინა განმარტებები განმცხადებლის დაზიანებათა მიზეზების შესახებ. კერძოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ განმცხადებელს შეიძლებოდა მიეღო გარკვეული დაზიანება, როცა მას ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციასთან შეუტიეს ქ–ნმა D.-მა და ბ–ნმა Me.–მ – პირებმა, რომელთგანაც განმცხადებელმა იყიდა შაქარი ყალბი კუპიურებით. მთვრობამ წარმოადგინა წერილობითი ჩვენებები, რომლებიც 2005 წლის 19 ოქტომბერს მისცეც პოლიციის ოფიცრებმა ბ–ნა A.-მ და ბ–ნმა Za.–მ. ბ–ნი Za. აცხადებდა, რომ მან დააკავა განმცხადებელი, რომლის სახელიც არ ახსოვდა, და მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებასთან მათ მიუახლოვდა ქ–ნი D., რომელიც შეეცადა შეკამათებოდა დაკავებულ პირს და თავს დაესხა მას“. ბ–ნმა Za.–მ აღნიშნა, რომ პოლიციის ოფიცრებმა „ძალით გაათრიეს იგი დაკავებულისაგან“. ბ–ნა A.-მ დაწერა, რომ „დაზარალებულები ცდილობდნენ ეცემათ [განმცხადებელი], მაგრამ ისინი აიძულეს, რომ გაცლოდნენ იქაურობას“.
31. პროკურორის ასისტენტის 2001 წლის 7 დეკემბრის ანგარიშსა და ბ–ნ Za.–ს 2005 წლის 19 ოქტომბრის წერილობითი ჩვენების საფუძველზე, მთავრობა შემდომში ამტკიცებდა, რომ განმცხადებელმა გაითმაშა გონების დაკარგვის სცენა ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილების სამორიგეო განყოფილებაში, დაეცა და თავს ურტყამდა ბეტონის იატაკს.
32. გარდა ამისა, მთვრობამ აღნიშნა, რომ ღია ჭრილობა განმცხადებლის მარცხენა მკლავზე და სისხლჩაქცევა სხეულის მარცენა ნაწილში მან თავად მიაყენა თავს. დეტალების აღწერის გარეშე, მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებელმა თავს ზიანი მიაყენა 2001 წლის 8 აგვისტოს, ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში. მთავრობის თანახმად, განმცხადებელმა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი გააკეთა სარეგისტრაციო ჯურნალში დაკავების დაწესეულებაში (იხ. აემოთ, პუნქტი 12).
33. საბოლოოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ 2001 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა განმცხადებლის დამატებითი სამედიცინო შემოწმება. ამ შემოწმების დასკვნა no. 7320 დაიდო 2001 წლის 7 დეკემბერს. ამ დასკვნის მიხედვით, განმცხადებელს შეეძლო მიეღო თირკმლის დაზიანება 2001 წლის 9–დან 12 აგვისტომდე, რადგან ექსპერტმა, რომელმაც იგი პირველად გასინჯა 2001 წლის 9 აგვისტოს, ვერ შენიშნა სისხლჩაქცევები მის გულმკერდსა და ზურგზე და განმცხადებელსაც არ დაუჩივლია თირკმელების ტკივილზე ექსპერტის წინაშე.
34. მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ განმცახდებლის ბრალდება არასათანადო მოპყრობის შესახებ, ყოველმხრივ გამოიძია პროკურატურამ და ეროვნულმა სასამართლოებმა. პოლიციის ოფიცრების შემდგომი დაკითხვით გამოვლინდა, რომ განმცხადებლის ბრალდებები იყო უსაფუძვლო.
35. განმცხადებელმა გააპროტესტა მთავრობის წარმოდგენილი ყველა მტკიცება მის დაზიანებებთან დაკავშირებით. კერძოდ, იგი ამტკიცებდა, რომ არც ერთი დაზიანება მას თვად არ მიუყენებია და მთვრობას არაფერი წარმოუდგენია ამის საწინააღმდეგოდ. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ, ამტკიცებდა რა, რომ განმცხადებელმა ხელი მოაწერა სარეგისტრაციო ჟურნალში 2001 წლის 8 აგვისტოს ჩანაწერს, სინამდვილეში წარმოადგინა ამონარიდი დარაჯის ხელნაწერიდან. ამონარიდზე არ იყო განმცხადებლის ხელმოწერა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მან აღნიშნა, რომ მას თავს არ დასხმიანქ–ნი D. და ბ–ნი Me. მან ასევე გააპროტესტა მთვრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეეძლო მიეღო დაზიანებები 2001 წლის 9–დან 12 აგვისტომდე. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა საპატიმროშიპოლიციის ხელში და მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი სარწმუნო განმარტება ამ პერიოდსი იღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.
36. განმცხადებელი ირწმუნებოდა, რომ ის მუდმივად ჩიოდა მისი ემის შესახებ, სადაც კი საშუალება ჰქონდა ეს თავისუფლად გაეკეთებინა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდთან, საავადმყოფოს ექიმებთან, პროკურორებთან და ეროვნული სასამართლოების წინაშე. განმცხადებელი ეყრდნობოდა სამედიცინო ექსპერტის 2001 წლის 13 აგვისტოს დასკვნებს, რომ დაზიანებები, შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო მყარი, ბლაგვი, წაგრძელებული სხეულით. მან აღნიშნა, რომ ასეთი დახასიათება შეესაბამება რეზინის ხელკეტის აღწერილობას, რომელსაც იყენებდნენ პოლიციის ოფიცრები ცემის დროს. გარდა ამისა, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ამაო გამოდგა მისი სარჩელები ეროვნული ხელისუფლების წინაშე არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ასევე უპასუხოდ დარჩა მისი მოთხოვნა, ჩაეტარებინათ დამატებითი სამედიცინო შემოწმება.
B. სასამართლოს შეფასება.
დასაშვებობა
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს სარჩელი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლის მე–3 პუნქტის მნიშვნელობით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განაცხადი არ არის დაუშვებელი არც რაიმე სხვა საფუძვლით. ამდენად, იგი უნდა გამოცხადდეს სასამართლო განხილვაზე დაშვებულად.
არსებითი მხარეები
(a) ზოგადი პრინციპები
38. როგორც სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, მე–3 მუხლი მოიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი, როგორიცაა ბრძოლა ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მე–3 მუხლი აბსოლუტური მნიშვნელობით კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყობას ან დასჯას, მიუხედავად მსხვერპლის ქცევისა (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000‑IV, დაChahal v. the United Kingdom, 1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება,Reports 1996-V, p. 1855, § 79). მე–3 მუხლი არ უშვებს გამონაკლისებს და დაუშვებელია მისი დარღვევა კონვენციის მე–15 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის დროს საფრთხე ემუქრებოდეს ხალხის სიცოცხლეს (იხ. Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999-V, დაAssenov and Others v. Bulgaria, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII, p. 3288, § 93).
39. შესაბამისად, სასამართლომხაზგასმით აღნიშნა, რომ ამით გამოწვეული დაზიანება ანშეურაცხყოფა ნებისმიერ შემთხვევაში აღემატება იმ ტიპის დაზიანებასა ან შეურაცხყოფას, რომელიც უკავშირდება კანონიერ მოპყრობასა ან დასჯას, როგორც მისი განუყოფელი ელემენტი. ზომები, რომლებსაც მიმართავენ პირის თავისუფლების აღკვეთისას, ხშირად მოიცავს ამგვარ ელემენტს. კონვენციის მე–3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირი იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რაც შეესაბამება მისი ადამიანური ღირსების პატივისცემას, ხოლო ზომები მიიღებოდეს იმგვარად და იმ მეთოდების გამოყენებით, რომ არ იწვევდეს მასში ფიზიკურ ტკივილსა და უსიამოვნებას იმაზე მეტად, რაც თავისუფლების აღკვეთას უცილობლად ახლავს თან (იხ. Kudla v. Poland [GC], no. 30210/96, §§ 92-94, ECHR 2000-XI).
40. თავისუფლებააღკვეთილ პირებთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეს პირები თავისუფლების აღკევთის დაწესებულებაში არიან მოწყვლად მდგომარეობაში და ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მათი ფიზიკური ჯანმრთელობა (იხ. Tarariyeva v. Russia, no. 4353/03, § 73, ECHR 2006‑... (ამონარიდები); Sarban v. Moldova, no. 3456/05, § 77, 4 ოქტომბერი, 2005; დაMouisel v. France, no. 67263/01, § 40, ECHR 2002‑IX). თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება, რაც არ იყო მკაცრად აუცილებელი მისი ქცევიდან გამომდინარე, ლახავს ადამიაურ ღირსებას და, პრინციპში, არის კონვენციის მე–3 მუხლით განსაზღვრული უფლებების დარღვევა (იხ. Sheydayev v. Russia, no. 65859/01, § 59, 7 დეკემბერი, 2006; Ribitsch v. Austria, 1995 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება,Series A no. 336, § 38; დაKrastanov v. Bulgaria, no. 50222/99, § 53, 30 სექტემბერი, 2004).
(b) ზემოხსენებულ პრინციპთა გამოყენება წინამდებარე საქმეში
ფაქტების დადგენა
41. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებას უნდა ამყარებდეს შესაბამისი მტკიცებულებები. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა „საფუძვლიან ეჭვს მიღმა“ მტკიცებულების სტანდარტი (იხ. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, Series A no. 25, pp. 64-65, § 161). თუმცა, ამგვარი მტკიცებულება, შესაძლოა, გამომდინარეობდეს ერთობლივად არსებული საკმარისად მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან ფაქტის უტყუარი დაშვებით. როცა განსახილველი მოვლენები მთლიანად, ან დიდწილად ხდება იმ პირობებში, რომ ხელისუფლება ექსკლუზიურად არის გათვითცნობიერებული მათ შესახებ, როგორც, მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების შემთხვევაშია, შესაძლებელია ფაქტის მყარი დაშვება იმ დაზიანებებთან დაკავშირებით, რაც თავისუფლების აღკვეთის ამ პირობებში წარმოიშობა. რასაკვირველია, მტკიცებულების ტვირთი ეკისრება ხელისუფლებას, რომ წარმოადგინოს მომხდარის დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII).
42. მაშინ, როცა შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება დასრულებულია, სასამართლოს საქმე არ არის, რომ ფაქტების მისეული შეფასებით ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება და, როგორც ზოგადი წესი, იმ სასამართლოების საქმეა, რომ მათ წინაშე შეაფასონ მტკიცებულებები (იხ. Klaas v. Germany, 1993 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, Series A no. 269, გვ. 17, § 29). ასევე, სასამართლო არ არის შეზრუდული ეროვნული სასამართლოების დასკვნებით, ჩვეულებრივ გარემოებებში მას სჭირდება ძალიან დამარწმუნებელი ელემენტები, რომ გადაუხვიოს ამ სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტებს (იხ. Matko v. Slovenia, no. 43393/98, § 100, 2 ნოემბერი, 2006). თუმცა, როცა დარღვევები ეხება კონვენციის მე–3 მუხლს, სასამართლომ უნდა მიმართოს განსაკუთრებით ამომწურავ განხილვას (იხ. mutatis mutandis, Ribitschის ზემოხსენებული საქმე, გვ.. 24, § 32).
43. წინამდებარე საქმეში მხარეები არ დავობდნენ და სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2001 წლის 7 აგვისტოს განმცხადებელი დააკავეს და მიიყვანეს ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში. მეორე დღეს იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილების დროებით დაკავების დაწესებულებაში, სადაც იგი დატოვეს პატიმრობაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების საფუძველზე. სასამართლო წუხილით აღნიშნავს, რომ განმცხადებელს დაუყოვნებლად არ ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება მისი დაკავებისთანავე 2001 წლის 7 აგვისტოს. არც იმის საბუთი არსებობს (და მთავრობასაც საწინააღმდეგო არ დაუმტკიცებია), რომ ციხის ექიმმა გასინჯა განმცხადებელი 2001 წლის 8 აგვისტოს, მის გადაყვანამდე დროებითი დაკავების დაწესებულებაში. ამავე დროს, სასამართლო იმეორებს მთავრობის განაცხადს, რომ დროებითი დაკავების დაწესებულებაში შესვლამდე განმცხადებელმა სარეგისტრაციო ჟურნალსი გააკეთა ჩანაწერი, რომ 2001 წლის 8 აგვისტოს ოქტიაბრსკაიას ოლქის პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, მან მარცხენა მკლავზე თავის თავს მიაყენა ღია ჭრილობა და სისხლჩაქცევა სხეულის მარცხენა მხარეს (იხ. ზემოთ, მე–12 პუნქტი). დაზიანებათა გამომწვევი მიზეზების და სიმძიმის საკითხის განხილვისადმი წინასწარი დამოკიდებულების შექმნის გარეშე (ამ საკითხის განხილვას შევუდგებით ქვემოთ), კონვენციის მე–3 მუხლთან შესაბამისობის კონტექსტში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაკავებიდან მეორე დღეს განმცხადებელს მარცხენა მკლავზე ჰქონდა ღია ჭრილობა და სისხლჩაქცევა სხეულის მარცხენა მხარეს. 2001 წლის 9 აგვისტოს განმცხადებელი გასინჯა სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც აღრიცხა სისხლჩაქცევა ლუმბარული მალების რეგიონის მარცხენა მხარეს, ნაჭდევები მარჯვენა მხრის ძვალთან და თავის მარჯვენა მხარეს (იხ. ზემოთ, მე–14 პუნქტი). 2001 წლის 12 აგვისტოს გამოუძახეს სასწრაფო დახმარების ექიმებს იმის გამო, რომ განმცხადებელი უციოდა ძლიერ ტკივილს გულმკერდის არესა და ზურგში. განმცხადებელი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას, inter alia, დაუდგინეს მარჯვენა თირკმლისა და თავის დაზიანება. საავადმყოფოს დასკვნაში ასევე აღნისნულია, რომ განმცხადებელს ჰქონდა სისხლჩაქცევები ნეკნებთან და ზურგზე, მარჯვენა მხარეს (იხ. ზემოთ, მე–16 პუნქტი). განმცხადებელმა გაიარა ათდღიანი მკურნალობის კურსი საავადმყოფოში და გამოწერეს იმ პირობით, რომ შემდგომსი იქნებოდა უროლოგისა და ნევროლოგის მუდმივი ზედამხედველობის პირობებში.
44. პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ მთავრობა არ აცხადებდა, თითქოსდა განმცხადებლის დაზიანებათა დათარიღება შესაძლებელია მისი დაკავებამდელი პერიოდით. სამედიცინო ანგარიშებში წარმოდგენილი დასკვნების პასუხად, მთავრობამ წარმოადგინა მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვერსია, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია რამდენიმე დაზიანება მაინც.
45. კერძოდ, დაეყრდნო რა პოლიციის ორი ოფიცრის 2005 წლის 19 ოქტომბრის წერილობით ჩვენებას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის დანაშაულის მსხვერპლ;ნი ტავს დაესხნენ მას პოლიციის განყოფილებასთან (იხ. ზემოთ 30–ე პუნქტი). თუმცა, სასამართლო ვერ დაარწმუნა ამგვარმა განმარტებამ. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოვლენათა განვითარების ეს ვერსია არასოდეს გამოთქმულა ოქტიაბრსკის ოლქის პროკურატურაში და არასოდეს განხილულა არასოდეს განუხილავთ პრიკურორის მოკვლევისას არასათნადო მოპყრობის გარშემო. სასამართლო აკვირდება, და მთავრობა არაფერს ამტკიცებს ამის საწინააღმდეგოდ, ეროვნულ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია თავდამსხმელთა წინააღდეგ – არასოდეს გამოუძიებიათმომხდარი და არც არავინ დაუკითხავთ სავარაუდო თავდასხმის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლომ უჩვეულოდ მიიჩნია, რომ ოფიციალურ ჩანაწერთა არარსებობის პირობებში, 2005 წლის ოქტომბერში, ანუ ოთხი წლის შემდეგ განმცხადებლის დაკავებიდან, პოლიციის ოფიცრებმა შეძლეს ხელახლა შეეგროვებინათ განმცხადებლის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებები და მოწმეთა სახელები, რომლებიც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ მას.სასამართლოს არც ის ფაქტი დარჩა შეუმჩნეველი, რომ პოლიციის ოფიცრებს არ განუცხადებიათ, თითქოსდა განმცხადებელი სცემეს მისმა მსხვერპლებმა. პირიქით, ისინი დაჟინებით აცხადებდნენ, რომ წინ აღუდგნენ თავდასხმას.
46. გარდა ამისა, სასამართლო კვლავ იმეორებს მთავრობის წარმოდგენილ მეორე განმარტებას, რომ განმცხადებელი ბეტონის იატაკს ურტყამდა თავს, როცა მან განასახიერა გონების დაკარგვა პოლიციის განყოფილების სამორიგეო ოთახში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის განამრტება არ ეთანადება განმცხადებლის დაზიანებათა ბუნებას, როგორც ეს აღწერილია 2001 წლის 13 აგვისტოს სამედიცინო დასკვნაში (იხ. ზემოთ მე–14 პუნქტი). რამდენადაც სასამართლო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ შემთხვვა მოხდა პატიმრობაში ყოფნისას, მას მხედველობიდან არ რჩება ექსპერტის დასკვნა განმცხადებლის დაზიანებებთან დაკავშირებით, ამთ სორის, ჭრილობა თავის მარჯვენა არეში, რომელიც მიღებულია „წვრილი, შესაძლოა წაგრძელებული ფორმის ბლაგვი, მყარი საგნით“. სასამართლო შენიშნავს, რომ ეს აღწერილობა მეტად ჰგავს ჯოხით ან რეზინის ხელკეტით ცემის ფიზიკურ შედეგებს, ვიდრე ბეტონის იატაკზე თავის რტყმით მიყენებულ დაზიანებას. ამ დასკვნას ამყარებს ექსპერტის თავშეკავებაც, დაასკვნას, რომ დაზიანება შეიძლებოდა ყოფილიყო დაცემის შედეგი. გარდა ამისა, სასამართლო დარწმუნებული არ არის მთავრობის წარმოდგენილ არგუმენტში და კვლავ აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია არავითრი განმარტება, ზემოაღნიშნულ გარემოებებში, რატომ დაუყოვნებლივ არ გამოიძახეს ექიმი, რათა განმცხადებლისათვის აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დოკუმენტურად დაედასტურებინა მისი დაზიანებები.
47. გარდა ამისა, მთავრობა, იმის განსაზღვრისას, არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფორმა კვალიფიცირდეს თუ არა, როგორც წამება, გასათვალისწინებელია მე–3 მუხლში ჩადებული განსხვავება ამ ცნებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას შორის. სასამართლომ უკვე აღნიშნა წინა საქმეებში, რომ არსებობდა ასეთი განზრახვა, კონვენციას განსაკუთრებულად სამარცხვინოდ აღენიშნა, მოცემულ განსხვავებებზე დაყრდნობით, ისეთ არაადამიანურ მოპყრობას, რაც იწვევს სერიოზულ და სასტიკ დაზიანებებს. გარდა მოპყრობის სისასტიკის ზღვარისა, არსებობს კიდევ მიზნობრივი ელემენტი, რომელიც წამებას განსაზღვრავს სასტიკი ტკივილის განზრახ მიყენების ან გარკვეული მიზნისათვის დაზიანების გაგებით, რომელთა შორისაც inter alia შეიძლება იყოს ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 114, ECHR 2000‑VII). სასამართლოს თანმიმდევრული მიდგომით, მოპყრობა ითვლება „არაადამიანურად“, თუ წინასწარ არის განზრახული, გამოიყენება რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად და იწვევს ან სხეულის დაზიანებას ან ინტენსიურ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ზიანს. მოპყრობა იქნება „ღირსების შემლახველი“, თუ იგი მსხვერპლში აღძრავს შიშს, ტანჯვას და არასრულფასოვნების განცდას, რასაც შეუძლია მისი დამცირება და დაკნინება (იხ. ზემოთ მოყვანილი Kudła–სსაქმე, § 92). საკითხი, არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო თუ არა მსხვერპლის დამცირება და დაკნინება, გასათვალისწინებელია, თუმცა, ამგვარი მიზნის არარსებობა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს მე–3 მუხლის დარღვევას (მაგალითისთვის იხ. Peers v. Greece, no. 28524/95, § 74, ECHR 2001-III, დაKalashnikov v. Russia, no. 47095/99, § 101, ECHR 2002-VI).
48. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ იგი დადასტურებულად მიიჩნევს განმცხადებლის ცემის ფაქტს პოლიციის ოფიცერთა მხრიდან და ამ ცემის შედეგად, დაზიანებათა მიყენებას. სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ გარემოებას, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია განმცხადებლის მიმართ ძალის გამოყენება. საკამათო არასოდეს ყოფილა, რომ განმცხადებელი არ შეეწინააღმდეგა დაკავებას, შეეცადა გაქცევას ან არ დაემორჩილა კანონიერ მითითებებს პოლიციის ოფიცერთა მხრიდან. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ დაკავების ან შემდგომი პატიმრობის რაიმე მომენტში იგი დამუქრებოდა პოლიციის ოფიცრებს, მაგალითად, იარაღის საჯარო გამოჩენით ან მათზე თავდასხმით (ამისგან განსხვავებულად, იხ. Necdet Bulutv. Turkey, no. 77092/01, § 25, 20 ნოემბერი, 2007, დაBerliÿski v. Poland, nos. 27715/95 და 30209/96, § 62, 20 ივნისი, 2002). ამგვარად, ჩანს, რომ მოპყრობა განმცხადებლის მიმართ იყო საპასუხო ხასიათის და მიზნად ისახავდა განმცხადებლის იძულებას, მიეცა ჩვენება. გარდა ამისა, განმცხადებლის მიმართ მოპყრობას უნდა გამოეწვია განმცხადებლის ფსიქიკური და ფიზიკური დაზიანება, თუმცა, უეჭველია, რომ მას შედეგად არ მოჰყოლია ჯანმრთელობის ხანგრძლივი დაზიანება.
49. შესაბამისად, ითვალისწინებს რა განმცხადებლის დაზიანებათა ბუნებასა და მათ ხარისხს, სასამართლო ასკვნის: სახელმწიფო, მე–3 მუხლის თანახმად, პასუხისმგებელია იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რაც განმცხადებლის მიმართ განხორციელდა პოლიციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, დაირღვა ამ მუხლის დებულებები.
(c) გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობა
49. სასამართლო კვლავ იმეორებს: თუ პირი აღძრავს დასაბუთებად სასარჩელო მოთხოვნას, რომ მას არასათანადოდ მოეპყრა პოლიცია მე-3 მუხლის დარღვევით, ეს დებულება, წაკითხული კონვენციის 1-ლი მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს ზოგად მოვალეობასთან ერთად - „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციაში .... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“ - ირიბად მოითხოვს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიების ჩატარებას. გამოძიების ვალდებულება არის „არა შედეგის, არამედ საშუალებების“: არ არის აუცილებელი, რომ ყველა გამოძიება იყოს წარმატებული ან მივიდეს შედეგამდე, რომელიც თანხვდება განმცხადებლის ხედვას მოვლენების შესახებ; თუმცა, მან პრინციპულად უნდა შეძლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და თუ დადასტურდა, რომ ბრალდებები მართალია, პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ამდენად, არასათნადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებები უნდა გამოიძიონ ამომწურავად. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიღოს სერიოზული ძალისხმევა იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა და გამოძიების დასახურად ან თავიანთი გადაწყეტილების საფუძვლად არ უნდა დაეყრდნონ სწრაფ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს. მათ უნდა გადადგან ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი, რათა დაიცვან შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, inter alia, მომწმეთა ჩვენებების, სასამართლოს ექსპერტის მტკიცებულებებისა და სხვ. ჩათვლით. ნებისმიერი შეცდომა გამოძიებაში, რაც ძირს უთხრის იმ შესაძლებლობას, რომ დადგინდეს დაზიანებათა მიზეზი ან პასუხისმგებელ პირთა ვინაობა, ქმნის ამ სტანდარტთან შეუსაბამობის რისკს (სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, იხ. Mikheyev–ისზემოხსენებული საქმე, § 107 et seq., დაAssenov and Others v. Bulgaria, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Reports 1998‑VIII, § 102 et seq.).
50. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია განმცხადებლის მიამრთ არასათანადო მოპყრობაზე მე–3 მუხლის მიედვით (იხ. ზემოთ 53–ე მუხლი). აქედან გამომდინარე, განმცხადებლის სარჩელი ამასთან დაკავშირებით არის „დასაბუთებადი“. ამდენად, ხელისუფლება ვალდებული იყო, რომ ჩაეტარებია იმ გარემოებათა ეფექტიანი გამოძიება, რომელშიც განმცხადებელმა მიიღო დაზიანებები (იხ. Krastanov v. Bulgaria, no. 50222/99, § 58, 30 სექტემბერი, 2004).
51. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ხელისუფლების ორგანოებმა ჩაატარეს წინასწარი გამოძიება და შეიტყვეს, რომ განმცხადებელი სცემეს, რასაც არ მოჰყოლია დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნა. სარჩელები განმცხადებლის არასათანადო მოპყრობასთნ დაკავშირებით ასევე გაიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა ორ დონეზე. სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, ჩატარდა თუ არა მოკვლევა, რამდენადაც ის, რომ მხარეებმა არც კი განიხილეს, ჩატარდა თუ არა ის, ისევე როგორც ჩატარდა თუ არა იგი მონდომებით, მიიღეს თუ არა გადაწყვეტილება პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიკაციისა და სიხლის სამართლებრივი დევნის და, შესაბამისად, იყო თუ არა გამოძიება „ეფექტიანი“.
52. სასამართლო კვლავ იმეორებს: განმცხადებელი სრულიად ენდობოდა პროკურორს, რომ შეაგროვებდნენ მისი სარჩელის დამადასტურებელ ყველა აუცილებელ მტკიცებულებას. პროკურორს ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოსილება, დაეკითხა პოლიციის ოფიცრები, გამოეძახებინა მოწმეები, მმოენახულებინა შემთხვევის ადგილი, შეეგროვებინა სასამართლოს ექსპერტის მტკიცეულებები და გადაედგა სხვა გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯები განმცხადებლის ხედვის სიმართლის დასადგენად. მის როლს ჰქონდა კრიტიკული მნიშვნელობა არა მხოლოდ დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, არამედ განმცხადებლის მიერ სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებებისკენ სწრაფვაში, რითაც ის გამოასწორებდა მიღებულ ზიანს (იხ. ზემოთ 28–ე პუნქტი).
53. აქედან გამომდინარე, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს პროკურორის გამოძიების დაუყოვნებლობას, როგოც ერთგვარ საზომს ხელისუფლების გადაწყვეტილებისა, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისგმებელია განმცხადებლის არასათანადო მოპყრობაზე (იხ. Selmouni v. France [GC], no. 25803/94, §§ 78 და 79, ECHR 1999-V). წინამდებარე საქმეში განმცხადებელმა არასათანადო მოპყრობის შესახებ სარჩელით იმართა ოქტიაბრსკის ოლქის პროკურორს 2001 წლის 9 აგვისტოს (იხ. სემოთ მე–13 პუნქტი). როგორც ჩანს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მაშინვე, შეიტყო რა ცემის ბრალდების შესახებ.
54. თუმცა, ამომწურავ გამოძიებასთან დაკავშირებით, სასამართლო შენიშნავს რამდენიმე შეცდომას, რამაც სერიოზულად გამოუთხარა ძირი მის სანდოობასა და ეფექტიანობას. პირველი, საფუძვლიანად არ შეუფასებიათ განმცხადებლის დაზიანებათა რაოდენობა და ბუნება. სასამართლოსათვის ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სასამართლოს ექსპერტს განმცხადებლის პირვანდელი შემოწმება დაავალა იმავე გამომძიებელმა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო განმცხადებლის ცემის მოწმე (იხ. ზემოთ 48–ე პუნქტი). გარდა ამისა,სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ სათანადო სამედიცინო შემოწმება არსებითი დაცვითი მექანიზმია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ. სასსამართლოს ექიმს უნდა ჰქონდეს ფორმალური და de facto დამოუკიდებლობა, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალიზირებული ტრენინგი და ფლობდეს ფართო მანდატს (იხ. Akkoç v. Turkey, nos. 22947/93 და 22948/93, § 55 and § 118, ECHR 2000‑X). როცა ექიმი წერს დასკვნას იმ პირის სამედიცინო შემოწმებაზე, რომელიც უჩივის არასათანადო მოპყრობას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა დაადგინოს არასათანადო მოპყრობის ბრალდებასთან შეასაბამისობის ხარისხი. დასკვნები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა ხარისხით დასტურდება არასათანადო მოპყრობის ბრალდება, უდა გახდეს შესაძლო განსხვავებული დიაგნოზების გარშემო დისკუსიის საფუძველი (დაზიანებები, რომლებიც არ უკავშირდება არასათანადო მოპყობას – დაზიანებები, რომლებიც თავის თავს მიაყენა პირმა – დაავადებები). ეს წინამდებარე საქმეში არ გაკეთებულა. 2001 წლის 13 აგვისტოს დასკვნაში მან არა თუ სათანადოდ არ დაადასტურა განმცხადებლის დაზიანებები, არამედ არც აღუნიშნავს განმცხადებლის მიერ არასათანადო მოპყრობის ბრალდებასთან შესაბამისობის ხარისხი (იხ. ზემოთ 48–ე პუნქტი).იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის პირველ დასკვნას ახლდა სერიოზული ხარვეზები, სასამართლოს აზრით, დასანანია, რომ ექსპერტის დამატებითი შემოწმება მხოლოდ 2001 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა, როცა თითქმის 4 თვე იყო გასული განმცხადებლის არასათანადო მოპყრობიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის დამატებითი დასკვნის დაგვიანებით მოთხოვნამ, სხვასთან ერთად, გამოიწვია სერიზული განსხვავება ექიმის პირველ დასკვნასა (ლიპეტსკის რეგიონულ საავადმყოფოში განმცხადებლის შემოწმების შემდეგ) და სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნებს შორის.
55. ასევე სასამართლოს აზრით, გასაოცარია, რომ 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას, ასისტენტმა პროკურორმა არ გაითალისწინა სამედიცინო ხასიათის მტკიცებულებები, შეგროვებული მოკვლევის დროს და, უბრალოდ, უკუაგდო განმცხადებლის სარჩელები, რადგან ის დაჟინებით ითხოვდა დახმარებას მისი ადვოკატის მეშვეობით (იხ. ზემოთ მე–18 პუნქტი). მხოლოდ 2001 წლის 7 დეკემბერს გადახედა ხელახლა ასისტენტმა პროკურორმა ექსპერტისა და საავადმყოფოს დასკვნებს, სადაც ჩამოთვილი იყო განმცხადებლის დაზიანებები (იხ. ზემოთ 21–ე პუნქტი). თუმცა, იგი შემოიფარგლა ექსპერტის დასკვნების ოდენ შერჩევით გამეორებით(იხ. ზემოთ 21–ე პუნქტი) და არ ცდილა მის ხელთ არსებულ სამედიცინო მტკიცებულებათა განხილვას ან მისი დასკვნების დაყრდნობას ამ მტკიცეულებებზე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო შეწუხებულია, რომ „ობიექტური“ მტკიცეულებების ბაკლებობა – რაც შეიძლება ყოფილიყო სამედიცინო დასკვნებში – შემდგომში გახდა ასისტენტი პროკურორი გადაწყვეტილების საფუძველი, არ დაწყებულიყო სისხლის სამართალწარმოება პოლიციის ოფიცერთა წინააღმდეგ (იხ. ზეოთ 21–ე პუნქტი“.
56. მეორეც, სასამართლო შენიშნავს შერჩევით და არათანმიმდევრულ მიდგომას მტკიცებულებათა შეფასებისადმი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. სასამართლოსათვის წარდგენილი გადაწყვეტილებიდან აშკარაა, რომ პროკურორის ასისტენტი თავის დასკვნებს აყრდნობს მხოლოდ შემთხვევაში ჩართულ პოლიციის ოფიცერთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. გარდა ამისა, ამონარიდები განმცხადებლის ჩვენებებიდან ჩართული იყო გადაწყვეტილებაში, რომ არ დაწყებულიყო სისხლის სამართალწარმოება – პროკურორის ასისტენტმა ეს ჩვენება სარწმუოდ არ მიიჩნია, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ იგი ასახავდა პირად თვალსაზრისს და წარმოაჩენდა განმცხადებლის ბრალდებით ტაქტიკას. თუმცა, გამომძიებელმა სარწმუნოდ მიიჩნია პოლიციის ოფიცერთა ჩვენებები მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენებებს შეიძლებოდა წარმოეჩინა თავდაცვითი ტაქტიკა და მიზნად ჰქონოდა განმცხადებლის სარწმუნოობის შერყევა. სასამართლოს აზრით, ჩვენებათა შეფასებისას გამოძიების მხარემ გამოიყენა სხვადასხვა სტანდარტი, რამდენადაც განმცხადებლის მიცემული ჩვენება ჩაითვალა სუბიექტურად, ხოლო პოლიციის ოფიცერთა – არა. ამ უკანასკნელთა ჩვენებების სარწმუნოობა ასევე კითხვის ნიშნის ქეშ უნდა დამდგარიყო, რადგან გამოძიებას უნდა დაედგინა, ეკისრებოდა თუ არა ოფიცრებს დისციპლინარული ან სისხლის სამართლისპასუხისმგებლობა (იხ. Ognyanova and Choban v. Bulgaria, no. 46317/99, § 99, 23 თებერვალი, 2006).
57. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ პროკურორის ასისტენტის გადაწყვეტილება არ მოიცავს სხვა მოწმეთა არანაირ ჩვენებას, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ოფიცრები. რამდენადაც საგამოძიებო ორგანობეს არ მიაწოდეს ინფორმაცია იმ პირთა ვინაობის შესახებ, ვინც, შესაძლოა, ნახა განმცხადებელი პოლიციის განყოფილებაში ან მოგვიანებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ან, შესაძლოა, ყოფილიყო მისი ცემის მოწმე, მათ თავიანთი ინიციატივით უნდა გადაედგათ ნაბიჯები შესაძლო თვითმხილველების გამოსავლენად. გარდა ამისა, როგორც ჩანს, გამომზიებელს არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმ შენობის ჩხრეკისათვის, სადაც განმცხადებელს არასათანადოდ მოეპყრნენ. ამდენად, სასამართლო ადგენს, საგამოძიებო ხელისუფლების მარცხი – მოეპოვებინათ დამამტკიცებელი მტკიცებულებები, ასევე მიკერძოებული მიდგომა პოლიციის ოფიცრებისადმი უნდა ჩაითვალოს გამოძიების სერიოზულ ნაკლად (იხ.Aydın v. Turkey, 1997 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports 1997‑VI, § 106).
58. გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, საკვირველია, რომ ანგარიში 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ, რომლის თანახმადაც პირველად უკუაგდეს განმცხადებლის სარჩელები, შეადგინა პროკურორის იმავეასისტენტმა, რომელმაც მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება სამართალწარმოებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მისი სარჩელების განხილვისას ეროვნულსასამართლოებს არაფერი დაუდგენიათ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, რომლებიც განმცხადებლის დაზიანებებს შეეხებოდა (იხ. ზემოთ 25–ე პუნქტი). მათ დაადგინეს, რომ განმცხადებლის ბრალდებები არ იყო „დამარწმუნებელი“, რასაც დაადასტურებდა პოლიციის ოფიცერთა ჩვენებები. ორივემ – საქალაქო და საოლქო სასამართლოებმა – დიდწილად საფუძვლად აიღეს პროკურორის ასისტენტის 2001 წლის 7 დეკემბრის დასკვნა. ფაქტობრივად, ისე ჩანს, რომ ეროვნულ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა არ გაუღია იმისათვის, რომ პასუხი მოეთხოვა დამანშავეთათვის არასათანადო მოპყრობაში.
59. რუსეთის ხელისუფლების ზემოხსენებულ შეცდომათა გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის არასათანადო მოპყრობის ბრალდებასთან დაკავშირებული ჩატარებული გამოძიება არ იყო ამომწურავი, ადეკვატური და ეფექტიანი. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე–3 მუხლის პროცედურული მხარე.
1. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
60. განმცხადებელი ჩიოდა კონვენციის მე–5 მუხლის, მე–6 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებისა და მე–13 მუხლის საფუძველზე, რომ იგი დააკავეს უკანონოდ, რომ მან ვერ ისარგებლა ადვოკატის დახმარებით 2001 წლის 7 აგვისტოს და რომ ადვოკატი არ დაუბარებიათ პროკურორის ასისტენტის მხრიდან დაკითხვაზე 2001 წლის 19 ოქტომბერს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს, განეხილათ მტკიცებულებათა გარკვეული ნაწილი, რომ არ დააკამყოფილეს მისი მოთხოვნა ექსპერტთა მიერ სხვადასხვა შემოწმების ჩატარებაზე და რომ საგამოძიებო ხელისუფლებებმა და ეროვნულმა სასამართლოებმა დაუშვეს სხვადასხვა პროცედურული დარღვევა.
61. თუმცა, მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ვერ ხედავს კონვენციითათუ მისიოქმებით დადგენილი უფლებებისა და თავისუფლებების სხვა დარღვევათა გამოვლინებებს. აქედან გამომდინარეობს, რომ განცხადების ეს ანწილი დაუშვებლად უნდა ცნოს, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, კონვენციის 35–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტების თანახმად.
2. კონვენციის 41–ე მუხლის გამოყენება
62. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად
„თუ სასამართლო დაადგენს, რპომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა) ზიანი
63. განმცხადებელი ითხოვდა 170,000 ევროს (ევრო) არამატერიალური ზიანისათვის.
64. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თნხა იყო გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი.
65. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას არამატერიალური ზიანისადმი, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ: პირველი – არ შიძლება განმცხადებელს მოეთხოვოს რაიმე დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არამატერიალური ზიანისათვის (იხ. Gridin v. Russia, no. 4171/04, § 20, 1 ივნისი, 2006). გარდა ამისა, სასამართლო ადგენს, რომ მან წინამდებარე საქმეში აღმოაჩინა განსაკუთრებით მძიმე დარღვევები. სასამართლო აღიარებს, რომ განმცხადებელმა განიცადა დამცირება და ფიზიკური ტკივილი მასე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო. ამასთან, მან ვერ ისარგებლა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიებით არასათანადო მოპყრობაზე მისი სარჩელების გარშემო. ამ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლისადმი მიყენებული ზიანისა და მისი იმედგაცრუების კომპენსაცია შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დარღვევის აღიარებით. მიუხედავად ამისა, მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული ჩანს. აფასებს რა სამართლიან საწყისებზე, სასამართლო განმცხადებელს აკუთვნებს 15,000 ევროს არამატერიალური ზიანისათვის, პლუს ნებისმიერი სახის გადასახადს, რითაც ეს თანხა შეიძლება დაიბეგროს.
ბ) ხარჯები და დანახარჯები
66. განმცხადებლებს არ წარმოუდგენიათ მოთხოვნა ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად არც ეროვნულ სასამართლოებში და არც სასამართლოში და სასამართლო არ მოითხოვს ამ საკითხის მისი ინიციატივით განხილვას.
გ) საურავი
67. სასამართლო შესაფერისად თვლის, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური ნიხრით, რასაც უნდა დაემატოს თანხის სამი პროცენტი.
ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს პოლიციის ოფიცერთა მხრიდან განმცხადებლის არასათანადო მოპყრობასა და შემთხვევის გამოძიების არაეფექტიანობასთან დაკავშირებულ სარჩელებს არსებით განხილვაზე დაშვებულად და განაცხადის დარჩენილ ნაწილს – დაუშვებლად;
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე–3 მუხლის არსებითი და პროცედურული მხარე;
3. ადგენს:
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, გადაუხადოს განმცხადებელს 15,000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო) არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსულ რუბლებში, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური კურსით, პლუს ნებისმიერი სახის გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა;
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადახდის დღემდე ამ თანხაზე დაეკისრება საურავი იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისთვის განკუთვნილ მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამ პროცენტიანი განაკვეთი;
4. უარყოფს განმცხადებლის სხვა პრეტენზიებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობითი სახით 2009 წლის 8 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების შესაბამისად.
სორენ ნილსენი ხრისტოს როზაკისი
რეგისტრატორი პრეზიდენტი