ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ
Zolotas v. Greece
საჩივრის ნომერი: 66610/09 PDF summary
მოპასუხე სახელმწიფო: საბერძნეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი: 29.1.2013
შედეგი: დანარჩენი დაუშვებელია
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა - საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი - მფლობელობით მშვიდობიანი სარგებლობა)
მატერიალური და არამატერიალური ზარალი - დაკმაყოფილდა
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმი
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება [ზოგადი]
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1.1 მუხლი) მფლობელობით მშვიდობიანი სარგებლობა
პოზიტიური ვალდებულებები
პროპორციულობა
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
წინამდებარე საქმეზე ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ (No.2)ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია) კოლეგიის შემდეგი წევრების შემადგენლობით:
იზაბელ ბერრო-ლეფევრე, პრეზიდენტი
ელიზაბეტ სტეინერი,
ხანლარ ჰაჯიევ,
მარიანა ლაზაროვა ტრაჟკოვსკა,
იულია ლაფრანქუე,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ერიკ მოსე, მოსამართლეები,
და ანდრე ვამპაჩი, სექციის რეგისტრატორის მოადგილე,
იმსჯელა 2013 წლის 8 იანვარს და გამოიტანა მოცემული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმე ეფუძნება საჩივარს (no. 66610/09)რომელიც შეტანილ იქნა საბერძნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად ბერძენი მოქალაქის, ბ-ნი ანასტასიოს ზოლოტას („მომჩივანი“) მიერ 2009 წლის 7 დეკემბერს.
2. საბერძნეთის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მათი აგენტის დელეგატების, ქ-ნი ფ. დედოუსის, სახელმწიფოს იურიდიული წარმომადგენლის მრჩევლის, და ქ-ნი ზ. ჰადჯიპავლოუსის, სახელმწიფოს იურიდიული წარმომადგენლის სამართლებრივი თანაშემწის მიერ.
3. მომჩივანი კერძოდ ამტკიცებდა რომ ადგილი ქონდა კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევას.
4. 2011 წლის 31 აგვისტოს მთავრობას მიეცა შეტყობინება საჩივართან დაკავშირებით. აგრეთვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისაღებობისა და საქმის არსებითად ერთდროულად განხილვის შესახებ წესზე (მუხლი 29 § 1).
ფაქტები
5. მომჩივანი დაიბადა 1924 წელს და გარდაიცვალა 2011 წლის 27 თებერვალს, როდესაც მისი საჩივარი განიხილებოდა სასამართლოს წინაშე. მისმა ვაჟმა, ბ-მა პანაოიტის ზოლოტასმა, განაცხადა რომ მას სურდა საქმის განხილვა გაგრძელებულიყო.
I. საქმის გარემოებები
6. 1974 წლის 11 ივლისს მომჩივანმა, რომელიც განსახილველ დროს გახლდათ პრაქტიკოსი იურისტი, გახსნა საბანკო ანგარიში საბერძნეთის გენერალურ ბანკში, სადაც მან შეიტანა 660,000 დრაჰმა (1,936.90 ევრო (EUR)). 1981 წლის მეორე ნახევრიდან 2003 წლამდე, მას არ განუხორციელებია რაიმე ტრანსაქცია ანგარიშზე (თანხის გამოტანა ან შეტანა ან სარგებლის შეტანა ბუკლეტში, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ამ მიზნებისთვის), რადგან მას და მის მეუღლეს ქონდათ მძიმე და შემზღუდველი ჯანმრთელობის პრობლემები, მომჩივანი იძულებული იყო ეცხოვრა ქვეყნის გარეთ მრავალი წლის განმავლობაში. 2003 წლის 6 თებერვალს მან მოითხოვა რომ ბანკს მიეწოდებინა ინფორმაცია მისი ანგარიშის სტატუსის შესახებ. ბანკმა საპასუხოდ აცნობა მას რომ რადგან 1981 წლის მეორე ნახევრიდან ანგარიშზე არ განხორციელებულა რაიმე ტრანსაქცია ყველა მისი მოთხოვნა ანგარიშთან დაკავშირებით იქცა დროით შეზღუდული. თუმცა, მან აცნობა მომჩივანს რომ ბანკს კვლავ გააჩნდა განახლებული მონაცემები მის შესახებ, რაშიც ბანკმა შეიტანა ის სარგებელი რაც დაგროვდა ანგარიშზე.
7. 2003 წლის 3 ივნისს მომჩივანმა წარადგინა საჩივარი ბანკის წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოში, ითხოვდა რა იმ თანხას, რომელიც მან შეიტანა ბანკში, მათ შორის სარგებელს, რაც ჯამში წარმოადგენდა 30,550.74 ევროს. მის 2005 წლის 21 აპრილის no. 1481/2005 გადაწყვეტილებით, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო მომჩივანის საჩივარი და დაადგინა რომ მომჩივანის მოთხოვნები შეზღუდული იყო ოც წლიანი ხანდაზმულობის ვადით, რომელიც მოქმედებდა იმ მოთხოვნების მიმართ, რომლებიც წარმოიშვებოდა გაცვლადი სიკეთის დეპონირების შესახებ ხელშეკრულებიდან (anomaly parakathiki) სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (იხილეთ მე-18 და მე-19 პარაგრაფები ქვემოთ). კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„...[მომჩივანი] ეფუძნება პირველი ოქმის პირველ მუხლს....საკუთრების დაცვის შესახებ 1952 წლის 20 მარტის პარიზის ოქმს; აღნიშნული დებულებები არ გამოიყენება მოცემულ საქმეში რადგან ადგილობრივი კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადას უპირატესი ძალა აქვს მათზე. მოცემული ხანდაზმულობის ვადა [გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით] დამოუკიდებელია იმ ფაქტისგან რომ no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის შესაბამისად, ფულადი დეპოზიტები ეროვნულ ბანკებში და შესაბამისი სარგებელი გადაეცემა საბოლოოდ სახელმწიფოს, როდესაც ისინი არ ყოფილან მოთხოვნილი ანგარიშის მფლობელის მიერ დეპოზიტის განხორციელებიდან ოცი წლის განმავლობაში და ხუთი წლის განმავლობაში სარგებლიდან....“
8. მომჩივანმა გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება და დააფუძნა მისი არგუმენტები ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე, აგრეთვე კონვენციის პირველი ოქმის პირველ მუხლზე. მან აღნიშნა რომ ხანდაზმულობის პერიოდის დინება შეჩერებული იყო ფორს მაჟორის გამო ან შეწყვიტა დინება სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ბანკი ანახლებდა მის მონაცემებს ყოველი ექვსი თვის განმავლობაში და შეყავდა მონაცემი დაგროვილი სარგებლის შესახებ.
9. მისი 2006 წლის 6 აპრილის no. 2452/2006 გადაწყვეტილებით ათენის სააპელაციო სასამართლომ უარყო საჩივარი და მიიჩნია რომ ოც წლიანი ხანდაზმულობის პერიოდი რომელიც გამოიყენებოდა გაცვლადი სიკეთეების დეპონირების დროს დასაბუთებული იყო საჯარო ინტერესებით, კერძოდ ისეთი სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოების ინტერესებიდან (koinoniki oikonomia) გამომდინარე შეწყვეტით, რომლებიც შექმნილ იქნა იმდენად დიდი ხნის წინ რომ მათი არსებობა იქცა ბუნდოვნად. სააპელაციო სასამართლოს აზრით ის ფაქტი რომ ბანკი აგრძელებდა მომჩივანის ანგარიშზე დაგროვებული სარგებლის შეტანას არ წარმოადგენდა მომჩივანის მოთხოვნების აღიარებას, რასაც შეეძლო შეეჩერებინა ოც წლიანი ხანდაზმულობის პერიოდის დინება. საბანკო დეპოზიტების შემთხვევაში მოცემული პერიოდის დინება შეიძლება შეწყვეტილიყო მხოლოდ ახალი დეპოზიტით ან თანხის გატანით, თანხის გადარიცხვით ან სარგებლის გადახდით. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე დააყრდნო საკუთარი გადაწყვეტილება no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტს, რომლის მიხედვით ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც უმოქმედოთ იყვნენ ოცი წლის განმავლობაში გადაეცემოდნენ სახელმწიფოს მოცემული პერიოდის ამოწურვის შემდეგ.
10. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე უარყო პრეტენზია რომელიც წამოაყენა მომჩივანმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ხანდაზმულობის პერიოდის დინება შეჩერებულ იქნა ფორს მაჟორის მიერ (მისი და მისი მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემები). სასამართლომ მიიჩნია რომ ადგილი არ ქონია ფორს მაჟორს მოცემულ საქმეში რადგან მომჩივანი და მისი მეუღლე არ ყოფილან განგრძობადად ავად მთელი ხანდაზმულობის პერიოდის განმალობაში და კერძოდ მოცემული პერიოდის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რაც გულისხმობს რომ მომჩივანის მხრიდან არ ყოფილა შეუძლებელი თანხის და სარგებელის დეპოზიტიდან გატანა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
11. მომჩივანმა გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის მოტივით, კონვენციის პირველი ოქმის პირველ მუხლზე დაყრდნობით.
12. 2009 წლის 12 იანვარს საკასაციო სასამართლომ უარყო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, იმ საფუძვლით რომ განსახილველი კანონმდებლობის გამოყენებას არ დაურღვევია მომჩივანის საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლება გარანტირებული პირველი ოქმის პირველი მუხლით (no. 50/2009 გადაწყვეტილება). უფრო კონკრეტულად საკასაციო სასამართლომ დაადგინა რომ:
“...იმის გათვალისწინებით რომ ზემოთ განხილული ხანდაზმულობის პერიოდი, ისევე როგორ ნებისმიერი ხანდაზმულობის პერიოდი, შექმნილია საჯარო ინტერესების შესაბამისად, რაც მოითხოვს იმ ურთიერთობების რეგულირებას, რომელიც არსებობდა წარსულში და შესაბამისად იქცა ბუნდოვნად, აღნიშნული განპირობებულია საზოგადოების ინტერესებით, სადავო დებულებები არ ეწინააღმდეგება [პირველ ოქმს].”
13. გადაწყვეტილებამ მიიღო საბოლოო სახე და სერტიფიცირებულ იქნა როგორც ავთენტური 2009 წლის 9 ივნისს.
II. რელევანტური ადგილობრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა
14. საბანკო დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ ფასეულობებზე ხანდაზმულობის პერიოდისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ მოთხოვნების შესახებ no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის მიხედვით:
ხანდაზმულობის ვადა დეპოზიტებზე და სარგებელი სახელმწიფოს
“ფულადი დეპოზიტები ეროვნულ ბანკებში და შესაბამისი სარგებელი...უნდა იქნას საბოლოოდ გადატანილი სახელმწიფოს ბალანსზე როდესაც იგი არ ყოფილა მოთხოვნილი ანგარიშის მფლობელის მხრიდან ან ანგარიშზე არ განხორციელებულა რაიმე ტრანსაქცია ოცი წლის განმავლობაში იმ თარიღიდან როდესაც ისინი ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო რაც შეეხება სარგებელს, ხუთი წლის განმავლობაში იმ თარიღიდან როდესაც იგი გახდა დარიცხული.”
15. No. 1195/1942 საკანონმდებლო აქტის რატიფიცირება მოხდა 30 მაისს 1946 წელს და დარჩა ძალაში სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ.
16. საკანონმდებლო აქტის დებულებების მიხედვით გარკვეული ვადების და მოთხოვნების დროით შეზღუდვა, როგორც ეს ჩვეულებრივი კანონით არის გათვალისწინებული დებიტორის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, სარგებელს იღებს სახელმწიფო. ბანკებში და საკრედიტო ინსტიტუტებში დეპოზიტების გარდა, მოცემული ვალები და მოთხოვნები მომდინარეობს იმ ქონებიდან და სარგებლისგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ფინანსური ფასეულობისგან, რომელიც დაცულია ბანკებში და შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებში.
...
18. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები იკითხება შემდეგი სახით:
მუხლი 247
ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნებზე
“უფლება მოეთხოვოს მეორე პირს განახორციელოს გარკვეული მოქმედება ან თავი შეიკავოს მოქმედების განხორციელებისგან (მოთხოვნა) უნდა დაექვემდებაროს ხანდაზმულობის ვადას”
მუხლი 249
ოც წლიანი ხანდაზმულობის ვადა
“გარდა იმ შემთხვევისა თუ სხვანაირად არის დადგენილი, მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა უნდა იყოს ოცი წელი. ”
...
მუხლი 260
შეწყვეტა - აღიარება
“ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა შეწყდეს როდესაც მოთხოვნა აღიარებულიადებიტორის მიერ ნებისმიერი ფორმით.”
...
მუხლი 830
გაცვლადი ქონების დეპოზიტი
“ფულადი თანხის ან სხვა გაცვლადი ქონების დეპოზიტი, ეჭვის შემთხვევაში, უნდა იქნეს განხილული როგორც სესხი თუ დეპოზიტის ამღები უფლებამოსილია გამოიყენოს მოცემული ქონება. თუმცა რაც შეეხება დროს და ადგილს ქონების დასაბრუნებად, ყოყმანის შემთხვევაში, გამოიყენება დებულებები დეპოზიტების შესახებ...“
19. დეფინიცია “გაცვლადი ქონების დეპოზიტი” მიუთითებს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე თანხის ან სხვა გაცვლადი ქონების დეპოზიტზე მესამე პირის მიერ შენახვის მიზნით, სადაც ეს უკანასკნელი უფლებამოსილია გამოიყენოს მოცემული ქონება. კარგად ჩამოყალიბებული სამართლებრივი თეორიისა და პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ბანკში ჩვეულებრივ სარგებლის პირობით თანხის მოთავსება დაუყოვნებლივ უკან გატანის შესაძლებლობით, ხასიათდება შეთანხმება გაცვლადი ქონების დეპოზიტის შესახებ.
20. სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა წყვეტს დინებას როდესაც დებიტორი აღიარებს მოთხოვნას ნებისმიერი ფორმით. ზოგადად მიჩნეულია რომ მოცემული აღიარება უბრალოდ მოითხოვს გარკვეულ ქმედებას ან ქმედებას რომელიც ნათლად ახდენს დემონსტრირებას რომ დებიტორი აღიარებს მის ვალდებულებას და კრედიტორის მოთხოვნას. მოცემულმა შეიძლება მიიღოს ვალის ნაწილობრივი ანაზღაურების, სარგებლის გადახდის, უზრუნველყოფის წარდგენის, დამატებითი დროის მოთხოვნის ან ვალისგან გათავისუფლების თხოვნის ფორმა (გეორგიადის-სტათოპოულოს, სამოქალაქო კოდექსი - მუხლობრივი ინტერპრეტაცია, 461-ე მუხლი).
21. იმისათვის რომ დებიტორის მიერ აღიარების აქტმა შეაჩეროს ხანდაზმულობის ვადის დინება (სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლი) ის უნდა იყოს მიმართული კრედიტორისადმი და უნდა მივიდეს მასთან (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება no. 1178/1976, ნომიკო ვიმა 25/710). თავისთავად ის ფაქტი რომ დებიტორს შეყავს ვალი მის ჩანაწერებში არ წარმოადგენს მოთხოვნის აღიარებას 260-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე და შესაბამისად ვერ ჩაითვლება საფუძვლად ხანდაზმულობის ვადის დინების შესაჩერებლად (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება no. 924/1977, ნომიკო ვიმა 26/726).
22. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას ანგარიშის მფლობელის მიერ მის ანგარიშთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან მიმართებაში, აღიარებულია რომ მოცემული პერიოდი წყვეტს დენას ნებისმიერი ახალი დეპოზიტის განხორციელებით ან თანხის გატანით ან ნებისმიერი მოქმედებით რომლის შედეგია ანგარიშის შეცვლა. დროის დენა არ წყდება იმის შედეგად რომ ანგარიშზე ემატება სარგებელი, იმ შემთხვევაშიც თუ სარგებელი მონეტარიზებულია ან როდესაც ხდება ექვს თვეში ერთხელ ანგარიშის მფლობელის მონაცემების განახლება (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები nos. 739/2004 და 50/2009).
...
24. მსგავსი მიმართულებით საკასაციო სასამართლომ გადაწყვიტა რომ ბანკები არ იყვნენ ვალდებულნი შეეტყობინებინათ ანგარიშის მფლობელებისთვის, როდესაც ხანდაზმულობის პერიოდის გასვლა ახლოვდებოდა. რადგან ბანკებმა თითოეულ მომხმარებელს გადასცეს ანგარიშის ბუკლეტი, მომხმარებელზე იყო დარჩენილი ვალდებულება უზრუნველეყო მისი განახლება, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა იმის დადასტურებას, რომ მოხდა თანხის დეპონირება და განხორციელდა ტრანსაქციები ანგარიშზე (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები 432/1990 და 1623/1995).
კანონმდებლობა
I. ზოგადი შენიშვნა
25. სასამართლომ უპირველესყოვლისა უნდა დაადგინოს რამდენად ბ-ნი პანაოიტის ზოლოტასი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს საჩივარს, რაც პირველად წარადგინა მომჩივანმა, რომელიც გარდაიცვალა 2011 წლის თებერვალში.
26. სასამართლო მიუთითებს რომ რამდენიმე საქმეში, სადაც მომჩივანი გარდაიცვალა საქმის განხილვის დროს, მან მხედველობაში მიიღო მიმართვები რომლებიც გაკეთდა მომჩივანის შთამომავლების ან ოჯახის წევრების მხრიდან, რომლებიც გამოხატავდნენ სურვილს გაეგრძელებინათ საჩივრის მხარდაჭერა (იხილეთ, ასე მაგალითად, დევეერი ბელგიის წინააღმდეგ, 27 თებერვალი 1980, §§ 37-38, Series A no. 35; X გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 5 ნოემბერი 1981, § 32, Series A no. 46; ვოკატურო იტალიის წინააღმდეგ, 24 მაისი 1991, § 2, Series A no. 206-C; G იტალიის წინააღმდეგ, 27 თებერვალი 1992, § 2, Series A no. 228-F; პანდოლფელი და პალუმბო იტალიის წინააღმდეგ, 27 თებერვალი 1992, § 2, Series A no. 231‑B; X საფრანგეთის წინააღმდეგ, 31 მარტი 1992, § 26, Series A no. 234-C; რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ, 22 თებერვალი 1994, § 2, Series A no. 281-A; მალჰაუსი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (dec.) [GC], no. 33071/96, ECHR 2000-XII; და კონტრასტისთვის შჩერერი შვეიცარიის წინააღმდეგ, 25 მარტი 1994, §§ 31-32, Series A no. 287).
27. მოცემულ საქმეში სასამართლომ აღნიშნა რომ ბ-ნი პანაოიტის ზოლოტასი არის მომჩივანის ვაჟი და მისი მემკვიდრე და უფლება რომელიც დაცულია პირველი ოქმის პირველი მუხლით შეუზღუდავად გადადის. ბ-ნ პანაოიტის ზოლოტას შესაბამისად აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც აძლევს მას უფლებას მხარი დაუჭიროს საჩივარს მისი გარდაცვლილი მამის სახელით.
II. კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის სავარაუდო დარღვევა
28. მომჩივანი ასაჩივრებდა რომ ადგილობრივმა სამოქალაქო სასამართლოებმა, დააყრდნეს რა საკუთარი გადაწყვეტილებები ოც წლიან ხანდაზმულობის ვადას, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით და no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტით, დაადგინეს რომ მისი საჩივარი იმ ბანკებთან მიმართებაში, სადაც მათ ქონდათ ანგარიში დროში იყო შეზღუდული და ანგარიშზე არსებული ბალანსი გადავიდა სახელმწიფოზე, უმოძრაო საბანკო ანგარიშების საბოლოო ბენეფიციარზე. მისი მტკიცებით დაირღვა დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც:
”ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად.”
...
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა წარდგინებები
(a) მთავრობა
30. მთავრობამ აღნიშნა რომ no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტის ძირითადი მიზანი გახლდათ ზოგადი ინტერესების დაცვა ბანკების, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების და სხვა სამართლებრივი ორგანიზაციების შეზღუდვით მიეღოთ ქონება ან შემოსავალი უზრუნველყოფის საშუალებებიდან, როდესაც უზრუნველყოფის მფლობელები რჩებოდნენ პასიურები; მოცემული გამოწვეული იყო ძირითად შემთხვევებში მათი გარდაცვალებით შთამომავლების დატოვების გარეშე ან როდესაც ისინი გადაწყვეტდნენ უარი ეთქვათ საკუთარ მოთხოვნებზე.
31. მომჩივანის მოთხოვნები დაექვემდებარა დროით შეზღუდვას სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებების შესაბამისად, რომლებიც არსებობდნენ საკანონმდებლო აქტის დებულებების პარალელურად და მათგან დამოუკიდებლად. საკანონმდებლო აქტი განსხვავდებოდა სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლისგან იმ თვალსაზრისით რომ თანხმები, რომლებთან მიმართებითაც მოთხოვნები დროით იყო შეზღუდული, გადაეცემოდა სახელმწიფოს და არა ბანკებს სადაც უმოქმედო საბანკო ანგარიში იყო განთავსებული. საკანონმდებლო დებულებების გამოყენებას მომჩივანის საქმეში არ ქონდა რაიმე კონკრეტული შედეგი ხანდაზმულობის ვადაზე, რადგან მთავრობის აზრით, მისი მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა დროში შეზღუდული მარტოდ მარტო სამოქალაქო კოდექსის საფუძველზეც, ერთადერთი განსხვავება გახლდათ ის რომ ბანკი და არა სახელმწიფო იქნებოდა მიმღები.
32. მთავრობის წარდგინების მიხედვით ბანკები არ იყვნენ ვალდებულნი შეეტყობინებინათ მომჩივანისთვის როდესაც ხანდაზმულობის ვადა შეიძლება მალე ამოწურულიყო. რადგან ბანკმა გადასცა მას ანგარიშის ბუკლეტი ეს მასზეღა იყო დამოკიდებული უზრუნველეყო რომ იგი განახლებულიყო დროულად რადგან იგი წარმოადგენდა მის ანგარიშზე თანხის დეპონირებისა და ტრანსაქციების განხორცილების დადასტურებას (მთავრობამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე nos. 432/1990 და 1623/1995 - იხილეთ 24-ე პარაგრაფი ზემოთ).
33. შესაბამისად, ბანკის მიერ ექვს თვეში ერთხელ მომჩივანის ანგარიშის მონაცემების განახლებას, ანგარიშზე დაგროვებული სარგებლის მონაცემის შეყვანის გზით, არ გამოუწვევია ხანდაზმულობის პერიოდის დინების შეწყვეტა, რადგან მოცემული აქტი არ იყო მიმართული მომჩივანის მიმართ და არ მისულა მასთან, არამედ მხოლოდ წარმოადგენდა საბანკო მონაცემის განახლებას, რაც გახლდათ შიდა საბანკო პროცედურა. განსახილველი აქტის შესახებ არ უცნობებიათ მომჩივანისთვის, რადგან ეს უკანასკნელი არ გამოცხადებულა რათა განეხორციელებინა ტრანსაქცია ან მოეხდინა ცვლილებების ასახვა მისი ანგარიშის ბუკლეტში.
34. მთავრობამ დამატებით გააკრიტიკა მომჩივანი მინიმალური ყურადღების არ გამოჩენის გამო. დასასრულს მან აღნიშნა რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა უარყვეს ფორს მაჟორის საფუძვლები, რომელსაც იყენებდა მომჩივანი მისი არგუმენტების მხარდასაჭერად, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერებული იყო მისი და მისი მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
(b) მომჩივანი
35. მომჩივანმა წარადგინა რომ მისი განზრახვა, ანგარიშის გახსნის დროს და კონტრაქტის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, იყო ცხოვრების განმავლობაში დანაზოგის გაკეთება. მისი აზრით ხანდაზმულობის ვადის პერიოდის გამოყენება, როდესაც ნათელი იყო რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა საჯარო წესრიგს, შეუსაბამო იყო კარგი რწმენის, მორალის და უკუგების პრინციპებთან. მეტიც, დეპოზიტის კაპიტალიზაცია დანაზოგის დაგროვებით, მისი აზრით არ შეიძლება დროში შეზღუდული ყოფილიყო რადგან ბანკს უკვე აღიარებული ქონდა მისი მოთხოვნა, არაპირდაპირი, მაგრამ ნათელი სახით. ამასთან ერთად, სარგებლის კაპიტალიზაცია წარმოადგენდა საფუძველს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების.
36. მომჩივანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ ბანკს უნდა მოეხდინა მისი ინფორმირება ფულის დაკარგვის რისკის შესახებ და რომ სახელმწიფოს უნდა შეენახა თანხები გონივრულად მინიმალური ვადით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ რათა დაეცვა მისი და მისი შთამომავლების ქონება. მომჩივანმა მიუთითა საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის კანონმდებლობებზე მაგალითის სახით, რომლებიც ითვალისწინებდნენ პირთა მსგავს ინფორმირებას.
37. მომჩივანის აზრით, ის ფატი რომ მის ანგარიშზე ადგილი არ ქონია ტრანსააქციას ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში გამოწვეული იყო ფორს მაჟორით, კერძოდ ბოლოს ექვსი თვიდან იმ თარიღამდე პერიოდში (6 თებერვალი 2003), როდესაც მან მოსთხოვა ბანკს მოეხდინა მისი ინფორმირება მისი ანგარიშის სტატუსის შესახებ.
38. დასასრულს, მომჩივანმა წარადგინა, რომ no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტი არასდროს არ ყოფილა რატიფიცირებული და არ ქონდა შესაბამისი ძალის მქონე სამართლებრივი ინსტრუმენტი სტატუსი. მან სამწუხარო ჩათვალა, რომ ისეთი დემოკრატიული ქვეყანა როგორიცაა საბერძნეთი იყენებდა კანონმდებლობას, რომელიც ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროინდელი იყო და კონფისკაციას უკეთებდა ინდივიდების ფულს მათი ინფორმირების გარეშე. მისი აზრით, შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობის პირობებში, რომელიც ითვალისწინებდა
პირების მიერ მათი დაკარგული ქონების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას, საჯარო ინტერესის საფუძვლები არ შეიძლება ამ შემთხვევაში მოშველიერებულიყო ისეთი კერძო ინტერესების ხარჯზე, როგორც ეს მოცემულ საქმეში იყო.
2. სასამართლოს შეფასება
(a) გამოყენებადი პრინციპების მიმოხილვა
39. სასამართლომ აღნიშნა რომ პირველი ოქმის პირველი მუხლი, რომლის ძირითადი ობიექტი გახლავთ ინდივიდის დაცვა სახელმწიფოს მიერ დაუსაბუთებელი ჩარევისაგან მისი საკუთრების მშვიდობიან სარგებლობაში, აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს პოზიტიურ ვალდებულებებს სახელმწიფოს მხრიდან რათა მიიღოს გარკვეული ზომები, რომლებიც აუცილებელია საკუთრების უფლების დაცვისათვის. კერძოდ როდესაც არსებობს პირდაპირი კავშირი იმ ღონისძიებებს რომლებსაც შეიძლება მომჩივანი ლეგიტიმურად ელოდებოდეს ხელისუფლების ორგანოებისგან და მისი საკუთრების ეფექტურ გამოყენებას შორის (იხილეთ ონერეილდიზი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 48939/99, § 134, ECHR 2004‑XII; პადურარუ რუმინეთის წინააღმდეგ, no. 63252/00, § 88, ECHR 2005-XII; ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ [GC], no. 31443/96, § 143, ECHR 2004-V; და სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ, no. 48553/99, § 96, ECHR 2002-VII). მათ შორის ჰორიზონტალურ ურთიერთობებში შეიძლება არსებობდეს საჯარო ინტერესების საკითხი ჩართული, რამაც შეიძლება გარკვეული ვალდებულებები დააკისროს სახელმწიფოს. ასე მაგალითად, ბრონიოვსკის საქმეში (ციტირებული ზემოთ, § 143) სასამართლომ დაადგინა რომ პოზიტიურმა ვალდებულებებმა პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით შეიძლება მოსთხოვონ სახელმწიფოს რათა მან მიიღოს აუცილებელი ღონისძიებები საკუთრების უფლებების დასაცავად (იხილეთ კოტოვი რუსეთის წინააღმდეგ [GC], no. 54522/00, § 109, 3 აპრილი 2012).
40. საზღვრები სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით არ აყალიბებს საკუთარ თავს ნათელ დეფინიციად. გამოყენებადი პრინციპები ამის მიუხედავად მსგავსია. რამდენად საქმე გაანალიზებულია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კუთხით ან საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევის სახით, უნდა იქნეს დასაბუთებული კრიტერიუმებით, რომელიც არ განსხვავდება შინაარსობრივად. ორივე, ჩარევამ ქონების მშვიდობიან გამოყენებაში და მოქმედებისგან თავის შეკავებამ, უნდა დაიცვას სწორი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (იხილეთ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ, 23 სექტემბერ 1982, § 69, Series A no. 52, და კოტოვი, ციტირებული ზემოთ, § 110).
41. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ რიგ შემთხვევებში პირველი ოქმის პირველმა მუხლმა შეიძლება დააკისროს სახელმწიფოს ”გარკვეული აუცილებელი ღონისძიებები საკუთრების უფლების დასაცავად...მათ შორის იმ საქმეებში, რომლებიც მოიცავენ სამართალწარმოებას ინდივიდებს ან კომპანიებს შორის” (იხილეთ სოვტრანსავტო ჰოლდინგი, ციტირებული ზემოთ, § 96). მოცემული პრინციპი გამოყენებულ იქნა აქტიურად კერძო დებიტორების საწინააღმდეგოდ აღსრულების პროცედურების კონტექსტში (იხილეთ ფუკლევი უკრაინის წინააღმდეგ, no. 71186/01, §§ 89-91, 7 ივნისი 2005, და კესეანი რუსეთის წინააღმდეგ, no. 36496/02, §§ 79-80, 19 ოქტომბერი 2006; იხილეთ აგრეთვე კინ-სტიბი და მაჯკიცი სერბეთის წინააღმდეგ, no. 12312/05, § 84, 20 აპრილი 2010; მარჩიჩი და სხვები სერბეთის წინააღმდეგ, no. 17556/05, § 56, 30 ოქტომბერი 2007; და, mutatis mutandis, მათეუსი საფრანგეთის წინააღმდეგ, no. 62740/00, §§ 68 et seq., 31 მარტი 2005).
42. პირველი ოქმის პირველ მუხლთან შესაბამისობის დადგენის დროს სასამართლომ უნდა შეისწავლოს განსახილველი სხვადასხვა ინტერესები, იმის გათვალისწინებით რომ კონვენცია შექმნილია იმ მიზნით რომ დაიცვას უფლებები, რომლებიც ”პრაქტიკული და ეფექტურია”. მან უნდა ჩაიხედოს ზედაპირს მიღმა და გამოიძიოს გასაჩივრებული სიტუაციის რეალური მხარე. მოცემულმა შესწავლამ შეიძლება მოიცვას არა მარტო რელევანტური კომპენსაციის საკითხები - თუ სიტუაცია ეხება საკუთრების ჩამორთმევას - არამედ, აგრეთვე, მხარეთა მოქმედება, მათ შორის ის საშუალებები რომლებიც გამოყენებულ იქნა სახელმწიფოს მიერ და მათი იმპლემენტაციის საკითხები. მოცემულ კონტექსტში, უნდა აღინიშნოს რომ გაურკვევლობა - არის ის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან გამომდინარეობს იმ პრაქტიკიდან რასაც იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები - არის ის ფაქტორი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, როდესაც ხდება სახელმწიფოს მოქმედების შესწავლა. მართლაც, როდესაც საქმე გვაქვს საჯარო ინტერესთან, ეს დამახასიათებელია საჯარო ხელისუფლების ორგანოებისთვის, რომ მათ უნდა იმოქმედონ დროულად, შესაბამისი და თანმიმდევრული მანერით (იხილეთ, ტუნელ რეპორტ ლიმიტიდ საფრანგეთის წინააღმდეგ, no. 27940/07, § 39, 18 ნოემბერი 2010).
43. სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივანის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
44. საბოლოოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ დეფინიცია ”საჯარო ინტერესი” პირველი ოქმის პირველი მუხლის პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაში აუცილებლად ფართოა. ხელისუფლების ეროვნული ორგანოები პრინციპის თვალსაზრისით უკეთეს სიტუაციაში არიან ვიდრე საერთაშორისო მოსამართლე, იმისათვის, რომ განსაზღვრონ რა არის ”საჯარო ინტერესი”. სასამართლო, ბუნებრივად მიიჩნევს რა რომ გარკვეული შეფასების თავისუფლება, რომელიც არსებობს კანონმდებლისათვის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის, უნდა იყოს ფართო, პატივს მიაგებს კანონმდებლის გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რა არის საჯარო ინტერესი, გარდა იმ შემთხვევისა თუ მოცემული გადაწყვეტილება არსებითად უსაფუძვლოა. ალტერნატიული გამოსავლების შესაძლო არსებობა თავისთავად არ განაპირობებს, რომ გასაჩივრებული კანონმდებლობა დაუსაბუთებელია. თუ კანონმდებელი რჩება მისი შეფასების თავისუფლების საზღვრებში, სასამართლოს როლი არ არის განაცხადოს რამდენად კანონმდებლობა წარმოადგენდა საუკეთესო გამოსავალს კონკრეტული პრობლემის მოგვარებისთვის ან რამდენად კანონმდებლის დისკრეცია უნდა გამოყენებულიყო სხვა გზით (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,no 44302/02, §§ 43‑45, 15 ნოემბერი 2005).
(b) მოცემული პრინციპების გამოყენება აღნიშნულ საქმეში
45. მოცემულ საქმეში სასამართლო უპირველესყოვლისა მიუთითებს, რომ როდესაც მომჩივანი მივიდა მის ბანკში 2003 წლის 6 თებერვალს, რათა გაერკვია მისი ანგარიშის სტატუსი, მან შეიტყო რომ ანგარიშთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნები დროით იყო შეზღუდული, რადგან მის ანგარიშზე ადგილი არ ქონია რაიმე ტრანსაქციას 1981 წლის მეორე ნახევრიდან. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან ნათელია რომ როდესაც ანგარიშს ხსნიდა მომჩივანი შევიდა შეთანხმებაში ბანკთან, რაც თანმიმდევრული პრეცედენტული სამართლისა და საბერძნეთში არსებული სამართლებრივი თეორიის მიხედვით წარმოადგენდა შეთანხმებას გაცვლადი ქონების დეპონირების შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლი). მომჩივანის მოთხოვნები, გამომდინარე მოცემული შეთანხმებიდან, ექვემდებარებოდა ოც წლიანი ხანდაზმულობის ვადას, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით (247-ე და 249-ე მუხლები).
46. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს რომ ადგილობრივმა სასმართლოებმა, სადაც მომჩივანმა წაიღო მისი საქმე, დააფუძნეს საკუთარი გადაწყვეტილებები no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტზე, რის მიხედვითაც ფულადი დეპოზიტები და შესაბამისი სარგებელი, რომლებიც იმყოფებოდა ბანკებში საბოლოოდ გადაიტანებოდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, როდესაც ისინი არ იქნენ მოთხოვნილი ანგარიშის მფლობელის მიერ ან როდესაც ადგილი არ ქონდა ტრანსაქციას ანგარიშზე ოცი წლის პერიოდის განმავლობაში. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება არც შეწყვეტილა - რადგან ბანკის მონაცემებში მომჩივანის ანგარიშზე დაგროვილი სარგებლის შეტანას არ გამოუწვევია დროის დინების შეწყვეტა (იხილეთ მე-9 პარაგრაფი ზემოთ) - იგი არც შეჩერებულა ფორს მაჟორის შედეგად, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა (იხილეთ მე-10 პარაგრაფი ზემოთ).
47. სასამართლოს აზრით, მომჩივანის ანგარიშთან დაკავშირებული მისი მოთხოვნების მიმართ დროითი შეზღუდვა წარმოადგენდა ჩარევას მის საკუთრების უფლებაში. მოცემული ჩარევა არც ექსპროპრიაცია არ იყო და არც ღონისძიება საკუთრების უფლების კონტროლის მიზნით; შესაბამისად მოცემული უნდა იქნეს განხილული პირველი მუხლის პირველი პარაგრაფის პირველი წინადადების ჭრილში (იხილეთ,mutatis mutandis, ოპტიმ და ინდუსტერე ბელგიის წინააღმდეგ (dec.), no. 23819/06, § 35, 11 სექტემბერი 2012). შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რამდენად იქნა დაცული სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესის და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
48. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ხანდაზმულობის ვადა შემოღებული სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 249-ე მუხლებით, აგრეთვე no. 1195/1942 საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლით, ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაში, ოც წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაცვლადი ქონების დეპონირების ხელშეკრულებებზე დასაბუთებული იყო საჯარო ინტერესით, კერძოდ, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის აუცილებლობით, რომლებიც შექმნილ იქნა იმდენად ადრე, რომ მათი არსებობა იქცა საეჭვო.
49. სხვა ფაქტორებთან ერთად, გაითვალისწინა რა მისი პრეცედენტული სამართალი ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით (იხილეთ ზემოთ 43-ე პარაგრაფი), სასამართლო მიიჩნევს, რომ განხილული ზემოთ ბერძნული ხანდაზმულობის ვადის სისტემა გონივრულია; ხანდაზმულობის ოც წლიანი ვადა საკმარისად გრძელია და არ არის რთული ან შეუძლებელი შესაბამისი პირებისთვის, რათა მათ შეაჩერონ მისი დინება.
50. მომჩივანის საქმეზე გადაწყვეტილებების გამოტანის დროს საბერძნეთის სასამართლოები დაეყრდნენ და გამოიყენეს ძალაში მყოფი რელევანტური კანონმდებლობა და პრეცედენტული სამართალი: პირველ რიგში, საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა ანგარიშის მფლობელის მოთხოვნებთან მიმართებაში წყვეტს დინებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ანგარიშის მფლობელი მოითხოვს მის დეპოზიტს ან განახორციელებს ტრანსაქციას ანგარიშზე; და მეორე რიგში, სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება, როდესაც დებიტორი - მოცემულ შემთხვევაში ბანკი - აღიარებს მოთხოვნას. ამასთან მიმართებაში საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღიარების აქტი უნდა ყოფილიყო მიმართული კრედიტორის მისამართით და უნდა მისულიყო მასთან და მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მოხდა ვალის შესახებ ინფორმაციის შეტანა ბანკის მონაცემებში არ წარმოადგენდა მოთხოვნის აღიარებას 260-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე და შესაბამისად არ შეეძლო გაეჩერებინა ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტა (იხილეთ მე-18 და 21-ე პარაგრაფი ზემოთ).
51. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი მკაცრი ღონისძიება როგორიცაა საბანკო ანგარიშზე მოთხოვნებზე დროითი შეზღუდვა იმ საფუძვლით, რომ ადგილი არ ქონდა გარკვეულ დროში ანგარიშზე ტრანსაქციას, ემატება რა ამას პრეცედენტული სამართალი, რომლის მიხედვით სარგებლის შეტანა ჩანაწერებში არ წარმოადგენს ანგარიშზე ტრანსაქციას, აქცევს ანგარიშის მფლობელებს, განსაკუთრებით როდესაც ისინი არიან რიგითი მოქალაქეები რომლებიც არ ერკვევიან სამოქალაქო ან საბანკო სამართალში, უთანასწორო მდგომარეობაში ბანკებთან ან თვით სახელმწიფოსთან მიმართებაში იმ შემთხვევაში როდესაც გამოიყენება საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი.
52. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი ახდენს ბანკში ფულადი თანხის დეპონირებას, გადასცემს მას უფლებას გამოიყენოს მოცემული თანხა, ბანკმა უნდა შეინახოს იგი და თუ გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ უნდა დააბრუნოს ექვივალენტი თანხა დეპოზიტორს. ანგარიშის მფლობელები, შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან, რომ სჯეროდეთ, კეთილი განზრახვით, რომ მათი დეპოზიტები უსაფრთხოდ არის, განსაკუთრებით თუ ისინი ხედავენ რომ სარგებელი ემატება მათ ანგარიშს. მათ შეუძლიათ ლეგიტიმური მოლოდინი ქონდეთ, რომ იქნებიან ინფორმირებულნი თუ რაიმე სიტუაცია შეუქმნის საფრთხეს მათ ხელშეკრულებას, რომელიც მოაწერეს ბანკთან ან მათ ფინანსურ ინტერესებს, ისე რომ მათ შეეძლოთ წინაწარ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები რათა დააკმაყოფილონ კანონის მოთხოვნები და დაიცვან საკუთარი საკუთრების უფლებები. მოცემული, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ნაწილია საბანკო ტრანსაქციების და საბანკო სამართლის.
53. სასამართლო დამატებით იმეორებს რომ სამართლებრივი სიცხადის პრინციპი შემადგენელი ნაწილია კონვენციის ყველა მუხლის და წარმოადგენს კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს (იხილეთ ნეჯდეტ საჰინ და პერიჰან საჰინ თურქეთის წინააღმდეგ, [GC], no. 13279/05, § 56, 20 ოქტომბერი 2011). სასამართლოს აზრით სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას მოქალაქეები და მოსთხოვოს ბანკებს, ხანდაზმულობის პერიოდების შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, შეატყობინონ უმოძრაო ანგარიშების მფლობელებს, როდესაც ხანდაზმულობის ვადა იწურება და შესაბამისად მიანიჭონ მათ შესაძლებლობა შეწყვიტონ ვადის დინება, ასე მაგალითად ტრანსაქციის განხორციელებით. მოცემული ინფორმირების მოთხოვნის არ არსებობამ შეიძლება დაარღვიოს სამართლიანი ბალანსი, რომელიც უნდა იყოს დაცული საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
54. სასამართლოს აზრით მოცემული ინფორმირების არ არსებობამ მომჩივანს დააკისრა ზომაზე დიდი და არაპროპორციული ტვირთი, რაც არ შეიძლება იქნეს დასაბუთებული არც საჭიროებით რომ შეწყდეს სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა არსებობა იქცა საეჭვო - როგორც ეს დაადგინა სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეში - არც იმით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საბანკო სისტემის შესაფერისი ფუნქციონირება.
55. შესაბამისად, ადგილი ქონდა მომჩივანის პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.
...
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
59. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
”თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლება, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
60. მომჩივანის შვილი უპირველესყოვლისა მოითხოვდა კომპენსაციას იმ ზიანისთვის რომელიც მიადგა მის მამას. მან ამასთან დაკავშირებით მიუთითა მისი მამის საჩივარზე სასამართლოს მიმართ, რომელშიც მან მოითხოვა 660,000 დრაჰმა, რომელიც მან მოახდინა დეპონირება ბანკში, ამას დამატებული სარგებელი, რაც წარმოადგენს 30,550.74 ევროს, როგორც ეს მითითებულია მის 2003 წლის 3 ივნისის საჩივარში ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოში. მან აგრეთვე მოითხოვა 100 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.
61. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მთავრობამ წარადგინა, რომ მომჩივანის შვილს არ დაუფიქსირებია კონკრეტული მოთხოვნა მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში და დადგენილ ვადაში, როგორც ეს მოთხოვნილია სასამართლოს რეგლამენტის 60.1 მუხლში. მან უბრალოდ მიუთითა საჩივრის ფორმას, რაც არ მოიცავს მოთხოვნის კონკრეტულ ფორმულირებას და რაც თავის მხრივ მიუთითებს მომჩივანის საჩივარზე ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოში. რაც შეეხება არამატერიალურ ზიანს, მოცემული არა მარტო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო, არამედ მომჩივანის შვილი აგრეთვე არ იყო უფლებამოსილი მიეღო კომპენსაცია მოცემული სახით, რადგან პირი რომელზეც იმოქმედა განსახილველმა ღონისძიებამ იყო თავად მომჩივანი და არანაირად მისი შთამომავლები.
62. სასამართლომ მიიჩნია რომ მომჩივანის შვილმა მოახერხა მისი მოთხოვნების წარდგენა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით შესაბამისი ფორმით, რადგან მან მოითხოვა თანხა, რასაც თავად მომჩივანი ითხოვდა მის საჩივარში 2003 წლის 2 ივნისს, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოში და რაც ნათლად იყო გამოხატული ევროში, კერძოდ 30,550.74 ევრო.
63. სასამართლო აღნიშნავს, პირველ რიგში, რომ მან დაადგინა დარღვევა მოცემულ საქმეში კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის პირველი პარაგრაფის პირველი წინადადების და მეორეს მხრივ, მას არ შეუძლია სპეკულირება იმ თანხის შესახებ რასაც საბერძნეთის სასამართლოები მიანიჭებდნენ მომჩივანს თუ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. თუმცა, იგი მიიჩნევს ადეკვატურად, რომ მიანიჭოს მომჩივანის შვილს თანხა 15,000 ევროს სახით რათა დაკმაყოფილდეს ყველა სახის ზიანი.
B. ხარჯები
64. მომჩივანის შვილმა აგრეთვე მოითხოვა 5,000 ევრო ხარჯების სახით, თუმცა არ დაუზუსტებია მოცემული თანხა რამდენად არის დაკავშირებული ხარჯებთან ადგილობრივ სასამართლოებში ან მოცემულ სასამართლოში ან ორივეში.
65. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანის შვილს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მისი მოთხოვნების გასამყარებლად.
66. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია მიიღოს ანაზღაურება ხარჯებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება ნაჩვენები, რომ მოცემული რეალურად და აუცილებლად იქნა გაწეული და იყო გონივრული. მოცემულ საქმეში სასამართლო აღნიშნავს რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე ინვოისი მოცემულ ხარჯებთან დაკავშირებით არც ადგილობრივ და არც მოცემული სასამართლოს წინაშე. მისი მოთხოვნა ხარჯებთან დაკავშირებით უნდა იქნეს უარყოფილი.
C. სარგებელი
67. სასამართლო მიიჩნევს რომ ადეკვატურია დაწესდეს სარგებელი ევროპის ცენტრალური ბანკის მინიმალური განაკვეთის მიხედვით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად,
...
2. ადგენს რომ ადგილი ქონდა პირველი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას;
3. ადგენს
(a) მოპასუხე საელმწიფომ გადაუხადოს მომჩივანის შვილს, კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად მოცემული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში 15,000 (თხუთმეტი ათასი) ევრო, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი რაც შეიძლება იყოს დარიცხული, ყველა სახის ზიანისათვის;
(b) მოცემული სამ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკითხის გადაწყვეტამდე, უბრალო სარგებელი უნდა იქნეს გადახდილი ზემოთ მოცემულ თანხაზე იმ განაკვეთით რაც არის თანაბარი განსახილველ პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკის მინიმალური განაკვეთისა დამატებული სამი პროცენტი;
4. უარყოფს მომჩივანის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შექმნილია ფრანგულად და წერილობით გაცხადებულია 2013 წლის 29 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ანდრე ვამპაჩი ისაბელლე ბერრო-ლეფევრე
სექციის რეგისტრატორის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
.
Click here for the Case-Law Information Notes