სლიუსარევი რუსეთის წინააღმდეგ
Slyusarev v. Russia
საჩივრის ნომერი: - 60333/00
მოპასუხე სახელმწიფო: რუსეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 20/04/2010
შედეგი:
დაირღვა მე–3 მუხლი(მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი)
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 3) წამების აკრძალვა
(მუხლის 3) დამამცირებელი მოპყრობა
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 129
აპრილი 2010
სლიუსარევი რუსეთის წინააღმდეგ - 60333/00
გადაწყვეტილება 20.4.2010 [სექცია III]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
პატიმრობაში მყოფი დეფექტური მხედველობის მქონე პირისათვის სათვალის გადაუცემლობა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი 1998 წლის ივლისში შეიარაღებული ყაჩაღობის ჩადენის ეჭვის საფუძველზე დააკავეს. მომჩივნის დაკავებისას დაზიანდა მისი სათვალე, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან სათვალის ჩამორთმევა. აპლიკანტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მან, ასევე მისმა ცოლმა რამდენიმეჯერ მოითხოვეს სათვალეების დაბრუნება, მან 1998 წლის დეკემბრამდე ვერ დაიბრუნა იგი. ამ დროის განმავლობაში, შესაბამისი პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, 1998 წლის სექტემბერში, იგი გასინჯა ოფთალმოლოგმა, რომელმაც დაადგინა, რომ მისი მხედველობა გაუარესდა და გამოუწერა ახალი სათვალეები, რომელიც მომჩივანმა 1999 წლის იანვარში მიიღო.
სამართალი – მუხლი 3: მომჩივანს საშუალო სირთულის ახლომხედველობა აწუხებდა. ამგვარად, რამდენიმე თვის განმავლობაში სათვალეების გარეშე ყოფნას ყოველდღიურ ცხოვრებაში მისთვის სერიოზული სტრესი უნდა გამოეწვია და გაეზარდა დაუცველობისა და უმწეობის განცდა. მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ 1998 წლის დეკემბრის დასაწყისამდე იგი არ იყო საქმის კურსში, რომ მომჩივანი სათვალეების დაბრუნებას ითხოვდა, საგამოძიებო ორგანოებს წესით კარგად უნდა სცოდნოდათ მომჩივნის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, ვინაიდან სექტემბერში მათ მიიღეს ინსტრუქციები, რომ აპლიკანტი ოფთალმოლოგს გაესინჯა. ასევე მომჩივნის ცოლიც ითხოვდა მისი ძველი სათვალის დაბრუნებას. მიუხედავად მომჩივნის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ არსებული ინფორმაციისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს დასჭირდათ ორთვენახევარი სათვალეების დასაბრუნებლად. მთავრობამ ვერ ახსნა თუ რატომ დასჭირდათ კიდევ დამატებითი ორთვენახევარი მომჩივნისათვის ახალი სათვალეების მისაცემად, ოფთალმოლოგის მიერ სათვალეების გამოწერის შემდეგ. ამგვარად, გასაჩივრებული მოპყრობა ფართო მოცულობით მიეკუთვნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხოლო გამოწვეული ტანჯვის დონე და ხანგძლივობა იყო დამამცირებელი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაყენებულა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes