დეპალი საფრანგეთის წინააღმდეგ
Depalle v. France
საჩივრის ნომერი - 34044/02 PDF
მოპასუხე სახელმწიფო - საფრანგეთი
გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 29/03/2010
შედეგი: არ დარღვეულა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
განსხვავებული აზრი: კი
საკვანძო სიტყვები:
შეფასების ზღვარი
პროპორციულობა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) საკუთრების დაცვა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-2 მუხლი) საკუთრებით სარგებლობის კონტროლი
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-2 მუხლი) საერთო ინტერესი
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-1 მუხლი) ჩარევა
(1-ლი დამატებითი ოქმის 1-1 მუხლი) საკუთრება
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2010 წლის მარტი
დეპალი საფრანგეთის წინააღმდეგ - 34044/02
გადაწყვეტილება 29.3.2010 (GC)
დამატებითი ოქმი #1 მუხლი 1
დამატებითი ოქმი #1; მუხლი 1, ნაწილი მე-2-ე
ქონების გამოყენების კონტროლი
მფლობელის ვალდებულება დაანგრიოს საკუთარი ხარჯებით და კომპენსაციის გარეშე, სახლი რომელიც მათ კანონიერად შეიძინეს სანაპირო საზოგადოებრივ მიწაზე: არ არის დარღვევა
[ეს დოკუმენტი ასევე ეხება გადაწყვეტილებას საქმეზე ბროსეტი-ტრიბულე და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ; #34078/02; 2011 წლის მარტი]
ფაქტები – დეპალეს საქმეში მომჩივანმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს საცხოვრებელი სახლი 1960 წელს, რომელიც ნაწილობრივ აგებული იყო სანაპირო ზოლზე რომელიც შედიოდა საზღვაო საზოგადოებრივი ქონების კატეგორიაში. მომჩივანებს კანონიერად ჰქონდათ უფლება მოპოვებული გამოეყენებინათ ქონება იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე რომლის მიხედვითაც დროებითი გამოყენება საზღვაო საზოგადოებრივი ქონების დაშვებული იყო გარკვეული პირობებით და რომელთა განახლებაც რეგულარულად ხდებოდა 1992 წლის დეკემბრამდე. ბროსეტი-ტრიბულე საქმე ასევე ეხბა მსგავს ფაქტებს. 1945 წელს მომჩივანის დედამ შეიძინა საცხოვრებელი სახლი რომელიც ასევე საზღვაო საზოგადოებრივი ქონების კატეგორიაში განიხილებოდა. მიწის მფლობელებს ჰქონდათ პრეფექტურის გადაწყვეტილება რომლითაც დაშვებული იყო პატრონობა და რომლის განახლებაც ხდებოდა სისტემატურად 1909 წლის სექტმებრიდან 1990 წლის დეკემბრამდე. 1993 წლის სექტემბერში პრეფექტმა ამცნო მხარეებს ორივე საქმეში რომ სანაპირო ტერიტორიების (განვითარება, დაცვა და გაძლიერება) შესახებ კანონის მიხედვით მას აღარ ჰქონდა უფლება განეახლებინა უფლებამოსილება იგივე პირობებით ვინაიდან ახალი კანონით დაუშვებელი იყო საზღვაო საზოგადოებრივი ქონების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების კერძო გამოყენება. მიუხედავად ამისა, მან შესთავაზა შეთანხმების გაფორმება რომელიც მათ უფლებას მიანიჭებდა პირადად გამოეყენებინათ აღნიშნული ქონება შეზღუდული და მკაცრი პირობებით, რომლითაც აკრძალული იყო მიწის და სახლის გადაცემა ან გაყიდვა ან საცხოვრებელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაოების წარმოება გარდა სარემონტო შესაკეთებელი სამუშაოების რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ აღადგინოს ქონების პირველადი სახე ან სხვა მიზნით გამოიყენოს შენობა ნაგებობები. მხარეებმა უარი განაცხადეს შემოთავაზებაზე 1994 წლის მაისში და მიმართეს ადმინისტრაციულ სასამართლოს პრეფექტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. 1995 წლის დეკემბერში პრეფექტმა შეიტანა სარჩელი ადმინისტრაციულ სასამართლოში და მიუთითა მხარეებზე რომლებიც არაკანონიერად განაგრძობდნენ საზოგადოებრივი ქონების გამოყენებას. მან ასევე მოითხოვა სანაპირო ზოლის პირვანდელი ფორმით აღდგენა და მისთვის საცხოვრებელი სახლის აშენებამდელი სახის დაბრუნება საკუთარი ხარჯებით კომპენსაციის გარეშე. საბოლოო სააპელაციო სასამართლო ეტაპზე, ჩონსეილ დ’Eტატ რომელიც 2002 წლის მარტში ჩატარდა იმასთან დაკავშირებით რომ სადაო ქონება წარმოადგენდა საზღვაო საზოგადოებრივ ქონებას და რომ მხარეებს არ ჰქონდათ უფლება განეცხადებინათ პრეტენზია სადაო მიწაზე ან შენობა ნაგებობზე და რომ მიწისთვის პირველადი სახის დაბრუნება ყოველგვარი წინასწარი კომპენსაციის გაცემის გარეშე არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ღონისძიებად რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის პირველ მუხლს.
კანონი – დამატებითი ოქმის #1 მუხლი 1:
ა) გამოყენებადობა – საზოგადოებრივ ქონებასთან დაკავშირებული პრინციპების მკაცრად გამოყენებისას, რომელიც იძლეოდა მხოლოდ დროებით და გაუქმებად კერძო გამოყენების უფლებას - ეროვნულმა სასამართლომ გააუქმა მომჩივნების სასარგებლოდ ქონებაზე ნებისმიერი უფლება. ფაქტი იმისა რომ მომჩივნები დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ ქონებით ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ქონების როგორც საზღვაო საზოგადოებრივი ქონების კლასიფიკაციაზე. ამ გარემოებებში და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ სახლები დაქირავებული იყო კანონიერად, ვინაიდან სარგებლობის უფლება არ შეიცავდა საზოგადოებრივი ქონების ფლობის უფლებას სასამართლომ ეჭვი შეიტანა მათ შესაძლებლობაში საფუძვლიანად ევარაუდათ ქონების მშვიდობიანი გამოყენება მხოლოდ ქონების სარგებლობის უფლების საფუძველზე. პრეფექტის ყველა გადაწყვეტილება ეხებოდა ვალდებულებას ადგილისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების თაობაზე იმ შემთხვეაში როდესაც მოხდებოდა სარგებლობის უფლების გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა არ ცნობს გარკვეულ ინტერესს საკუთრების უფლებად არ ახდენს სადაო ინტერესის გარკვეულ შემთხვევებში როგორც საკუთრების უფლების განხილვას დამატებითი ოქმი #1-ის პირველი მუხლის ფარგლებში. მოცემულ საქმეში გასულმა დრომ იქონია გავლენა მომჩივნებზე და მათ საკუთრების უფლებებზე მშვიდობიანი გზით გამოეყენებინათ საკუთარი სახლები.
დასკვნა: დამატებითი ოქმი #1-ის მუხლი 1 გამოყენებადია
ბ) საქმის არსებითი მხარე – ქონების მარეგულირებელი პრინციპების გათვალისწინებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღემდე ქონება დანგრეული არ იყო, საკუთრების უფლების ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია. გადაწყვეტილების არ განახლება რომელიც საზოგადოებრივი ქონების პირადი მოხმარების უფლებას იძლეოდა, რომლის გამოც მომჩივნებს უნდა სცოდნოდათ რომ ერთ დღეს შესაძლოა ამას გავლენა ჰქონოდა მათზე, ამიტომ გადაწყვეტილება სახლების დანგრევის თაობაზე შეიძლება განხილული იყოს ქონების გამოყენების კონტროლის ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე. პრეფექტის მიერ განსაზღვრული არგუმენტებით ნებართვის არ განახლების შესახებ ეფუძნებოდა სანაპირო ზოლის შესახებ კანონის დებულებებს. ჩარევას ჰქონდა კანონიერი მიზანი რომელიც მდგომარეობდა ზოგად ინტერესში: სანაპიროზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამიტომ საჭირო იყო განსაზღვრულიყო მომჩივანის ინტერესი შეენარჩუნებინათ საკუთარი სახლები და ბრძანება ადგილს დაბრუნებოდა პირველადი სახე იყო თუ არა თანაზომიერი საშუალებები დასახული მიზნის მისაღწევად. რეგიონის დაგეგმარების და გარემოს დაკონსერვების პოლიტიკა, სადაც საზოგადოების ზოგადი ინტერესი იყო უპირატესი სახელმწიფოს ანიჭებდა ფართო თავისუფალი შეფასების ფარლგებს. სახელმწიფო უწყებებისთვის ცნობილი იყო ამ სახლების არსებობის შესახებ მას შემდეგ რაც ეს სახლები აშენდა და ვინადიან ისინი დაკავებული იყო გადაწყვეტილების საფუძველზე რომელიც აკონკრეტებდა რომ სანაპირო დამბა საზოგადოებისთვის უდნა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ნებისიერ დროს. პრეფექტის თითოეული გადაწყვეტილება სახლით სარგებლობის შესახებ აკონკრეტებდა ვადას ამ უფლების და სახელმწიფო უწყებების უფლებას გაეუქმებინათ ან შეეცვალათ ნებართვის პირობები მათ მიერ ამის საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი საფუძვლით და მოიჯარის მიერ კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე. ამასთანავე, განსაზღვრული იყო რომ მოიჯარე ვალდებული იყო, საჭიროების შემთხვევაში, დაებრუნებინა პირველადი სახე ადგილისთვის საზოგადოებრივ მიწაზე აგებული შენობა ნაგებობების დანგრევით, მათ შორის იმ შენობების რომელიც ამ ტერიტორიაზე იდგა იმ დღეს როდესაც გადაწყვეტილება იყო ხელმოწერილი. შესაბამისად, მომჩივნებმა ყოველთვის იცოდნენ რომ გადაწყვეტილება ქონებით სარგებლობის შესახებ იყო არამყარი და გაუქმებადი და ამიტომ სახელწმიფო უწყებები ვერ ჩათვლიდნენ რომ ისინი გაურკვევლობას ინარჩუნებდნენ ქონების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. მომჩივნები მშვიდად სარგებლობდნენ ქონებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. სასამართლომ ვერ დაადგინა დაუდევრობა სახელმწიფოს მხრიდან არამედ მათ გამოავლინეს თმენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქონების მფლობელობასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ წესებს ემორჩილებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა მტკიცებულება რომელიც გაამყარებდა მომჩივანის პოზიციას რომ სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა სახლების სტატუსთან დაკავშირებულ გაურკვევლობაზე იზრდებოდა დროის გასვლასთან ერთად. 1986 წელს მომჩივნების მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა კანონი სანაპირო ზოლის შესახებ რომლის მიღებითაც დასრულდა სანაპირო ზოლების დაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ქონების მართვის წესების გამოყენება დაიწყო იქამდე სანამ განვითარების და გარემოს დაცვის პრობლემებმა არ მიაღწიეს იმ ზღვარს რომელიც დღეისთვის არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული თმენა ვერ იქონიებს გავლენას სტატუს ქვო ეხ პოსტ ფაცტო ლეგალიზაციაზე. რაც შეეხება გამოყენებულ ღონისძიებებს სანაპირო ზოლის დაცვის ზოგადი ინტერესების ფარგლებში ეს პირველ რიგში წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილების საკითხს თუ რა სახის ღონისძიებები შეიძლება იყოს გამოყენებული. სარგებლობის ნებართვის განახლებაზე უარი და მოთხოვნა სახლების აშენებამდე არსებული პირველადი სახის დაბრუნება ტერიტორიისთვის შესაბამისობაშია კანონის თანმიმდევრულად და უფრო მკაცრად გამოყენების პირობებთან. სანაპიროს გამოყენების და მასზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია გეგმიური კონტროლის საჭიროება და სანაპიროზე შეუზღუდავი საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამ გახადა საჭირო ქვეყნის ტერიტორიის ამ ნაწილის უფრო მკაცრი მართვა. იგივე ვრცელდება ევროპის ყველა სანაპირო ზოლზე. მომჩივნების შემთხვევაში კანონის გამონაკლისის დაშვება წინააღმდეგობაში იქნება სანაპირო ზოლის შესახებ კანონის მიზნებთან და ეჭვის ქვეშ დააყენებს ურთიერთობის კერძო და საზოგადოებრივ გამოყენებას შორის. უფრო მეტიც, მომჩივნები არ წავიდნენ დათმობაზე და არ დათანხმდნენ პრეფექტის შეთავავზებას ესარგებლათ სახლებით გარკვეული პირობებით, რაც შესაძლებელი იქნებოდა ყოფილიყო გამოსავალი სადაო ინტერესებისას და რაც არ იყო უსაფუძვლო. ბოლოს, საზოგადოებრივი ქონების მარეგულირებელი კანონების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით რომ მომჩივნებისთვის ცნობილი იყო რომ კომპენსაციის გადახდა არ ხდებოდა რაც ნათლად იყო ჩამოყალიბებული 1961 და 1951 წლიდან გაცემულ ყველა გადაწყვეტილებაში, ამიტომ კომპენსაციის არ გაცემა სასამართლოს აზრით ვერ ჩაითვლება მომჩივანის ქონების გამოყენების კონტროლის არათანაზომიერ ღონისძიებად რაც ზოგადი მიზნის მისაღწევად არის გატარებული. მომჩივნებს ვერ მიადგებათ ინდივიდუალური ან განსაკუთრებული ზიანი მათი სახლების კომპენსაციის მიღების გარეშე დანგრევის შემთხვევაში.
შესაბამისად, საზოგადოების და მომჩივანთა ინეტერსებს შორის ბალანსი არ იქნება დარღვეული.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ)