ლავრეჩოვი ჩეხეთის წინააღმდეგ
Lavrechov v. the Czech Republic
საჩივრის ნომერი: 57404/08 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: ჩეხეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 20/06/2013
შედეგი: დანარჩენი დაუშვებელია
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ დარღვეულა - საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი - მფლობელობით მშვიდობიანი სარგებლობა)
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი) მფლობელობით მშვიდობიანი სარგებლობა
პროპორციულობა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საქმეზე ლავრეჩოვი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
მარკ ვილიგერი, თავმჯდომარე,
ანჯელიკა ნუბერგერი,
ბოჟტან მ ზუპანჩიჩი,
განა იუდკივსკა,
ანდრე პოტოცკი,
პოლ ლემენსი,
ალეს პეჯჩავი,მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდაიკი, სექციის რეგისტრატორი,
2013 წლის 21 მაისს განმარტოებით ითათბირეს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს - მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 57404/08) ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 18 ნოემბერს სასამართლოში შეიტანა რუსეთის მოქალაქემ, ბ-მა ევგენი ლავრეჩოვმა ("მომჩივანი").
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბ–ნი რ. როზმანეკი, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებს ოლომოცში. ჩეხეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი აგენტი იუსტიციის სამინისტროდან ბ–ნი ვიტა შორმო .
3. მომჩივანი აცხადებდა, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება გირაოს კონფისკაციის შედეგად.
4. 2012 წლის 27 მარტს სახელმწიფოს გაეცნო მომჩივანის საჩივარი. რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს მოწვევა სურდათ თუ არა რომ წერილობითი კომენტარი გაეკეთებინათ საქმეზე (სასამართლოს რეგლამენტის 36–ე მუხლის შესაბამისად). მათ უარი თქვეს ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაბადებულია 1952 წელს ქალაქ უდომლიაში, რუსეთში.
6. ის იყო რუსული კომპანიის ტ–ს წარმომადგენელი, რომელმაც შეიძინა წილი ჩეხურ კომპანია ს–ში. მომჩივანი იყო კომპანია ს–ის დირექტორთა საბჭოს წევრი 1995 წლის 8 აგვისტოდან და საბჭოს თავმჯდომარე 1996 წლის 17 თებერვლიდან. მას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება არ შეეძლო 1996 წლის 24 სექტემბრიდან 3 დეკემბრამდე, როდესაც ის უკანონოდ დაითხოვეს დირექტორთა საბჭოდან მისმა ჩეხმა წევრებმა. მოგვიანებით კომპანია „ს“ გაკოტრდა.
7. 2001 წლის 11 ივნისს მომჩივანს ბრალად დაედო საიდუმლო ვაჭრობა და თაღლითობა, კონკრეტულად კი არამომგებიანი კონტრაქტის გაფორმება კომპანია ს–თვის, რამაც გამოიწვია ფინანსური ზარალი 88 000 000 ჩეხური კრონის ოდენობით (CZK) (3,520,000 ევრო (EUR)). 2001 წლის 20 ივნისს მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
8. 2002 წლის 8 იანვარს მომჩივანმა მოითხოვა გირაოთი გათავისუფლება და უზრუნველყოფისთვის CZK 4,000,000 (EUR 160,000) გადახდა შესთავაზა. მოთოხვნაში წარმოდგენილი იყო, რომ მისთვის ცნობილი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსი, სადაც ჩამოყალიბებულია ის პირობები როდესაც შეიძლება მოხდეს გირაოს კონფისკაცია. 2002 წლის 17 იანვარს ოსტრავას რეგიონალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი შეიძლებოდ წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებულიყო იმ შემთხვევაში თუ ის უზრუნველყოფის სახით გადაიხდიდა CZK 10,000,000 (EUR 400,000). უზრუნველყოფის თანხის ოდენობა გამართლებული იყო დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმით და მისი პატიმრობის მნიშვნელოვანის საფუძვლებით, კონკრეტულად კი იმით რომ არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ის მიემალებოდა მართლმსაჯულებას.
9. 2002 წლის 21 იანვარს მომჩივანმა საკუთარ ადვოკატს მისცა უფლებამოსილება გადაეხადა უზრუნველყოფის თანხა იმ ოდენობით რა ოდენობითაც ეს სასამართლომ დაადგინა. მან ასევე დადო პირობა, რომ ის დარჩებოდა საკუთარ მისამართზე ჩეხეთის რესპუბლიკაში იმისათვის რომ დასწრებოდა სასამართლო პროცესებს და ასევე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ ის არ დაესწრებოდა სასამართლო პროცესს მოხდებოდა გირაოს თანხის კონფისკაცია. 2002 წლის 22 თებერვალს ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების პირობა იყო მომჩივნის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში მის მისამართზე ცხოვრება და იქ ფოსტის მიღება.
10. 2002 წლის 7 ივნისს რეგიონალურმა სასამართლომ მისცა უფლება მომჩივანს დაეტოვებინა ჩეხეთის რესპუბლიკა და გამგზავრებულიყო რუსეთში 2002 წლის 18 ივნისამდე იმ პირობით, რომ ის დაესწრებოდა სასამართლოს პირველ მოსმენას, რომელიც დაგეგმილი იყო 2002 წლის 19–დან 21 ივნისამდე. ეს იყო მეოთხე მოთხოვნა რომელიც მომჩივანის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. მომჩივანი იქამდე სამჯერ იმყოფებოდა რუსეთში 2002 წლის თებერვლიდან ივნისამდე და ყოველთვის ბრუნდებოდა უკან.
11. 2002 წლის 17 ივნისს მომჩივანმა შეატყობინა მის ადვოკატს, რომ 2002 წლის 14 ივნისს მისი პასპორტი, სადაც ჩეხეთის ვიზა იყო, მოპარეს მოსკოვში და რომ ის ცდილობდა ახალი პასპორტის აღებას. ამის შედეგად სასამართლო მოსმენა გადაიდო 2002 წლის 7–დან 9 აგვისტომდე.
12. სასამართლოში გამოძახების უწყისი ახალ განხილვაზე დასწრების შესახებ მომჩივანს გაეგზავნა მისამართზე ჩეხეთის რესპუბლიკაში, მაგრამ უკან დაბრუნდა სასამართლოში. რეგიონალურმა სასამართლომ ასევე სცადა უწყისის ჩაბარება მომჩივანზე მისი ადვოკატის მეშვეობით.
13. 2002 წლის 8 ივლისს ადვოკატმა გარკვეული დოკუმენტები გააგზავნა რეგიონალურ სასამართლოში, მათ შორის დასტური რუსეთის უწყებებიდან, რომ მომჩივანის ოფიციალური რეგისტრაციის მისამართი იყო რუსეთში უდომლიაში.
14. 2002 წლის 30 ივლისს ადვოკატმა აცნობა რეგიონალურ სასამართლოს რომ მას არ ჰქონდა მომჩივანის პირდაპირი საკონტაქტო დეტალები რუსეთში და რომ მან სასამართლოში გამოცხადების უწყება გააგზავნა ერთ-ერთი თანა-ბრალდებულის მიერ მიცემულ მისამართზე.
15. ვინაიდან მომჩივანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ახალი პასპორტი და ის უარს აცხადებდა დაუსწრებლად მომხდარიყო საქმის განხილვა ამიტომ 2002 წლის 7-დან 9 აგვისტომდე ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო.
16. 2003 წლის 12 მარტს რეგიონალურმა სასამართლომ ვინაიდან ვერ მიიღო ინფორმაცია მომჩივანისგან მოითხოვა ინტერპოლისგან და ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობისგან ინფორმაცია მომჩივანმა შეიტანა თუ არა განაცხადი ახალი პასპორტის შესახებ.
17. რუსეთის სახელმწიფო ორგანოებიდან პასპორტის მიღების თარღი სადაო საკითხს წარმაოდგენს მხარეებს შორის. მთავრობა აცხადებს, რომ ეს მოხდა 2003 წლის 28 თებერვალს მაგრამ მომჩივანი ამბობს რომ მან პასპორტი მიიღო 2 აპრილს. მომჩივანმა არ შეატყობინა რეგიონალურ სასამართლოს ახალი პასპორტის მიღების თაობაზე.
18. რეგიონალურმა სასამართლომ ახალი განხილვა ჩანიშნა 2004 წლის 6-დან 8 სექტემბრამდე და სასამართლოში გამოცხადების უწყისი მომჩივანს გაუგზავნა 22 მარტს იუსტიციის სამინისტროს საშუალებით რუსეთში ქალაქ პოდოლსკის მისამართზე, რომელიც რეგისტრირებული იყო საქმის მასალებში როგორც მომჩივანის საცხოვრებელი მისამართი რუსეთში. მან ასევე გააფრთხილა მომჩივანი რომ ის ფაქტი რომ მას არ მიუმართავს ჩეხეთის ვიზისთვის, დარჩა რუსეთში და არ იმყოფებოდა კავშირში სასამართლოსთან არ იყო შესაბამისობაში გირაოს პირობებთან და შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებად და შეიძლება გამოიწვიოს უზრუნველყოფის სახით გადახდილი გირაოს კონფისკაცია. მომჩივანს ასევე გაეწია რეკომედნაცია რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა განხორციელდეს დაუსწრებლად.
19. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეატყობინა ჩეხეთის ხელისუფლებას რომ მომჩივანი არ იყო დარეგისტრირებული და არ ცხოვრობდა პოდოლსკში მითითებულ მისამართზე და რომ მისი რეალური საცხოვრებელი ადგილი არ იყო დადგენილი და შესაბამისად შეუძლებელი იყო მისთვის სასამართლოში გამოცხადების უწყების გადაცემა.
20. მიუხედავად ამისა, მომჩივანმა შეიტყო დაგეგმილი სასამართლო განხილვის თაობაზე და მიიღო მოკლევადიანი ვიზა რომელიც მას საშუალებას აძლევდა ჩასულიყო ჩეხეთის რესპუბლიკაში 2004 წლის 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე.
21. 2004 წლის 2 სექტემბერს მომჩივანმა გააგზავნა ფაქსი რეგიონალურ სასამართლოში და მოითხოვა სასამართლო მოსმენის გადავადება და ამის მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაუდგენელი პრობლემები მიუთითა და ასევე აღნიშნა რომ მას ახალი ადვოკატები ჰყავდა, რომლებსაც დრო სჭირდებოდათ საქმის შესასწავლად. მან საკუთარი მისამართი რუსეთში ისევ არ დააკონკრეტა. შედეგად რეგიონალური სასამართლო იძულებული იყო კიდევ ერთხელ გადაედო საქმის სასამართლო განხილვა.
22. 2005 წლის 28 თებერვალს რეგიონალურმა სასამართლომ შეკითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს რომ რუსეთის სახელმწიფო უწყებების საშუალებით მომხდარიყო მომჩივანისთვის სასამართლოში გამოცხადების უწყების ჩაბარება პოდოლსკის ან უდომლიას მისამართზე საქმის სასამართლო განხილვისთვის რომელიც ჩანიშნული იყო 2005 წლის 21 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე. მომჩივანს უწყება ჩაბარდა მხოლოდ 2006 წლის 16 იანვარს, უდომლიაში. 2005 წლის 21 ნოემბერს რეგიონალურმა სასამართლომ გააუქმა საქმის განხილვა.
23. 2005 წლის 6 დეკემბერს რეგიონალურმა სასამართლომ გადაწყვიტა სისხლის სამართლის საქმის დაუსწრებლად განხილვა. სასამართლომ განაცხადა რომ მომჩივანი თავს არიდებდა სასამართლო განხილვას რჩებოდა რა ქვეყნის გარეთ და არ დაბრუნებულა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2002 წლის ივნისიდან და რომ ის რუსეთში დარჩენით ხელს უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ ასევე მომჩივანის მიერ მითითებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ის არ დაესწრო 2004 წლის 2 სექტემბრის სასამართლო განხილვას, მიიჩნია არა ადექვატურად. სასამართლომ ასევე მიიჩნია რომ მომჩივანი არ სცემდა პატივს გირაოს პირობებს რომელზეც ის თავდაპირველად დათანხმდა, კონკრეტულად კი იმას რომ მან დადო პირობა რომ გამოცხადდებოდა სასამართლო განხილვაზე და რომ ის დარჩებოდა მის მისამართზე ჩეხეთის რესპუბლიკაში.
24. 2006 წლის 27-დან 29 მარტამდე, 5-დან 7 ივნისამდე, 11 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე რეგიონალურ სასამართლოში გაიმართა სასამართლო განხილვა მომჩივანის დაუსწრებლად.
25. 2006 წლის 23 ოქტომბერს რეგიონალურმა სასამართლომ სრულად გაამართლა მომჩივანი და დაადგინა რომ მას არ ჩაუდენია არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული და რომ ის ახორციელებდა სტანდარტულ და გამჭვირვალე ბიზნეს საქმიანობას.
26. 2007 წლის 28 ივნისს ოლომოუჩის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.
27. 2007 წლის 1 ნოემბერს რეგიონალურმა სასამართლომ, მომჩივანის თხოვნით, მიიღო გადაწყვეტილება რომ გირაოს თანხა უნდა დაბრუნებოდა მომჩივანს ვინაიდან ის არ იყო სწორად ინფორმირებული გირაოს პირობების დარღვევის შედეგების თაობაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით დადგენილი გარემოებებიდან არცერთი არ შეესაბამებოდა გირაოს კონფისკაციის პირობებს.
28. 2007 წლის 5 დეკემბერს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და დაადგინა გირაოს კონფისკაცია. სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გირაოს კონფისკაციის შესაძლებლობის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული ვინაიდან მისი მოთხოვნა გირაოთი გათავისუფლების შესახებ შეიცავდა გაფრთხილებას გირაოს შესაძლო კონფისკაციის შესახებ მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა რომ მართალია გარკვეული დროის განმავლობაში მომჩივანს არ შეეძლო ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩასვლა პასპორტის დაკარგვის გამო და ჩეხეთის სახელმწიფო უწყებას გარკვეული დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ახალი ვიზა გაეცა მის სახელზე. მომჩივანმა ვერ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ კორესპონდენცია მიეღი პოდოლსკის მისამართზე, რომელიც მან პროკურატურას როგორც მისი საკონტაქტო ინფორმაცია ისე დაუტოვა და სასამართლოს მიერ გამოგზავნილი კორესპონდენცია მას დროულად არ მიეწოდებოდა. მომჩივანის ქცევიდან ასევე აშკარა იყო რომ ის თავს არიდება სისხლის სამართლებრივ დევნას რჩებოდა რა ქვეყნის გარეთ. მას არ შეუნარჩუნებია კავშირი რეგიონალურ სასამართლოსთან მიუხედავად იმისა რომ მისთვის ცნობილი იყო სამართალწარმოების შესახებ. გირაოს კონფისკაციის შესახებ პირობები განსაზღვრული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით შესრულდა, და კონკრეტულად, ის რომ მომჩივანი იმალებოდა, არ აცნობა სახელმწიფო უწყებებს მისი ადგილმდებარეობის შესახებ და შეაყოვნა ოფიციალური კორესპონდენციის მისთვის გადაცემა.
29. ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მომჩივანმა საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა და დაობდა რომ არასამართლიანი იყო ასეთი დიდი ოდენობის გირაოს თანხის კონფისკაცია, თან იმ შემთხვევაში როდესაც მას დანაშაული არ ჩაუდენია. მან ასევე გაასაჩივრა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
30. 2008 წლის 3 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ მიიღო სარჩელი განსახილველად.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
31. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 73ა §§ 1 და 2 ადგენს რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები შეიძლება განთავისუფლდნენ გირაოთი იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის სახით მინიმალური ოდენობით გადახდილი იქნება 10 000 ჩეხური კრონი (CZK), სასამართლოს მიერ დადგენილი რეალური ოდენობის თანხა, რომელიც გამომდინარეობს საქმის და ბრალდებულის კონკრეტული გარემოებებიდან.
32. დებულების § 4 პუნქტის მიხედვით (§ 3 მოცემულ დროს) გირაოს თანხის კონფისკაცია ხდება, inter alia, თუ ბრალდებული მიემალება გამოძიებას, დაიმალება და არ შეატყობინებს შესაბამის ორგანოებს მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში ახალ მისამართს და ამით ხელს შეუშლის ოფიციალური მიმოწერის მისთვის გადაცემას. მე-9-ე პუნქტის მიხედვით (§ 6 მოცემულ დროს) ბრალდებული უნდა იყოს ინფორმირებული წინასწარ იმ პირობების შესახებ როდესაც მოხდება გირაოს კონფისკაცია.
კანონი
I. დამატებითი ოქმი #1-ის პირველი მუხლის ნაგულვები დარღვევა
33. მომჩივანი აცხადებდა რომ გირაოს თანხის კონფისკაცია მას შემდეგ რაც ის გამართლდა წარმოადგენდა დამატებითი ოქმი #1-ის პირველი მუხლის დარღვევას, რომელშიც ვკითხულობთ:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
ა. დასაშვებობა
34. სასამართლო აღნიშნავს რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მესამე ნაწილის (ა) ქვეპუნქტის ფარგლებში. ის დამატებით აღნიშნავს რომ ის არ არის დაუშვებელი სხვა ნებისმიერი საფუძვლით და შესაბამისად ის ცნობილ უნდა იქნას დასაშვებად.
ბ. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეების არგუმენტები
35. მომჩივანმა პირველად განაცხადა რომ გირაოს კონფისკაცია იყო უკანონო ვინაიდან მას სწორად არ გაუწიეს რეკომენდაცია კონფისკაციის შესაძლებლობის შესახებ. ის დაობდა რომ ის არ იმყოფებოდა მიმალვაში და რომ მისი ბრალი არ იყო რეგიონალური სასამართლოს მიერ კორესპონდენციის არასწორ მისამართზე გაგზავნა რუსეთში, უდომლიაში. სასამართლოში გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზები არსებობდა რომელთა შორის იყო პასპრტის დაკარგვა, ვიზის არ ქონა და ავადმყოფობა.
36. მომჩივანი აცხადებდა, რომ უმაღლესი სასამართლოს მიერ ესეთი მაღალი ოდენობის გირაოს თანხის კონფისკაცია არაპროპორციული იყო. ზოგადად გირაო წარმოადგენს დამნაშავის მიერ სასჯელისგან თავის არიდების შემაკავებლ მექანიზმს და სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნის მიღწევის უზრუნველყოფის საშუალებას. ამ კუთხით სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა მართებულად მისი არ მონაწილეობის მიუხედავად და მიზანი მიღწეულ იქნა. გირაოს კონფისკაცია შესაბამისად წარმოადგენს არასაჭირო ჩარევას მის საკუთრებაში იმ შემთხვევაშიც კი თუ ის დაარღვევდა გირაოს პირობებს.
37. ბოლოს, მომჩივანმა განაცხადა, რომ როდესაც ხდება პირის გამართლება და შესაბამისად ის მიიჩნევა უდანაშაულოდ გირაოს კონფისკაცია არ არის სამართლიანი და ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს.
38. სახელმწიფომ, თავის მხრივ, საჩივარი მიიჩნია აშკარად დაუსაბუთებლად. მათ ჩათვალეს რომ ჩარევა განხილული უნდა ყოფილიყო დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მეორე პუნქტის ფარგლებში, რომელიც ეხება ქონების გამოყენების კონტროლს. სახელმწიფომ დამატებით განაცხადა, რომ გირაოს თანხის კონფისკაცია იყო კანონიერი ისე როგორც ეს ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვიტეს.
39. მათ მიუთითეს, რომ რაიონულმა სასამრთლომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ეცადა რა სასამართლოში გამოცხადების უწყების მომჩივანისთვის გადაცემას გამოცხადებულიყო სასამართლო განხილვაზე. ამ პერიოდის განმავლობაში მომჩივანმა რამოდენიმე დოკუმენტი გააგზავნა სასამართლოში, მაგრამ არცერთი მათგანი არ შეიცავდა მისამართის ცვლილების შესახებ შეტყობინებას რომელზეც სასამართლოს შეეძლო გაეგზავნა დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის 19 ივნისს პირველ მოსმენაზე მომჩივანის გამოუცხადებლობა ნებადართული იყო, მაგრამ მისმა მომდევნო ქმედებებმა აშკარა გახადეს მისი რეალური ზრახვები თავი აერიდებინა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ქვეყნის გარეთ დარჩენით, რაშიც ის საკმაოდ წარმატებული იყო და რეგინალური სასამართლო ბოლოს იძულებული გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოეტანა. მომჩივანს რამოდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა საშუალება დაკონტაქტებოდა რეგიონალურ სასამართლოს, შეეტყობინებინა მისი მისამართი რუსეთში და შეეთავაზებინა თარიღი როდესაც ის შეძლებდა ჩეხეთში გამგზავრებას და სასამართლო განხილვაში მონაწილეობას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
40. სახელმწიფო დამატებით დაობდა რომ პირდაპირი კავშირი გამართლებასა და გირაოს კონფისკაციას შორის არ არსებობდა. გირაოს მიზანი იყო პატიმრობის შეცვლა და მომჩივანის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნისთვის თავის არიდების ხელისშეშლა და მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა. თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა არ დააკმაყოფილებს გირაოს პირობებს, ასეთი ქცევის ლოგიკური შედეგი იქნება გირაოს კონფისკაცია, და ამ შემთხვევაში ქონების კონფისკაცია წარმოადგენს კანონიერ ქმედებას. ფაქტი იმისა რომ პირი, ვის მიმართაც აღძრული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა გამართლდა მოგვიანებით არანაირ გავლენას არ ახდენს პატიმრობის კანონიერებაზე. გირაოს მიზანი და სასჯელის მიზანი ძალიან განსხვავებულია. იმ შემთხვევაში თუ კანონით დადგენილი პირობები შესრულდებოდა მაშინ გირაოს უზრუნველყოფაში გადახდილი თანხა უკან დაბრუნდებოდა. გირაო არ იყო ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი სასჯელი არამედ იყო უზრუნველყოფის ფორმა.
41. გირაოს ოდენობა შესაბამისობაში იყო მომჩივანის ქონებრივ მდგომარეობასთან და ფაქტი იმისა, რომ მან შეძლო თანხის გადახდა ამაზე მეტყველებს. გირაო როგორც ბრალდებული პირის სისხლის სამართლებრივ გამოძიებასთან თანამშრომლობის საშუალება მიზანმიმართულად იყო დადგენილი იმ ოდენობით რომლის დაკარგვაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩარევას ქონებრივ მდგომარეობაში იმ პირის რომელმაც გირაოს თანხის დეპოზიტზე დადება მოახდინა. სხვა შემთხვევაში მიზანი ვერ იქნება მიღწეული.
42. ბოლოს, სახელმწიფომ აღნიშნა რომ მომჩივამნმა არ განმარტა თუ უშუალოდ რა წარმოადგენდა მძიმე ფინანსურ ტვირთს მისთვის რაც გირაოს კონფისკაციით იყო გამოწვეული. მას არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დასაბუთებული რომ მას მიადგა ფინანსური ზარალი გირაოს თანხის კონფისკაციის შედეგად.
2. სასამართლოს შეფასება
43. პირველ რიგში სასამართლო მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის კონფისკაცია წარმოადგენს სახელწმიფოს მიერ მომჩივანის საკუთრების უფლებაში ჩარევას. სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია იმაზე მსჯელობა სახელმწიფოს ჩარევა უნდა იყოს განხილული დამატებითი ოქმი #1–ის მუხლი პირველის მეორე პუნქტის შესაბამისად, როგორც ამას სახელმწიფო აცხადებს ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი ოქმი #1–ის პირველი მუხლის სამივე წესი დაკავშირებულია და შესაბამისი პრინციპების მსგავსია (იხილეთ ჯეიმსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (James and Others v. the United Kingdom), 21 თებერვალი 1986, § 37, სერიები A no. 98). შესაბამისად სასამართლო სიტუაციის განიხილვას აპირებს ზოგადი წესების ფარგლებში, რომელიც დადგენილია დამატებითი ოქმი #1–ის პირველი მუხლის პირველი წინადადებით (იხილეთ, mutatis mutandis, ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Broniowski v. Poland )[GC], no. 31443/96, § 136, ECHR 2004‑V და გადიშევა რუსეთის წინააღმდეგ (Gladysheva v. Russia), no. 7097/10, § 71, 6 დეკემბერი 2011).
44. სასამართლო იმეორებს, რომ იმისათვის რომ ჩარევა შესაბამისი იყოს კონვენციის დებულების ის უნდა იყოს კანონიერი, უნდა შეესაბამებოდეს ზოგად ინტერესს და უნდა იყოს პროპორციული, ის უნდა ადგენდეს „სამართლიან ბალანსს“ საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებს და ინდივიდუალური ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებს შორის (იხილეთ, ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ, (Beyeler v. Italy) [GC], no. 33202/96, § 107, ECHR 2000‑I და გლადიშევა რუსეთის წინააღმდეგ (Gladysheva v. Russia), ზემოთ ციტირებული, § 65). ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლომ ერთის მხრივ უნდა გაითვალისწინოს დასახული მიზნის მნიშვნელობა და მეორეს მხრივ მომჩივანზე დაკისრებული ტვირთი, მათ შორის ჩარევის ბუნება, მომჩივანის ქცევა და სახელმწიფო უწყების მოქმედებები (იხილეთ ილდირიმი იტალიის წინააღმდეგ ( Yildirim v. Italy )(dec.), no. 38602/02, 10 აპრილი 2003, და Forminster Enterprises Limited ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Forminster Enterprises Limited v. the Czech Republic), no. 38238/04, § 75, 9 ოქტომბერი 2008).
45. დავუბრუნდეთ „კანონიერების“ მოთხოვნას, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ უმაღლესმა სასამართლომ გამოიყენა სადაო სამართლებრივი დებულებები, კონკრეტულად კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 73ა § 3, აშკარად არასწორად ან ისე რომ მომხდარიყო თვითნებური დასკვნის გაკეთება. უფრო მეტიც, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ შესაბამისი დებულებები არ არის მისაღები, ზუსტი და წინასწარ განჭვრეტადი (იხილეთ ბეიელერი, Beyeler,cited above, §§ 108-109). შესაბამისად, გირაოს კონფისკაცია შესაბამისობაშია კანონიერების მოთხოვნასთან.
46. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ კონფისკაციის მიზანი იყო კანონიერი რაც იყო სისხლის სამართლებრივი დევნის სწორად ჩატარება და უფრო ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, რომელიც უდავოდ წარმოადგენს ზოგად ინტერესს როგორც ეს დამატებითი ოქმის #1–ის პირველი მუხლით არის განსაზღვრული (იხილეთ ილდირიმ ( Yildirim), ზემოთ ციტირებული, და დენისოვა და მოისეევა რუსეთის წინააღმდეგ (Denisova and Moiseyeva v. Russia), no. 16903/03, § 58, 1 აპრილი 2010). ეს ინტერესი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ არის მიჩნეული.
47. პროპროციულობის ტესტის განხორციელებისას, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს რომ გირაოს თანხა დაახლოებით 400 000 ევროს ოდენობით წარმოადგენს მნიშვნელოვან ოდენობას. მაგრამ გირაოს თანხის ოდენობის პროპორციულობაზე მსჯელობის მომენტი არის იდ მომენტი, როდესაც ხდება მისი დადგენა (როგორც ეს მოხდა საქმეზე მანგურასი ესპანეთის წინააღმდეგ (Mangouras v. Spain) [GC], no. 12050/04, §§ 78 და 80, ECHR 2010), და არა ის მომენტი როდესაც ხდება გირაოს კონფისკაცია. მოცემულ საქმეში, მომჩივანმა არ გაასაჩივრა საწყის ეტაპზე დასახელებული გირაოს ოდენობა და მართლაც სასამართლო მიუთითებს რომ მან შესძლო უზრუნველყოფის სახით თანხის სწრაფად გადახდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
48. მოცემულ საქმეში უმნიშვნელოვანესია დადგინდეს გამართლებამ უნდა ითამაშოს თუ არა როლი გირაოს თანხის კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გირაოს მიზანია სისხლის სამართლებრივი დევნის სწორად განხირციელების უზრუნველყოფა, და კონკრეტულად კი ბრალდებულის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფა (იხილეთ, გირაოს თანხის პირველად დაფიქსირების შესახებ, მანგურასი ესპანეთის წინააღმდეგ, (Mangouras v. Spain) [GC], ზემოთ ციტირებული, § 78).
49. სისხლის სამართალწარმოების განხორციელება მნიშვნელოვნად შეილახა მომჩივანის მიერ გირაოს პირობების დარღვევა. მომჩივანი არ გამოცხადდა არცერთ დაგეგმილ სასამართლო განხილვაზე და ვერ გაუწია დახმარება სასამართლოს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო რომ ის არღვევდა გირაოს პირობებს. სასამართლო მოსმენები რამდენჯერმე გადაიდო რამაც სასამართლო პროცედურების მნიშვნელოვნად გაჭიანურება გამოიწვია და რეგიონალური სასამართლო მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა მის მცდელობებში მომჩიავნისთვის გადაეცა დოკუმენტები.
50. დამატებით უნდა აღინიშნოს რომ მომჩივანის გამართლების ფაქტი ავტომატურად არ გულისხმობს იმას რომ მისი სამართლებირვი დევნა არაკანონიერი იყო. მტკიცების სხვადასხვა სტანდარტია საჭირო იმისათვის რომ მოხდეს პირის ბრალდება და როგორც წესი ეს არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცება და იმისათვის რომ პირის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს საჭიროა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ასე რომ შეიძლება არსებობდეს გონივრული ეჭვი რომელიც სასამართლო პროცესზე არ იწვევს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებას. მიუხედავად ამისა, ასეთ სიტუაციაში არსებობს სახელწმიფოს კანონიერი ინტერესი პროცედურების სწორად ჩატარებაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ ის პირები ვის მიმართაც არსებობს გონივრული ეჭვი რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული არ ეცდებიან თავი აარიდონ მართლმსაჯულების განხორციელებას ან ხელი შეუშალონ პროცედურების სწორ განხორციელებას, რომელშიც მისი ბრალეულობა ან უდანაშაულობა დამტკიცდება.
51. შესაბამისად, პროცედურების შედეგს არ აქვს პირდაპირი კავშირი გირაოს კონფისკაციის საკითხთან. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად პროპორციული იყო კონფისკაცია გირაოს დარღვევის პირობების გათვალისწინებით სასამართლო პროცედურების წარმოების პროცესში.
52. სასამართლო მიიჩნევს, რომ გირაო მოცემულ საქმეში არ დაექვემდებარა კონფისკაციას მხოლოდ იმიტომ რომ მომჩივანს ვერ გადასცეს ერთი დოკუმენტი. უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა რომ მომჩივანი თავს არიდებდა სისხლის სამართლებრივ დევნას და რამოდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ რჩებოდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა რომ მომჩივანს თავდაპირველად ჰქონდა ობიექტური მიზეზი არ დასწრებოდა სასამართლო განხილვას, იგივეს ვერ ვიტყვით იმ პერიოდზე, როდესაც მას უკვე ჰქონდა ახალი პასპორტი.
53. მომჩივანს მიეცა საკმარისი შესაძლებლობა გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე. სასამართლო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. მომჩივანმა მიიღო საკუთარი პასპორტი, მოვლენების განვითარების მისეული ვერსიის მიხედვით 2013 წლის აპრილში და გადაწყვეტილება სასამართლო განხილვის მომჩივანის დაუსწრებლად ჩატარების თაობაზე მიღებულ იქნა მხოლოდ 2005 წლის დეკემბერში. შესაბამისად მას ჰქონდა მინიმუმ ორი წელი და რვა თვე იმისათვის რომ დაკონტაქტებოდა რეგიონალურ სასამართლოს და ჩაენიშნა სასამართლო განხილვის მისთვის მისაღები თარიღი, როდესაც ის შეძლებდა ჩეხეთის რესპუბლიკაში მგზავრობას. ასეთ გარემოებებში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მომჩივანის ქცევა მეტყველებდა იმაზე რომ ის თავს არიდებდა სისხლის სამართლებრივ დევნას არ არის დაუსაბუთებელი.
54. ამ გარემოებებში, როდესაც მომჩივანისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ფაქტი იმისა, რომ ის არღვევდა გირაოს პირობებს გარკვეულად დიდი დროის განმავლობაში, ის ვალდებული იყო რეგიონალური სასამართლოსთვის შეეტყობინებინა მისი მისამართი რუსეთში და ყოფილიყო რეგულარულ კავშირში სასამართლოსთან, იმისათვის რომ არ შეექმნა სირთულეები ოფიციალური დოკუმენტაციის რუსეთში მიღებას რაც განხილულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის ფარგლებში. მომჩივანმა ვერ შეძლო ამის უზრუნველყოფა. 2002 წლის 8 ივლისით დათარიღებული მომჩივანის ადვოკატის წერილი ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად ამ გარემოებებში. წერილში მხოლოდ მითითებული იყო მომჩივანის ოფიცილაური რეგისტრაციის მისამართი რუსეთში მაგრამ იქ არ იყო განსაზღვრული თუ სად სურდა მომჩივანს კორესპონდენციის მიღება. 2004 წლის 2 სექტემბერს მომჩივანმა შეატყობინა სასამართლოს რომ ის ვერ შეძლებდა სასამართლო მოსმენაზე დასწრებას ჯანმრთელობის პრობლემების და ახალი ადვოკატების გამო, მაგრამ კიდევ არ მიუთითა საკუთარი მისამართი რუსეთში.
55. ბოლოს, სასამართლომ დაამატა, რომ კონფისკაცია, რომელიც წარმოადგენს ჩარევას არის შეჯიბრებითი პროცესის შედეგი რომელზეც მომჩივანმა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენა შესძლო. ეროვნულმა სასამართლოებმა დეტალურად შეისწავლეს საკითხები და დაასაბუთეს საკუთარი გადაწყვეტილება სრულყოფილად. (იხილეთ გ გერმანიის წინააღმდეგ (G. v. Germany )(dec.), no. 10577/83, 6 მაისი 1985). დამატებითი ოქმი #1–ის მუხლი 1 საპროცესო მოთხოვნა (იხილეთ, AGOSI გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (AGOSI v. the United Kingdom), 24 ოქტომბერი 1986, § 55, სერიები ა no. 108) შესაბამისობაში იყო.
56. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ მომჩივანის გირაოს კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება აკმაყოფილებს „სამართლიან ბალანსს“ საზოგადოების ზოგად ინტერესებს და მომჩივანის მოთხოვნებს შორის მოცემული საქმის გარემოებებში.
57. შესაბამისად ადგილი არ ჰქონია დამატებითი ოქმი #1–ის მუხლი 1–ის დარღვევას.
II. კონვენციის მე–6–ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
58. კონვენციის მე–6–ე მუხლის მიხედვით მომჩივანი არ დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას გირაოს შესახებ და განაცხადა რომ ის არ იყო საკმარისად დასაბუთებული.
59. ყველა მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით და იქიდან გამომდინარე რომ გასაჩივრებული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებშია, სასამართლო ადგენს რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით დადგენილი უფლებების და თავისუფლებების დარღვევას. შესაბამისად ეს საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილ უნდა იქნას კონვნეციის 35–ე მუხლის §§ 3 (ა) და 4 პუნქტების მიხედვით.
ამ მიზეზის გამო, სასამართლო
1. აცხადებს, ერთხმად რომ საჩივარი კონვენციის დამატებითი ოქმი #1–ის მუხლი 1–ის შესახებ დასაშვებია დანარჩენი დაუშვებელი;
2. ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ რომ ადგილი არ ჰქონია დამატებითი ოქმი #1–ის მუხლი 1–ის დარღვევას.
მომზადებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია 2013 წლის 20 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკი მარკ ვილიგერი
სექციის რეგისტრატორი პრეზიდენტი
კონვენციის 45-ემუხლისმე-2 ნაწილისადასასამართლოსრეგლამენტის 74-ემუხლისმე-2 ნაწილისშესაბამისად, ამგადაწყვეტილებასთანერთვის შემდეგი განსხვავებულიმოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე პეჯჩავის ნაწილობრივ თანმხვედრი და ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .