ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
Austin and others v. the United Kingdom
საჩივრის ნომერი: 39692/09, 40713/09, 41008/09 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: გაერთიანებული სამეფო
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 15/03/2012
შედეგი: მე-5 მუხლი არ დარღვეულა - უფლება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე (მუხლი 5.1 - თავისუფლების აღკვეთა)
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 5) უფლება თავისუფლებასა და უსაფრტხოებაზე
(მუხლი 5.1) თავისუფლების აღკვეთა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მარტი 2012
აუსტინ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC] - 39692/09
გადაწყვეტილება 15.3.2012
მუხლი 5
მუხლი 5-1
თავისუფლების შეზღუდვა
მშვიდობიანი დემონსტრაციის მოქცევა პოლიციის კორდონში შვიდი საათის განმავლობაში: მე-5 მუხლი არ გამოიყენება; დარღვევას არ ქონია ადგილი
ფაქტები - 2001 წლის 1 მაის, ლონდონში გაიმართა დიდი დემონსტრაცია კაპიტალიზმის და გლობალიზაციის წინააღმდეგ. ორგანიზატორებს არ შეუტყოვბინებიათ პოლიციისთვის მათი განზრახვის შესახებ. საჯარო მასალები, რომლებიც დარიგდა მანამდე მოიცავდა მოწოდებას ძარცვისკენ, ძალადობისკენ და მრავალი პროტესტისკენ ლონდონის ფარგლებში. ინფორმაცია, რომელიც გააჩნდა პოლიციას მიუთითებდა, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად, 500-დან 1000 მოძალადე და დაპირისპირებადი ინდივიდები აპირებდნენ დასწრებას. ადრეულ ნაშუადღევს, დიდი რაოდენობა მოსახლეობის დაიძრა ოქსფორდის წრის მიმართულებით და განსახილველი მოვლენების დროისთვის, დაახლოებით 3000 პირი იყო აღნიშნულ წრეში, ხოლო რამდენიმე ათასი შეკრებილი გარე ქუჩებზე. იმისათვის, რომ დაეცვა მოსახლეობა და საკუთრება, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო შეეკავებინათ ხალხის მასა კორდონის ორგანიზებით, მოცემული ტერიტორიის ყველა გამოსასვლელთან. კორდონის შიგნით და მის გარეთ არსებული პირების მხრიდან ძალადობისა და ძალადობის რისკის გამო და პრობლემების შემქმნელი ეჭვმიტანილი პირების ჩხრეკისა და იდენტიფიცირების პოლიტიკის მიზნით, ბევრი მშვიდობიანი დემონსტრანტი და გამვლელი, მათ შორის მომჩივანები არ იყვნენ გამოშვებულნი კორდონიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.
ამ მოვლენების შემდეგ, პირველმა მომჩივანმა უმაღლეს სასამართლოში წარადგინა ტესტი საქმე ზიანის გამო უკანონო პატიმრობისა და მისი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევისთვის. მისი საჩივარი უარყოფილ იქნა და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა გასაჩივრების შემდეგაც. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით*, ლორდთა პალატამ დაადგინა, რომ ადგილი არ ქონია თავისუფლების შეზღუდვას კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით, რადგან პოლიციის განზრახვა იყო დაეცვა როგორც დემონსტრანტები, ასევე ქონება ძალადობისგან და შეზღუდვა გაგრძელდა მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო აღნიშნული მიზნის მისაღწევად. მისი მოსაზრებით, ტერიტორიაზე შეკავება ან გადაადგილებაზე შეზღუდვა და შემფარდებელთა განზრახვები იყო რელევანტური იმის დასადგენად, რამდენად ქონდა ადგილი თავისუფლების უფლების შეზღუდვას და რამდენად მასის კონტროლის ღონისძიებები იყო პროპორციული და განხორციელებული კარგი განზრახვით, საზოგადოების ინტერესების სახელით და რამდეანდ არ არღვევდა, მე-5 მუხლით გათვალისწინებულ, იმ ინდივიდების უფლებებს, რომლებიც იყვნენ ხალხის მასაში და შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება.
კანონი – მუხლი 5 § 1: ეს გახლდათ პირველი საქმე, სადაც სასამართლომ განიხილა მე-5 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება “კეტტლინგ” ან პოლიციის მიერ, საჯარო წესრიგის მიზნებისთვის, პირთა ჯგუფის შეზღუდვაზე. შემდეგი ზოგადი პრინციპები გახლდათ განსაკუთრებით რელევატური ამ კონტექსტში:
(ა) პოლიციას უნდა მიენიჭოს დისკრეციის გარკვეული ფარგლები ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დროს. მე-5 მუხლი არ შეიძლება იქნეს ისე განმარტებული, რომ იქცეს არაპრაქტიკულად პოლიციის მიერ მისი ვალდებულებების შესრულების დროს, იმისათვის რომ შეინარჩუნოს წესრიგი და დაიცვას საზოგადოება, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაიცვან მე-5 მუხლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, დაიცვან ინდივიდი თვითნებობისგან.
(ბ) მე-5 მუხლის პირველი ნაწილი არ ეხება მხოლოდ გადაადგილების თავისუფლების მარტოოდენ შეზღუდვას, რაც დარეგულირებულია მე-4 ოქმის მე-2 მუხლით (რომელი ოქმის რატიფიცირებაც გაერთიანებულ სამეფოს ჯერ არ მოუხდენია). იმისათვის, რომ დადგინდეს ვინმეს რამდენად “შეეზღუდა თავისუფლება” მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, დაწყისი ეტაპი უნდა იყოს მისი კონკრეტული სიტუაცია და ყურადღება უნდა მიექცეს მთელ რიგ კრიტერიუმებს, როგორიცაა ტიპი, ხანგრძლივობა, ეფექტი და განსახილველი ღონისძიების იმპლემენტაციის ხასიათი. განსხვავება თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესების იყო ხარისხის ან ინტენსივობის და არა ხასიათის ან შინაარსის მიხედვით.
(ც) განსახილველი ღონისძიების უკან არსებული მიზანი არ უნდა ყოფილიყო მიღებული მხედველობაში, როდესაც ხდებოდა იმის გადაწყვეტა რამდენად ქონდა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას (თუმცა ეს შეიძლება იყოს რელევანტური შემდგომი შესწავლისათვის, თუ რამდენად იყო დასაბუთებული თავისუფლების შეზღუდვა მე-5 მუხლის პირველი ნაწილის რომელიმე პუნქტის მიხედვით).
(დ) ამის საპირისპიროდ, კონტექსტი, რომელშიც მოცემული ღონისძიება იქნა გატარებული მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად მოუწოდებდნენ აეტანად გადაადგილების თავისუფლებაზე დროებითი შეზღუდვები გარკვეულ კონტექსტებში, ისეთში როგორიცაა მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტრასაზე ან ფეხბურთის თამაშზე დასწრება. მოცემული ხშირად გამოყენებადი შეზღუდვები არ შეიძლება სწორედ დახასიათდეს როგორც “თავისუფლების შეზღუდვა” მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობის გათვალისწინებით, იმ ფარგლებში, რომელშიც ისინი გამოყენებულია თავიდან აცილების შეუძლებლობით, როგორც შედეგი გარემოებების ხელისუფლების კონტროლის გარეთ, აუცილებელი იყო რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სერიოზული დაზიანების ან ზიანის რეალური რისკის თავიდან აცილება და დაყვანილი იყო მონიმუმამდე. რაც აუცილებელი იყო ამ მიზნისთვის.
მომჩივანის საქმის ფაქტებს თუ დავუბრუნდებით, სასამართლომ აღნიშნა რომ სამი კვირის სასამართლო განხილვებისა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, სხდომის მოსამართლემ დაადგინა, რომ პოლიცია მოელოდა “უკიდურესი ბირთვის” 500-დან 1000 მოძალადე დემონსტრანტს, ოქსფორდის წრიდან, დაახლოებით დღის 4 საათზე და არსებობდა რეალური რისკი სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიკვდილის და საკუთრების დაზიანების თუ ბრბო ეფექტურად არ იქნებოდა გაკონტროლებული. მათთვის იყო სიურპრიზი, როდესაც დაახლოებით 1,500 პირი შეიკრიბა აღნიშნულ ადგილას ორი საათით ადრე და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აბსოლუტური კორდონი უნდა ყოფილიყო შემოღებული, რათა მომხდარიყო ძალადობის და დაზიანების და ზიანის რისკის პრევენცია. დღის 2.20 საათზე, როდესაც სრული კორდონი იქნა შემოღებული, შეკრებილ ხალხში არავინ არ იყო თავისუფალი რომ დაეტოვებინა ტერიტორია ნებართვის გარეშე. კორდონის შიგნით არსებობდა ტერიტორია პირებისთვის იმისათვის, რომ გადაადგილებულიყვნენ, მაგრამ პირობები არაკომფორთული იყო, არანაირი თავშესაფრით, საკვებით, წყლით ან ტუალეტის შესაძლებლობებით. მიუხედავად იმისა, რომ დღის მეორე ნახევარში და საღამოს, პოლიციამ სცადა დაეწყო პირთა გამოშვება, მათი ეს მცდელობები განმეორებით შეჩერდა, რადგან ადგილი ქონდა ძალადობრივ და თანამშრომლობის საწინააღმდეგო საქციელით მნიშვნელოვანი უმცირესობის მხრიდან, როგორც კორდონის შიგნით, ისე გარეთ და სრული დაშლა არ დასრულდა საღამოს 9:30 საათამდე. თუმცა, დაახლოებით 400 ინდივიდს, ვინც ნათლად შეიძლება იდენტიფიცირებულნი ყოფილიყვნენ, როგორც ისინი, ვინც არ მონაწილეობდა დემონსტრაციაში ან იმათ, ვინც სერიოზულად დაზიანდა შეზღუდვით, მიეცა ნებართვა დაეტოვებინა ტერიტორია მანამდე.
ზემოაღნიშნული დასკვნების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ხასიათი კორდონის შიგნით არსებული შებოჭვის, მისი ხანგრძლივობა; და მისი ეფექტი მომჩივანებზე, ფიზიკური დისკომფორტის კუთხით და შეუძლებლობა რომ მათ დაეტოვებინათ ოქსფორდის წრე, მიუთითებდა თავისუფლების აღკვეთაზე. თუმცა, სასამართლოს აგრეთვე მხედველობაში უნდა მიეღო განსახილველი ღონისძიების “სახე” და “იმპლემენტაციის ხასიათი” რადგან კონტექსტი, რომელშიც ღონისძიება იქნა გამოყენებული, მნიშვნელოვანი იყო.
კორდონი შემოღებულ იქნა იმისათვის, რომ მომხდარიყო საშიშ და ძალადობრივ პირობებში დიდი მასა პირების იზოლაცია და შებოჭვა. შებოჭვის ღონისძიება იქნა არჩეული სხვა უფრო უხეშ მეთოდებთან შედარებით, რომლებსაც შეიძლება გამოეწვიათ დაზიანების უფრო დიდი რისკი. მოცემულ სასამართლოს არ ქონია რაიმე მიზეზი, რათა გადაეხვია მოსამართლის დასკვნისაგან, რომლის მიხედვით ამ გარემოებებში აბსოლუტური კორდონი გახლდათ ყველაზე ნაკლებად ჩამრევი და ყველაზე მეტად ეფექტური საშუალება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სერიოზული დაზიანების ან ზიანის სერიოზული რისკი. ამ კონტექსტში, სასამართლო არ დაეთანხმა იმას, რომ კორდონის გამოყენება წარმოადგენდა “თავისუფლების შეზღუდვას”. მართლაც, მომჩივანებს ეს სადავოდ არ გაუხდიათ, როდესაც ეს პირველად იქნა გამოყენებული, მათ ვინც იყვნენ კორდონში დაყოვნების გარეშე შეეზღუდათ მათი თავისუფლება და სასამართლოს არ შეეძლო დაედგინა მომენტი მას შემდეგ რაც შებოჭვა შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ შეიცვალა იმისგან განხსვავებით თუ რაც იყო ადრე, კერძოდ, შეზღუდვა გადაადგილების თავისუფლებაზე, თავისუფლების შეზღუდვა. გასაკვირი იყო, რომ სადღაც ხუთი წუთის შემდეგ რაც აბსოლუტური კორდონი იქნა შემოღებული, პოლიცია გეგმავდა დაეწყო კონტროლირებადი გამოშვება. მათ განახორციელეს რამდენიმე მცდელობა მას შემდეგ და შემდეგში ახდენდნენ სიტუაციის ახლო კონტროლს. შესაბამისად, მოცემული საქმის სპეციფიკური და საგამონაკლისო ფაქტების გათვალისწინებით, ადგილი არ ქონია თავისუფლების შეზღუდვას მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის. დასკვნის სახით, რადგან მე-5 მუხლის არ გამოიყენება, ადგილი არ ქონია ამ მუხლის დარღვევას მოცემულ საქმეში.
ამის მიუხედავად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ მასის კონტროლის მოცემული ღონისძიებები არ უნდა გამოყენებულიყო ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ რათა პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაეხშო ან დაეშალა პროტესტი, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობის გათვალისწინებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში. რომ არ დარჩენილიყო აუცილებლობა, რომ პოლიციას გამოიეყენებინა და შეენარჩუნებინა აღნიშნული კორდონი, რათა მოეხდინა სერიოზული დაზიანების ან ზიანის პრევენცია, მოცემული ღონისძიების “ტიპი” იქნებოდა განსხვავებული და მისი იძულებითი და შემზღუდავი ხასიათი, შესაძლებელია, საკმარისი ყოფილიყო, რომ ის მოქცეულიყო მე-5 მუხლის მოქმედების ფარგლებში.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ქონია (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
* აუსტინ (FC) და სხვა მეტროპოლისის პოლიციის კომისრის წინააღმდეგ [2009] UKHL 5.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
.
Click here for the Case-Law Information Notes