მედვედევი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ

(Medvedyev and Others v. France)

საჩივრის ნომერი - 3394/03    PDF

მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 29/03/2010

შედეგი: წინასწარი განაცხადი დაუშვებლად გამოცხადდა (ratione materiae),

დაირღვა კონვენციის მე-5(1) მუხლი,

არ დარღვეულა კონვენციის მე-5(3) მუხლი,

არამატერიალური ზიანი - ანაზღაურება

განსხვავებული აზრი: კი

 

საკვანძო სიტყვები:

(მუხლი 1) ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება

(მუხლი 1) სახელმწიფოთა იურისდიქცია

(მუხლი 5) თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

(მუხლი 5-3) მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების სხვა მოხელის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა

(მუხლი 5-1) თავისუფლების აღკვეთა

(მუხლი 5-1) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება

(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი

(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება-{ზოგადი}

 

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

 

საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128

2010 წლის მარტი

 

მედვედევი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (GC) – 3394/03

გადაწყვეტილება 29.3.2010 (GC)

მუხლი 1

სახელმწიფოების იურისდიქცია

სახელმწიფოების პასუხისმგებლობა

ტერიტორიული იურისდიქცია ღია ზღვაში მოცურავე უცხო ქვექნის გემის დაკავებასთან დაკავშირებით

მუხლი 5

მუხლი 5-1

თავისუფლების აღკვეთა

კანონით დადგენილი პროცედურა

გადაადგილების შეზღუდვა უცხო ქვეყნის გემის ეკიპაჟისთვის რომელიც ღია ზღვაშია დაკავებული: დარღვევა 

მუხლი 5-3

მოსამართლის ან სხვა პირის წინაშე სწრაფად წარდგენა

პირველი წარდგენა მოსამართლის წინაშე ღია ზღვაში გემის დაკავებიდან ცამეტი დღის შემდეგ: არ არის დარღვევა

 

ფაქტები – მომჩივნები, უკრაინის, რუმინეთის, საბერძნეთის და ჩილეს მოქალაქეები იყვნენ ეკიპაჟის წევრები სავაჭრო გემზე სახელად “ვინერი”, რომელიც კამბოჯაში იყო რეგისტრირებული. საერთაშორისო დონეზე ნარკოტიკის ტრეფიკინგთან ბრძოლის გამო გემი მოექცა საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ ეჭვით რომ გემზე შესაძლოა ყოფილიყო დიდი ოდენობის ნარკოტიკი. 2002 წლის 7 ივნისის დიპლომატიურ ნოტაში კამბოჯამ თანხმობა განუცხადა ფრანგულ სახელმწიფო უწყებებს ემოქმედათ დანიშნულებისამებრ. საფრანგეთის საზღვო უწყების წარმომადგენლებმა გემი დააკავეს ღია ზღვაში კეიპ ვერდესთან და ესკორტით მიაცილეს გემი ბრესტის პორტში.

2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაში სასამართლოს პალატამ ერთხმად სცნო მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა და მიუთითა რომ მომჩივნების თავისუფლების შეეზღუდვა არ მომხდარა “კანონით დადგენილი წესის მიხედვით”. სასამართლომ ასევე დაადგინა ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ რომ მე-5-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის დარღვევას არ ჰქონია ადგილი. სასამართლომ მიუთითა რომ მომჩივნების წარდგენა “მოსამართლის ან მართლმსაჯულების სხვა წარმომადგენლის” წინაშე არ მომხდარა მე-5-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის ფარგლებში ვინაიდან ისინი წარდგნენ მოსამართლის წინაშე თავსიფულების აღკვეთიდან მეთხუთმეტე ან მეთექვსმეტე დღეს. მიუხედავად ამისა მომჩივნების პატიმრობის ვადა გამართლებული იყო გამონაკლისი გარემოებებით.

 

კანონი – მუხლი 1: ვინაიდან საფრანგეთს ჰქონდა სრული და ექსკლუზიური კონტროლი ვინერზე და მის ეკიპაჟზე, დე ფაქტო მაინც, მისი დაკავების მომენტიდან შეუზღუდავად, მომჩივნები იმყოფებოდნენ საფრანგეთის იურისდიქციის ქვეშ მუხლი 1-ის მიზნებისთვის; 

დასკვნა: მომჩივნები იურისდიქციის ფარგლებში (ერთხმად)

მე-5-ე მუხლი ნაწილი 1:

ა) გამოყენებადობა – მომჩივნები განთავსდნენ საფრანგეთის სპეციალური ძალების კონტროლის ქვეშ და მათი თავისუფლება შეზღუდული იყო ნაოსნობისას ვინაიდან გემის კურსი ფრანგული ძალების მიერ იყო განსაზღვრული. მას შემდეგ რაც მათ გემზე განხორციელდა ჩასხდომა მათი თავისუფლება შეიზღუდა მე-5-ე მუხლის ფარგელბში.

ბ) არსებითი მხარე - რაც შეეხება ღია ზღვაში ნარკოტიკების ტრეფიკინგს იმ ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება გემის ეკიპაჟზე რომელი ქვეყნის დროშის ქვეშაც დაცურავს გემი, ამ შემთხვევაში კამბოჯის;

მონტეგო ბეის კონვენცია* არ აყალიბებს არანაირ სამართლებრივ საფუძვლებს საფრანგეთის სახელმწიფო უწყებების მიერ ამ საქმეში განხორციელებული მოქმედების შესახებ. ვინაიდან კამბოჯა არ ყოფილა მონტეგო ბეის კონვენციის მხარე და ის ვერ იმოქმედებდა ამ კონვენციის დებულებებით როდესაც 2002 წლის 7 ივნისს გააგზავნა დიპლომატიური ნოტა. არც საფრანგეთის მოთხოვნა თანამშრომლობაზე კამბოჯის სახელმწიფო უწყებების მიმართ ჯდებოდა კონვენციის ფარგლებში ვინაიდან საფრანგეთს არ შეჰპარვია ეჭვი რომ ფრანგული დროშის ქვეშ მცურავი გემი იყო ეჭვმიტანილი ნარკოტიკის ტრეფიკინგში. ამავე დროს არ მტკიცდება მუდმივი პრაქტიკის არსებობა სახელმწიფოების მხრიდან როდესაც ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით დაშვებულია სახელმწიფოს ჩარევა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემის ნარკოტიკების უკანანო გადატანაში ჩართულობაზე გონივრული ეჭვის შემთხვევაში. ასევე დაუშვებელია იმის მტკიცება რომ გემის, რომლის მიმართაც არსებობდა გონივრული ვარაუდი სამხედრო გემით შესაძლო დაკავება, მისი ეროვნული კუთვნილების გარეშე, გამოყენებადია მოცმეულ საქმეზე რომლის გარემოებებიც არ შეეფერება ჰიპოთეზას.

რაც შეეხება შესაბამის ფრანგულ კანონმდებლობას, გარდა იმ ფაქტისა რომ მისი ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო ხელშეკრულებების, განსაკუთრებით კი ვენის კონვენციის** ინკორპორირება ეროვნულ კანონმდებლობაში, ის ვერ შეძლებდა ხელშეკრულებების ან დროშა სახლემწიფოს ექკლუზიური იურისდიქციის პრინციპის იგნორირებას.

ვინაიდან კამბოჯა არ იყო კონვენციის მხარე რომელიც ინკორპორირებული იყო ეროვნულ კანონმდებლობაში და ვინაიდან ვინერზე ფრანგული დროშა არ ფრიალებდა და ვინაიდან ეკიპაჟის არცერთი წევრი არი იყო ფრანგი, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისა რომ ფრანგული კანონის გამოყენება მომხდარიყო. არც იმის მტკიცება შეიძლება რომ ფრანგული კანონმდებლობა აკმაყოფილებდა სამართლებრივი სიცხადის ზოგად პრინციპებს ვინაიდანის ვერ აკმაყოფილებდა ხელმისაწვდომობის და განჭვრეტადობის საჭირო პირობებს: არა გონივრულია იმის მტკიცება რომ ღია ზღვაში კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟი შეძლებდა იმის განჭვრეტას - შესაბამისი რჩევითაც საფუძველზეც კი – რომ ისინი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ფრანგული იურისდიქციის ქვეშ მოხვდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონტეგო ბეის კონვენციის მიზანი იყო, inter alia, საზღვაო ჩვეულებითი სამართლის კოდიფიცირება ან თავმოყრა, მისი და დამატებითი ვენის კონვენციის, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზების საფუძველს წარმოადგენენ, დამოკიდებულება ღია ზღვაში ნარკოტიკების უკანონო ტრეფიკინგითან დაკავშირებით არ შეიცავდა აშკარა, შეთანხმებულ წესებს და პრაქტიკას ამ საკითხთან მიმართებით და არ სარგებლობდა კონსენსუსით საერთაშორისო დონეზე.

მონტეგო ბეის და ვენის კონვენციისგან, და ფრანგული კანონმდებლობისგან დამოუკიდებლად, კამბოჯამ განაცხადა თანხმობა დიპლომატიური ნოტის საფუძველზე ფრანგული სახელწმიფო უწყებების ჩარევაზე. მიუხედავად იმისა, რომ მონტეგო ბეის კონვენცია არ ეხებოდა მოცემულ საქმეს, ის არ უკრძალავდა სახელმწიფოს თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას ზღვაში ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ბრძოლაში. დიპლომატიური ნოტა არის საერთაშორისო სამართლის წყარო, რომელიც არის ხელშეკრულების ან შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი როდესაც ხდება სახელმწიფოებს შორის კონკრეტულ საქმეზე შეთანხმების, საერთო პოზიციის ფორმალურად ჩამოყალიბება, ან თუნდაც მაგალითად ცალმხრივი სურვილის ან მზაობის დაფიქსირება. ამ დიმპლომატიურმა ნოტამ მოახდინა კამბოჯის ხელისუფლების თანხმობის ოფიციალურად გაფორმება ვინერის დაკავებასთან დაკავშირებით. დიპლომატიური ნოტის ტექსტში მითითებული იყო “გემი ვინერი, რომელიც დაცურავს კამბოჯის დროშის ქვეშ”, შეთანხმების ერთადერთ საგანს წარმოადგენდა და გამოხატავდა თანხმობას დაკავებაზე, შემოწმებასა და მის მიმართ სამართლებრივი ქმედებების განხორციელებაზე. დიპლომატიურ ნოტაში ეკიპაჟის ბედი არ იყო საკმარისად ნათლად ჩამოყალიბებული და ამიტომ არ იყო დადგენილი რომ მათი თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებას რაც შეიძლება განხილული იყოს როგორც “აშკარად განსაზღვრული კანონი” სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ფარგლებში. დიპლომატიური ნოტა არც “განჭვრეტადობის” მოთხოვნას       აკმაყოფილებდა. არც სახელმწიფოს მოუხდენია საფრანგეთსა და კამბოჯას შორის ზღვაში კამბოჯის დროში ქვეშ მცურავი გემთან მიმართებით ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ბრძოლის არსებული და ჩამოყალიბებული პრაქტიკის დემონსტრირება; პირიქით, კამბოჯას არ მოუხდენია შესაბამისი კონვენციების რატიფიცირება, და ად ჰოც შეთანხმების გამოყენება დიპლომატიური ნოტის სახით, ორ სახელმწიფოს შორის მუდმივი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების არ არსებობის პირობებში მეტყველებს გამონაკლისის სახით და ერთჯერადი ფორმის თანამშრომლობაზე განხორციელებული სახელმწიფოს მიერ ამ საქმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს აღრევა განჭვრეტადობის დამნაშავისა რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება ნარკოტიკის ტრეფიკინგის გამო და იმ კანონის განჭვრეტადობისა რომელიც გამოყენებულია ჩარევის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება, რომელიც ითვლება დანაშაულად ეროვნული კანონმდებლობით გაათავისუფლებს სახელმწიფოს მათი პასუხისმგებლობისგან მიიღონ შესაბამისი კანონები, განსაკუთრებით კი ევროპული კონვენციის მე-5-ე მუხლი ნაწილი 1-თან მიმართებით და ამით არსს დააკარგვინებს ამ დებულებას.

სამწუხაროა რომ საერთაშორისო ძალისხმევა ღია ზღვაში ნარკოტიკის ტრეფიკინგთან ბრძოლის არ იყო უკეთესად კოორდინირებული პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარე. ფაქტია რომ როდესაც დროშა სახელმწიფო, როგორიცაა კამბოჯა ამ შემთხვევაში, არ არის მონაწილე სახელმწიფო მონტეგო ბეის ან ვენის კონვენციის, ასეთი სამართლებრივი ინსტრუმენტების ნაკლებობა რეგიონალურ ან ორმხრივი ინციატივების დონეზე რეალური არ არის. რეალურად კი ესეთი ინიციატივები ყოველთვის სახელმწიფოს მიერ არ არის მხარდაჭერილი, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ მათ გადაწყვიტეს ნათლად ჩამოყალიბებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოებისთვის რომლებიც არ არიან ზემოთ ნახსენები კონვენციის მხარეები ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების გაფორმება სხვა სახელწმიფოებთან. პრობლემის სიმძიმიდან და საშინელი ბუნებიდან გამომდინარე რომელიც უკავშირდება უკანონო ნარკოტიკების ტრეფიკინგს და მასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საჯარო საერთაშორისო სამართალში იმ პრინციპის მიღება რომლითაც ყველა სახელმწიფოს აქვს იურისდიქცია გარდა დროშა სახელმწიფოს კანონისა. ეს მოიყვანს საერთაშორისო სამართალს შესაბამისობაში იმასთან რაც უკვე დიდი ხანია არსებობს მეკობრეობასთან დაკავშირებით.

ზემოთ ნახსენების გათვალისწინებით და ასევე იმ ფაქტის გამო რომ მხოლოდ ვიწრო ინტერპრეტაცია იყო შესაბამისი მე-5-ე მუხლის ნაწილი 1-ის მიზნების, თავისუფლების აღკვეთა რომელიც მომჩივნებმა განიცადეს გემის დაკავებიდან გემის ბრესტში ჩასვლამდე არ იყო “კანონიერი” მე-5-ე მუხლი ნაწილი 1-ის ფარგლებში, შესაბამისი ხარისხის იურიდიული საფუძვლების ნაკლებობის გამო რომელიც დააკმაყოფილებდა სამართლებრივი ნამდვილობის ზოგად პრინციპს.

 

დასკვნა: დარღვევა (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ)

მე-5-ე მუხლი ნაწილი 3: მომჩივნების დაკავება და დაპატიმრება დაიწყო ღია ზღვაში გემის გზის გადაჭრით 2002 წლის 13 ივნისს. მომჩივნები პოლიციის პატიმრობაში არ ყოფილან 2002 წლის 26 ივნისამდე, მას შემდეგ რაც ბრესტში ჩავიდნენ. უმაღლესი პალატის წინაშე და პირველად საპროცესო მოქმედებების დაწყებამდე მთავრობამ გადასცა დამტკიცებული ინფორმაცია მომჩივნების წარდგენის თაობაზე საქმის განმხილველ საგამოძიებო მოსამართლეს. მომჩივნები თავად საგამოძიებო მოსამართლის წინაშე, ანუ პირის რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას “მოსამართლედ ან სხვა პირად რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სამოსამართლო ფუნქციები” მე-5-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის ფარგლებში წარდგენილან მათი დაკავებიდან მხოლოდ 13 დღის შემდეგ. ვინერის ღია ზღვაში გზის გადაჭრის შემდეგ გემი იმყოფებოდა ღია ზღვაში კეიპ ვერდეს კუნძულებთან რაც საკმაო მოშორებით არის საფრანგეთის სასაზღვრო ზოლიდან. არაფერი მეტყველებს იმაზე რომ გემის საფრანგეთამდე ესკორტირებას დასჭირდა საჭიროზე მეტი დრო, განსაკუთრებით კი ამინდის და გემის ცუდი მდგომარეობის გათვალსიწინებით რამაც ხელი შეუშალა გემის უფრო სწრაფ გადაადგილებას. ამასთანავე, მომჩივნებს არ მოუთხოვიათ რომ შესაძლებელი იყო მათი უფრო ადრე გადაცემა საფრანგეთზე უფრო ახლო სახელმწიფო უწყებებთან, სადაც მათი სწრაფი წარდგენა მოხდებოდა სასამართლოს წინაშე. სასამართლოს მიერ იმ მოსაზრების შეფასება რომ ფრანგულ საზღვაო გემზე მომხდარიყო მომჩივნების გადასხმა იმისათვის რომ მათი სწრაფი ჩამოყვანა მომხდარიყო საფრანგეთში არ წარმოადგენდა სასამართლოს განხილვის საკითხს. მას შემდეგ რაც მომჩივნები საფრანგეთში ჩავიდნენ მათ მხოლოდ რვა ან ცხრა საათი გაატარეს პოლიციეს პატიმრობაში სანამ მათ მოსამართლის წინაშე წარადგენდნენ. ეს რვა ან ცხრა საათიანი პერიოდი კი ძალიან კარგად შეესაბამება “სწრაფად წარდგენის” კონცეფციას რომელიც მე-5-ე მუხლის მესამე ნაწილით არის განსაზღვრული და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (იხილეთ რიგიპოლუსი ესპანეთის წინააღმდეგ (დეკ) #37388/97; 1999 წლის 12 იანვარი; საინფომრაციო ჩანაწერი #2).

 

დასკვნა: არ არის დარღვევა (ცხრა ხმა რვის წინააღმდეგ)

მუხლი 41: 5000 ევრო თითოეული მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

 

*გაეროს კონვენცია საზღვაო კანონის შესახებ, ხელმოწერილია მონტეგო ბეიში 1982 წლის 10 დეკემბერს; რომელიც ძალაში შევიდა 1994 წლის 16 ნოემბერს

** გაეროს კონვენცია ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ხელმოწერილია 1988 წლის 20 დეკემბერს, რომელიც ძალაში შევიდა 1990 წლის 11 ნოემბერს