სტატილეო ხორვატიის წინააღმდეგ
Statileo v. Croatia
საჩივრის ნომერი - 12027/10
მოპასუხე სახელმწიფო - ხორვატია
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 10/07/2014
შედეგი:
წინასწარი პრეტენზიას უარი ეთქვა (მუხლი 35-1 - შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა)
წინასწარი პრეტენზიას უარი ეთქვა (მუხლი 35-3-b - არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი)
საჩივრის დარჩენილი ნაწილი გამოცხადდა დაუშვებლად
დაირღვა 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი - საკუთრების დაცვა (1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი - საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება
1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი - საკუთრებით სარგებლობის კონტროლი)
მატერიალური და არამატერიალური ზიანი - დაკმაყოფილდა
განსხვავებული აზრი: არა
საკვანძო სიტყვები:
(მუხლი 35) დასაშვებობის კრიტერიუმები
(მუხლი 35-1) შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
(მუხლი 35-3-b) მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობა
(მუხლი 41) სამართლიანი დაკმაყოფილება (ზოგადი)
(მუხლი 46) გადაწყვეტილებათა მბოჭავი ძალა და აღსრულება
(მუხლი 46-2) გადაწყვეტილების აღსრულება
(მუხლი 46-2) ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
(ოქმი 1-1) საკუთრების დაცვა
(ოქმი 1-1-1) საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება
(ოქმი 1-1-1) კანონით გაწერილი
(ოქმი 1-1-1) ბოროტი განზრახვისგან დაცვის გარანტია
(ოქმი 1-1-2) საკუთრებით სარგებლობის კონტროლი
(ოქმი 1-1-2) ზოგადი ინტერესი
შეფასების ზღვარი
პროპორციულობა
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge).Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციობარათისასამართლოსპრეცედენტზე No. 176
ივლისი 2014
სტატილეო ხორვატიის წინააღმდეგ
Statileo v. Croatia - 12027/10
გადაწყვეტილება 10.7.2014 [სექცია I]
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
1-ლი ოქმის 1-ელი მუხლის მე-2 პარაგრაფი
საკუთრებით სარგებლობის კონტროლი
ქირავნობის შესახებ კანონმდებლობით მესაკუთრისთვის დადგენილი ვალდებულება, საკუთრება განუსაზღვრელი ვადით სათანადო ანაზღაურების გარეშე გააქირავოს: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანს საკუთრებაში ჰქონდა 66 კვ.მ. ბინა ქ. სპლიტში, რომელიც დაკავებული იყო დამქირავებლის მიერ, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სპეციალურად დაცული ქირავნობის უფლება 1950-ანებში. სპეციალურად დაცული ქირავნობები გაუქმებულ იქნა 1966 წელს ბინის იჯარის შესახებ აქტით, რომელიც ადგენდა, რომ ასეთი დამქირავებლები კერძო საკუთრებაში მყოფ ბინებთან მიმართებით ხდებოდნენ „დაცული დამქირავებლები“. კერძო მესაკუთრეებს მოეთხოვებოდათ, რომ სპეციალურად დაცული ქირავნობის ყოფილ მფლობელებთან გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით „დაცული ქირით“, რომლის ოდენობაც იყო საგრძნობლად მცირე საბაზრო ფასთან შედარებით. შესაბამისად, მომჩივნის მიმართ გაიცა სასამართლო ბრძანებულება, რათა მას გაეცა იჯარა მისი წინა სპეციალურად დაცული დამქირავებლისათვის ყოველთვიური გადასახადით, დაახლოებით, 14 ევროს ოდენობით. თავის საჩივარში ევროპული სასამართლოს წინაშე, მომჩივანი ჩივის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, რომ მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, დაებრუნებინა მფლობელობა საკუთარ ბინაზე ან დაედო მისთვის საბაზრო ფასი.
სამართალი – 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი: მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევა წარმოადგენდა საკუთრებით სარგებლობის კონტროლს და მიზნად ისახავდა სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და სხვათა უფლებების დაცვას. ბინის იჯარის შესახებ აქტის მიერ დადგენილი სისტემის თანახმად, მესაკუთრეებს ჰქონდათ მცირე ან თითქმის არანაირი გავლენა დამქირავებლის არჩევანზე ან ქირავნობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როგორიცაა მაგალითად, მისი ხანგრძლივობა ან მოშლის უფლებები. მესაკუთრეები, რომელთაც განზრახული ჰქონდათ რომ გადასულიყვნენ თავიანთ ბინაში ან ჩაეწერათ/გადაეყვანათ იქ თავიანთი ოჯახის წევრები, უფლებამოსილნი იყვნენ, მოეშალათ ხელშეკრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ჰქონდათ სხვა საცხოვრებელი და სარგებლობდნენ მუდმივი სოციალური დახმარებით ან იყვნენ სამოც წელზე მეტი ასაკის და ამასთან, დამქირავებელს ჰქონდა შესატყვისი საკუთრება იმავე მუნიციპალურ ერთეულში. ასეთი წესები მესაკუთრეთათვის ტოვებდა მფლობელობის დაბრუნების მცირე ან თითქმის არარსებულ შესაძლებლობას, რამეთუ დაცული დამქირავებლების მიერ ბინის ნებაყოფლობით დატოვების ალბათობა ძირითადად ნაკლებმოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, მესაკუთრეები ვალდებულნი იყვნენ, შეენარჩუნებინათ ბინა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში და გადაეხადათ საცხოვრებლის გადასახადი, რათა დაეფარათ იმ შენობის შენარჩუნების ხარჯები, რომელშიც მდებარეობდა მათი ბინა.
მესაკუთრეთა უფლება, მიიღონ სარგებელი ბინიდან, იყო საკანონმდებლო შეზღუდვების საგანი. ისინი [მესაკუთრეები] უფლებამოსილნი იყვნენ, მიეღოთ დაცული ქირა, რომელიც ზოგჯერ იყო ნაკლები ვიდრე საცხოვრებლის გადასახადი, რომლის გადახდაც მათ საცხოვრებლის შენარჩუნებისთვის უწევდათ. გარდა ამისა, მათ უწევდათ გადაეხადათ ქირიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი, მაშინ როდესაც, ვერ ითხოვდნენ საბაზრო ფასს დაცული ქირავნობის გამო. მომჩივნის მიერ მიღებული ქირის ოდენობა დაახლოებით 25-ჯერ მცირე იყო საბაზრო ფასთან შედარებით და. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული. მართალია, სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ღირებულების ოდენობის კონტროლი, შეფასების ზღვარი მაინც არ იყო შეუზღუდავი და მსგავსი ღონისძიებების შედეგები არ შეიძლება ყოფილიყო კონვენციის სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. სასამართლო აღიარებს, რომ ქვეყნის პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ფუნდამენტური რეფორმის კონტექსტში, სოციალისტური რეჟიმიდან დემოკრატიულ სახელმწიფოში გადასვლისას, ხორვატიის სახელმწიფოს მეთაურები აღმოჩნდნენ განსაკუთრებით მძიმე ამოცანის პირისპირ, შეენარჩუნებინათ ბალანსი მესაკუთრეთა უფლებებსა და დაცულ დამქირავებლებს შორის, რომლებსაც მათი ბინები დაკავებული ჰქონდათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ შეძლო, გამოერკვია მოთხოვნა ზოგად ინტერესზე, რომელიც შეძლებდა, გაემართლებინა ასეთი ყოვლისმომცველი შეზღუდვები მომჩივნის საკუთრების უფლებაზე. წინამდებარე საქმეში არ იყო საცხოვრებელი სექტორის რეფორმიდან გამომდინარე სოციალური და ფინანსური ტვირთის სამართლიანი განაწილება. ამის ნაცვლად, არაპროპორციული და მეტისმეტად გადაჭარბებული ინდივიდუალური ტვირთი იქნა დაკისრებული მომჩივანზე, როგორც მესაკუთრეზე, რომელსაც მოეთხოვებოდა საცხოვრებლის უმეტესი სოციალური და ფინანსური ხარჯების საკუთარ თავზე აღება, დაცული დამქირავებლისა და მისი ოჯახის სასარგებლოდ. ხორვატიის ხელისუფლების მესვეურებმა, მაშასადამე, განიცადეს კრახი, დაეცვათ სათანადო ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესსა და მომჩივნის საკუთრების უფლებას შორის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 8,200 ევრო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 1,500 ევრო არა-მატერიალური ზიანისათვის.
(იხ. ასევე: Hutten-Czapska v. Poland [GC], 35014/97, 19 ივნისი 2006, Information Note 87; Amato Gauci v. Malta, 47045/06, 15 სექტემბერი 2009; Lindheim and Others v. Norway, 13221/08 and 2139/10, 12 ივნისი 2012, Information Note 153; და, ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც დამქირავებელი ჩივის საცხოვრებლის რეფორმის გავლენაზე მისი საკუთრების უფლებასთან მიმართებით, Berger-Krall and Others v. Slovenia, 14717/04, 12 ივნისი 2014, Information Note 175)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes