კოვაჩი უკრაინის წინააღმდეგ
(Kovach v. Ukraine)
საჩივრის ნომერი - 39424/02 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - უკრაინა
გადაწყვეტილების მიღების თარღი - 7.2.2008
შედეგი: დაირღვა კონვენციის 1-ელი დამატებით ოქმის მე-3 მუხლი
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35-ე) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 35-1) შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
(1-ელი ოქმი- მუხლ. 3) თავისუფალი არჩევნების უფლება- ზოგადად
(1-ელი ოქმი- მუხლ. 3) თავისუფალი არჩევნების უფლება
(1-ელი ოქმი- მუხლ. 3) საკანონმდებლო ორგანოს არჩევის უფლება
(1-ელი ოქმი- მუხლ. 3) ხალხის ნება-სურვილის თავისუფალი გამოხატვის უფლება
(მუხლი 41-ე) სამართლიანი დაკმაყოფილება
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #105
თებერვალი, 2008
კოვაჩი (Kovach) უკრაინის წინააღმდეგ - 39424/02
გადაწყვეტილება 7.2.2008 [V სექცია]
1-ელი დამატებით ოქმის მე-3 მუხლი
ხალხის ნება-სურვილის თავისუფლად გამოხატვა
საპარლამენტო საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანში მოწინავე კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების თვითნებური გაბათილება, რამაც მისი ოპონენტის გამარჯვება გამოიწვია: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელი 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატი იყო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში. პირველადი შედეგების მიხედვით მან მოიპოვა ხმათა მცირე უმრავლესობა. მისი მთავარი ოპონენტი იყო ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი. ამ უკანასკნელის სახელით მოქმედმა დამკვირვებლებმა შეადგინეს ანგარიში, რომელშიც მიუთითეს, რომ უცნობმა პირმა რამდენიმე დამატებითი ბიულეტენი (ათზე ნაკლები) უკანონოდ შეიტანა სამ საარჩევნო უბანზე. ამის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ მითითებულ სამ საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად ცნო. მან ასევე ბათილად ცნო შედეგები სხვა უბანზე იმ საფუძვლით, რომ კომპეტენტური საარჩევნო კომისიის წევრებმა უკანონოდ გახსნეს დალუქული უბანი და იქიდან გამოიტანეს საარჩევნო ოქმების ორიგინალები და რამდენიმე ბათილი ბიულეტენი. ოთხივე საარჩევნო უბანზე განმცხადებელს მოპოვებული ქონდა ხმათა დიდი უმრავლესობა. ამ უბნების მონაცემების გაბათილების შედეგად განმცხადებლის მთავარი ოპონენტი აირჩა პარლამენტის წევრად ამ საარჩევნო ოლქიდან. განმცხადებლის საჩივრის საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ხმების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება, რადგანაც არ არსებობდა გაცხადებული დარღვევების ან იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ უკანონოდ ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა თითოეულ საარჩევნო უბანში ხმათა 10%-ს, როგორც ეს ხმათა ბათილობისთვის განსაზღვრული იყო საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონის („კანონი“) 70-ე ნაწილით. მალევე, საოლქო საარჩევნო კომისიამ კვლავ ბათილად ცნო იმავე ოთხი საარჩევნო უბნის შედეგები, მიუთითა რა რომ დადგენილი დარღვევები, რომლებიც ასევე დააფიქსირეს დამკვირვებლებმა, შეიძლება ჩაითვალოს „სხვა გარემოებებად, რამაც შეუძლებელი გახადა ამომრჩეველთა ნების გამოხატვა“, კანონის 72-ე ნაწილის შესაბამისად. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ შესაბამისი საარჩევნო ოლქის ექსკლუზიური უფლებამოსილება იყო დაედგინა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული „სხვა გარემოებები“.
კანონმდებლობა: წინამდებარე საქმე ეხება არჩევნების შედეგებს, რომელიც გადაიხედა შესაბამისი ეროვნული ორგანოების მიერ. სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლები ამ სფეროში ფართოა, თუმცა ვერ გამორიცხავს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მხრიდან იმის შემოწმებას, ხომ არ იყო გადაწყვეტილება თვითნებური. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები დაეყრდნენ კანონის 72-ე ნაწილს ოთხი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, არ არსებობდა სამართლებრივი ნორმა ან ეროვნული პრაქტიკა, რომლითაც განიმარტებოდა, თუ რა ფაქტორები შეიძლება ჩაითვალოს „სხვა გარემოებებად რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლების მიერ ნების გამოხატვას“ და ეს გარემოებები მოიცავს თუ არა 70-ე ნაწილით გათვალისწინებულ ერთი პირის მიერ ხმის მრავალჯერ მიცემის სპეციფიურ შემთხვევას. განსახილველი სამართლებრივი ნორმის სიზუსტის ნაკლებობა და საარჩევნო უფლებებისთვის პოტენციური რისკის შექმნა ეროვნული ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვდა. თუმცა, არც საოლქო საარჩევნო კომისიის, არც თანმდევი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში განხილულა კანონის 70-ე და 72-ე ნაწილებს შორის კოლიზია, ან არჩევნების სხვადასხვა მონაწილეთა სანდოობა. არცერთ გადაწყვეტილებაში არ იყო განმარტებული, თუ რატომ იმოქმედა გაცხადებულმა დარღვევებმა ოთხ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგებზე ისე, რომ შეუძლებელი გახდა ამომრჩეველთა ნების დადგენა (კერძოდ კი კანონის 70-ე ნაწილის მიზნებისთვის). შესაბამისად, ოთხ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით თვითნებურ და არაპროპორციულ ქმედებად.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - 8 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.